ექიმებისგან დადასტურებული 10 რჩევა, რომელიც თქვენს მხედველობას გააუმჯობესებს

Загрузка...

მედიცინაში კუნთების მუშაობის მექანიზმი საკმაოდ კარგადაა შესწავლილი და დადასტურებულია, რომ რაც უფრო ხშირად ვარჯიშდება კუნთი, უფრო ადვილად და კარგად ართმევს თავს ,,დაკისრებულ'' მოვალეობას. OXOTV.COM-ის რედაქცია გთავაზობთ ექიმებისგან დადასტურებულ 10 რჩევას, რომელიც თქვენს მხედველობას გააუმჯობესებს.

1. შეეცადეთ არ გადაღალოთ თვალები მთელი დღის განმავლობაში. თვალის კუნთის შესასვენებლად საკმარისია ყოველ 2-3 საათში ერთხელ რამდენიმე წუთით მოადუნოთ მხედველობა, დახუჭეთ თვალები.

2. ფოტოზე წარმოდგენილია 16 ცნობილი ვარჯიში თვალებისთვის, რომლებიც სასურველია დღეში ერთხელ მაინც გააკეთოთ
ექიმებისგან დადასტურებული 10 რჩევა, რომელიც თქვენს მხედველობას გააუმჯობესებს

3. თუ სათვალეს ხმარობთ, შეეცადეთ მუდმივად არ გეკეთოთ, რადგან თვალი გარეგნულად (სათვალით) შექმნილ ,,კომფორტს'' ეჩვევა, და აღარ ცდილობს საკმარისი დატვირთვით იმუშაოს.
4. იმისთვის, რომ თვალის ირგვლივ სისხლის მიმოქცევა გაუმჯობესდეს, გირჩევთ სურათზე წარმოდგენილ წერტილებში დღეში ერთხელ, საჩვენებელი თითით წრიული მასაჟი გაიკეთოთ.
ექიმებისგან დადასტურებული 10 რჩევა, რომელიც თქვენს მხედველობას გააუმჯობესებს

5. როცა სასეირნოდ გახვალთ, შეეცადეთ თვალით ფოკუსირება შორს არსებულ საგნებზე მოახდინოთ, მაგ. შენობებზე, მთებზე და ა.შ.
6. ხშირად (უმჯობესია ყოველ დღე) დალიეთ სტაფილოს წვენი.
7. თუ საღამოობით უჩივით თვალების გაღიზიანებას/გადაღლას, შეგიძლიათ გამოიყენოთ ალოე ვერას წვენი ჩვეულებრივი ნატურალური ცრემილის ნაცვლად.
8. ასევე, თვალების გადაღლის დროს საკმაოდ შედეგიანია მათი თბილი წყლით ჩამობანა.
9. შეეცადეთ თავი შეიკავოთ კომპიუტერისგან/ტელევიზორისგან/ტელეფონისგან დაძინებამდე 2 საათით ადრე
10. სცადეთ ძველი ინდური ვარჯიში ,,ტრატაკა'' ეს უკანასკნელი დადებითად მოქმედებს არამხოლოდ თვალების დამშვიდებაზე, არამედ გონების, აზროვნების განსატვირთადაც ძალიან კარგია.

ექიმებისგან დადასტურებული 10 რჩევა, რომელიც თქვენს მხედველობას გააუმჯობესებს

დაჯექით რაიმე საგნის წინ (მაგალითად ანთებული სანთლის) და შეეცადეთ უყუროთ მას თვალის დაუხამხამებლად სანამ შეძლებთ. კარგად დააკვირდით , დაიმახსოვრეთ მისი ყველა დეტალი, ფერი. შემდეგ დახუჭეთ თვალები და ფოკუსირება მოახდინეთ თქვენს წარბებს შორის არსებულ სივრცეზე და შეეცადეთ წარმოიდგინოთ დამახსოვრებული სურათი.

მკითხველთა შთაბეჭდილებები

მოიწონეთ ჩვენი გვერდი: