ზოდიაქოს ყველაზე ძლიერი ნიშნები ცნობილი ასტროლოგის მიხედვით

Загрузка...

გასაოცარია, მაგრამ ზოგიერთი კონსტელაცია, რომელიც სიმტკიცითა და თავდაჯერებულობით გამოირჩევა, ამ სიაში ვერ მოხვდა. მაშ ასე, რომელ ნიშნებს გააჩნიათ უძლიერესი მორალური და სულიერი მხარე და როგორ გამოიხატება მათი ეს თვისება ცხოვრებაში?

ასტროლოგ ვასილისა ვალოდინას თქმით, ყოველ სტიქიაში შეგვიძლია უძლიერესი ნიშნის გამოყოფა. OXOTV-ის რედაქცია წარმოგიდგენთ თითოეული ნიშნის მოკლე აღწერას:

ჰაერის სტიქია:

1. მერწყული

ზოდიაქოს ყველაზე ძლიერი ნიშნები ცნობილი ასტროლოგის მიხედვით

ჰაერის ნიშნებში ყველაზე ძლიერი ნიშანი სწორედ მერწყულია. მიუხედავად იმ ოცნებებისა და მაღალი იდეალებისა, რომელიც მას აქვს, ცხოვრებაში მოვლენილ გარდაუვალ სირთულეეებს იგი თამამად ლახავს და ფარ-ხმალს არასდროს ყრის. იგი ნებისმიერ ცვლილებას მარტივად ეგუება, რაც მერწყულს მორალურად ძლიერს ხდის.

2. სასწორი

ზოდიაქოს ყველაზე ძლიერი ნიშნები ცნობილი ასტროლოგის მიხედვით

ჰაერის სტიქიაში სულის სიძლიერით მეორე ადგილზე სასწორია. ისინი არც ისე სუსტები არიან, თუმცა აქვთ ეს ცუდი ჩვევა - ენერგიის ფლანგვა და საქმის დაუსრულებლობა. ისინი სწრაფად კარგავენ ენთუზიაზმსა და სურვილს, ამასთან - მიზანსაც.

3. ტყუპები

ზოდიაქოს ყველაზე ძლიერი ნიშნები ცნობილი ასტროლოგის მიხედვით

ამ სტიქიაში ყველაზე სუსტი ნიშანი ტყუპებია. მათ არ შეუძლიათ ერთ საქმეზე კონცენტრირება, ხშირად კი სხვებისგან დახმარება არ ჰყოფნით. როცა ისინი სირთულეს შეეჩეხებიან, პანიკა ეწყებათ და დახმარებას სხვებს სთხოვენ.

ცეცხლის სტიქია:
1. მშვილდოსანი

ზოდიაქოს ყველაზე ძლიერი ნიშნები ცნობილი ასტროლოგის მიხედვით

ცეცხლის სტიქიაში მშვილდოსანი ლიდერობს. ეს ნიშნები არასდროს დარდიანდებიან და ნებისმიერ სიტუაციაში ადამიანობის შენარჩუნებას ცდილობენ. მათ შეუძლიათ საკუთარი ემოციების კონტროლი, არ ეგებიან პროვოკაციებს და ყოველთვის გააჩნიათ საკუთარი აზრი. მათი ძალა ოპტიმიზმსა და ხედვის სიდიდეშია.

2. ლომი

ზოდიაქოს ყველაზე ძლიერი ნიშნები ცნობილი ასტროლოგის მიხედვით

მეორე ადგილზე - ლომია. ერთი შეხედვით, ამ ნიშნის წარმომადგენლები ძლიერი და ნებისყოფით აღსავსე ადამიანები არიან, თუმცა, ისინი მნიშვნელოვნად არიან დამოკიდებული გარემოებებსა და გარშემომყოფების აზრებზე. ლომისთვის აუცილებელია სხვებისგან თავისი დიდების მოსმენა. თუ ეს საკმარისი არ იქნება, იგი სწრაფად დანებდება.

3. ვერძი

ზოდიაქოს ყველაზე ძლიერი ნიშნები ცნობილი ასტროლოგის მიხედვით

ცეცხლის სტიქიის ყველაზე სუსტი ნიშანი. მიუხედავად იმისა, რომ ეს ნიშანი ძალიან აქტიური და თამამია, ეს ნიშანი თავის სტიქიაში სისუსტეს ავლენს. ვერძებს არ შეუძლიათ ემოციების კონტროლი, ისინი მეტისმეტად არიან ჩაციკლული იმაზე, თუ რა ხდება მათ სულში. ხშირად, ისინი არაგონივრულად იქცევიან, რასაც ისინი ჩახლართულ სიტუაციებამდე მიჰყავს.

მიწის სტიქია:
1. თხის რქა

ზოდიაქოს ყველაზე ძლიერი ნიშნები ცნობილი ასტროლოგის მიხედვით

მიწის სტიქიაში თხის რქა ყველაზე ძლიერი ნიშანია, ვინაიდან იგი მტკიცე, თანმიმდრევრული და დაჟინებულია. მისი გაბრაზება და განაწყენება რთულია. მაშინაც კი, თუ ირგვლივ ყველაფერი ცუდადაა, იგი საკუთარი მიზნისკენ მაინც განაგრძობს სვლას, თუნდაც ხოხვით.

2. ქალწული

ზოდიაქოს ყველაზე ძლიერი ნიშნები ცნობილი ასტროლოგის მიხედვით

ამ სტიქიაში სიძლიერით ქალწული მეორე ადგილზეა. ერთი შეხედვით, ამ ნიშნის წარმომადგენლები სიძლიერით გამოირჩევიან, თუმცა მათ არ შეუძლიათ სამყაროს მიღება ისეთად, როგორიც არის, ამიტომ უბრალოდ დინებას მიჰყვებიან.

3. კურო

ზოდიაქოს ყველაზე ძლიერი ნიშნები ცნობილი ასტროლოგის მიხედვით

ყველაზე სუსტი ნიშანი მიწის სტიქიაში. ამ ნიშნის წარმომადგენლებს არ უყვართ ცვლილებები. მათ სურთ მთელი ცხოვრების სიმშვიდესა და ბედნიერებაში გატარება, თუმცა, თუ მათი გეგმები იცვლება ან ფერხდება, ისინი დაუცველები ხდებიან.

წყლის სტიქია:
1. თევზები

ზოდიაქოს ყველაზე ძლიერი ნიშნები ცნობილი ასტროლოგის მიხედვით

თევზები არამხოლოდ წყლის სტიქიაში არიან უძლიერესები, არამედ ჰოროსკოპის მთელ თანავარსკვლავედებში. ეს შეიძლება უცნაურად გეჩვენოთ, რადგან თევზებს, უმეტესად, საერთოდ არ აქვთ კავშირი რეალურ სამყაროსთან. სწორედ ამაშია მათი ძალა. თევზებს დიდი ხანი შეუძლიათ ლოდინი და იმედის შენარჩუნება. სულის ასეთი სიძლიერე ეხმარება მათ საკუთარი ბედნიერებისთვის ბოლომდე ბრძოლაში.

2. მორიელი

ზოდიაქოს ყველაზე ძლიერი ნიშნები ცნობილი ასტროლოგის მიხედვით

იგი არაა თევზებივით ძლიერი. მისი სისუსტე იმაშია, რომ იგი დიდხანს იგროვებს ემოციებს, რომლებიც მას შიგნიდან ჭამს და სულ უფრო ასუსტებს.

3. კირჩხიბი

ზოდიაქოს ყველაზე ძლიერი ნიშნები ცნობილი ასტროლოგის მიხედვით

კირჩხიბი მის სტიქიაში ყველაზე მგრძნობიარე ნიშანია. ამ ნიშნის წარმომადგენლები ძალიან ემოციურები და დაუცველები არიან. მათ მუდმივად სჭირდებათ მორალური მხარდაჭერა და დახმარება. თუ მათ გვერდით არავინაა, ფიქრობენ, რომ არაფერი შეიცვლება და დეპრესია ეწყებათ.

მკითხველთა შთაბეჭდილებები

მოიწონეთ ჩვენი გვერდი: