კალიუმის დეფიციტი - სიმპტომები და მკურნალობის მეთოდები

Загрузка...

თუ თქვენი ორგანიზმი კალიუმის დეფიციტს განიცდის, იგი ჩვეულ რეჟიმში ვერ იმუშავებს. დღითიდღე იზრდება იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც განიცდიან კუნთების სისუსტეს, შეტევებსა და დაღლილობას. ასევე, თავს იჩენს გულის დაავადებები, ქრონიკული კენჭები თირკმლებში და ძვლოვანი ქსოვილის შეთხელება.

OXOTV-ის რედაქცია გთავაზობთ კალიუმის დეფიციტის ნიშნებს ორგანიზმში და ამ პათოლოგიის მკურნალობის მეთოდებს.

ადამიანს ამ მინერალის ნაკლებობა იმიტომაც შეიძლება ჰქონდეს, რომ იგი განსაკუთრებულ ყურადღებას რკინასა და კალციუმს აქცევს. მისი მნიშვნელობა ძალიან დიდია - არეგულირებს ნერვულ ფუნქციას, კუნთების შეკუმშვასა და ნორმალურ გულისცემას; კალიუმის დამსახურებით, საკვები ნივთიერებები ხვდება უჯრედებში; მინიმუმამდე დაჰყავს ნატრიუმის ზემოქმედება სისხლის წნევაზე; კალიუმით მდიდარი დიეტა ჰიპერტონიასთან ბრძოლაში დაგეხმარებათ.

თქვენი სხეული აუცილებლად "შეგატყობინებთ" ამ პათოლოგიის შესახებ. მდგომარეობა ცნობილია ჰიპოკალიემიის სახელით. ტესტებში კალიუმის 3,5 მგ/ლ-ზე ნაკლები მაჩვენებელი სისხლში მიუთითებს ამ მინერალის დეფიციტს.

ჰიპოკალიემიის ნიშნები:
სიმპტომების შემჩნევა რთულია. ისინი ძლიერად ზემოქმედებენ ხნიერ ადამიანებზე. პათოლოგია გავრცელებულია ჰოსპიტალიზებულ. გულის დაავადებების მატარებელ ან შარდმდენი მედიკამენტების მომხმარებელ პაციენტებში. ყველა შემთხვევაში სახეზეა შემდეგი ნიშნები:

შეტევები და კუნთების სისუსტე: კალიუმი პასუხს აგებს კუნთების ნორმალურ შეკუმშვაზე. თუ თქვენს სხეულს ჟელატინს ადარებთ და თან სისუსტესა და სპაზმებს განიცდით, ეს კალიუმის ნაკლებობის მაჩვენებელია.

ყაბზობა: თუ ნაწლავების მტკივნეულ მოძრაობებს გრძნობთ და გაქვთ დეფეკაციის პრობლემები, შესაძლოა ჰიპოკალიემია გაწუხებდეთ. ფრთხილად იყავით - ყაბზობამ, შესაძლოა, საერთო უგუნებობა და შეშუპებებიც გამოიწვიოს.

გულის უჩვეულო რიტმი: ფრთხილად იყავით, თუ გულის არითმია გაქვთ! კალიუმს ევალება გულის რიტმის რეგულირება. კალიუმის დაბალი დონე გამოიწვევს გულის ანომალურ კუმშვებს.

დაღლილობა: დაღლილობას უამრავი მიზეზი აქვს და ის შეიძლება კალიუმის დეფიციტზეც მიანიშნებდეს. სანამ ამ პათოლოგიაზე იფიქრებთ, გადახედეთ საკუთარი ცხოვრების წესს.

რა უნდა გააკეთოთ?
ჩაიტარეთ სისხლის საერთო ანალიზი: ეს ერთადერთი საშუალებაა დიაგნოზის დასასმელად. წინააღმდეგ შემთხვევაში, მომდევნო ნაბიჯებმა შესაძლოა უბრალოდ კალიუმად "გაქციოთ".
მიირთვით კალიუმით მდიდარი პროდუქტები: მისი საუკეთესო წყარო ხილ-ბოსტნეულია. ნახევარი ლამბაქი ზეთის ხილი შეიცავს 637 მგ-ს, ბანანი - 422 მგ-ს. მარცვლეულიც მდიდარი წყაროა ამ მინერალისა.
მიიღეთ კალიუმის დანამატები: ამისათვის, პირველ რიგში, ექიმს უნდა მიმართოთ. როგორც წესი, ისინი 99 მგ-ზე მეტ კალიუმს არ შეიცავს, თუმცა ეს ნამდვილად დაგეხმარებათ.

ჰიპოკალიემიის რისკ-ფაქტორები:
ქრონიკული დაავადებები, რომლებსაც გულისრევის ან დიარეის გამოწვევა შეუძლია;
ზოგიერთი სახის პრეპარატი, მაგალითად, დიურეტიკები, საფაღარათო, ანტიბიოტიკები;

ხშირ შემთხვევაში, კალიუმის უკმარისობა სხვა დაავადებების სიმპტომია. ესენია:
ბარტერის სინდრომი - თირკმლების თანდაყოლილი დაავადება, რომლის დროსაც ხდება ალდოსტერონის მომატება, რაც აიძულებს თირკმლებს, გამოყოს დიდი რაოდენობით კალიუმი;
კუშინგის სინდრომი - ზრდის კორტიზოლის დონეს, რაც კალიუმისგან დაცლას იწვევს შარდის საშუალებით;
მეტაბოლისტური ალკალოზი - იგი ზრდის ქსოვილების рН დონეს. მისი სიმპტომები: გულისრევა და დიარეა იწვევს კალიუმის შემცირებას;

ორგანიზმს კალიუმი შემდეგი მიზეზების გამო სჭირდება:
იმისათვის, რომ გულის კუნთებმა უკეთ იმუშაონ - ეს ყველაზე მნიშვნელოვანი როლია კალიუმისა. იგი საერთო ჯამში ყველა კუნთს ეხმარება, თუმცა გულის კუნთებისთვის იგი აუცილებელია. ამცირებს სისხლის წნევას და ხელს უწყობს ამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ორგანოს ცხოველქმედებას.;

ინსულტის რისკის შესამცირებლად - კვლევებით დამტკიცდა, რომ კალიუმითა და მაგნიუმით მდიდარი რაციონი ამცირებს ამ დაავადების გაჩენის რისკებს;

ნერვული სიგნალების გადასაცემად - უჯრედული მემბრანების გავლით იგი ელექტრონულ გრადიენტს ქმნის, ნერვული უჯრედები კი ამ გრადიენტს საკუთარი მოვალეობის შესასრულებლად იყენებენ;

კუნთების შესაკუმშავად - ეს საკვები ნივთიერება ეხმარება კალციუმს უჯრედში გადაადგილებაში ნატრიუმ-კალიუმის ტუმბოს გზით. ეხმარება როგორც გლუვ, ისე გულისა და ძვლოვან კუნთებს.

მკითხველთა შთაბეჭდილებები