კონფუცის 10 ცხოვრებისეული გაკვეთილი, რომლებიც 2018 წლიდან აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ!

Загрузка...

კონფუცი ყველასთვის კარგად ცნობილი აზიელი ფილოსოფოსია, რომლის სწავლებები ცივილიზაციას ბევრ რამეში გამოსდგომია. ამ სტატიაში OXOTV მის 10 ცხოვრებისეულ გაკვეთილს გაგაცნობთ, რომლებიც დამდეგი წლიდან აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ, შეძლებისდაგვარად მაინც.

  1. არ აქვს მნიშვნელობა რამდენად ნელა მიდიხართ, მთავარია არ გაჩერდეთ.

  2. არასდროს დაუმეგობრდე იმ ადამიანს, რომელიც შენზე უკეთესი არ არის.

  3. როდესაც ბრაზი მოგიცავთ, შედეგებზე იფიქრეთ.

  4. როდესაც ხვდებით, რომ მიზანს ვერ აღწევთ, ის კი არა სამოქმედო გეგმა შეცვალეთ.

  5. თუკი ადამიანი გძულთ, მან თქვენ დაგამარცხათ.

  6. ის, რასაც დიდი ადამიანი საკუთარ თავში ცდილობს, რომ მოძებნოს, პატარა პიროვნება სხვებში ეძებს.

  7. სადაც არ უნდა წახვიდეთ, წადით მთელი გულით!

  8. რჩევები მხოლოდ იმ ადამიანებს მიეცით, რომლებიც საკუთარი უგუნურების აღმოჩენის შემდგომ ცოდნას ეძებენ.

  9. მცირე უპირატესობების ძიება დიადი საქმეების ჩადენას უშლის ხელს.

  10. თუკი ადამიანები შენს ზურგს უკან ლაპარაკობენ, შენ მათზე მეტი ხარ!

მიჰყევით ამ წესებს და გვერწმუნეთ დაუვიწყარი წელი გექნებათ!

OXOTV გილოცავთ შობა-ახალ წელს!

მკითხველთა შთაბეჭდილებები

მოიწონეთ ჩვენი გვერდი: