ყმაწვილმა ქუჩაში საფულე იპოვა, მაგრამ ვერც კი წარმოიდგენდა, თუ წინ ასეთი რამ ელოდა

Загрузка...

OXOTV-ის რედაქცია წარმოგიდგენთ ინგლისელი მამაკაცის ისტორიას, რომელმაც მსოფლიო შეძრა.

გთავაზობთ ინტერნეტ-მომხმარებლის - STEPHEN-ის მიერ 2012 წლის 12 ივნისს გამოქვეყნებულ ისტორიას პირველ პირში:

"7 რამდენიმე წლის წინ, სუსხიან დღეს, შემთხვევით შევნიშნე საფულე, რომელიც გზად ეგდო. შიგნით არავითარი დოკუმენტი არ იდო. ვიპოვე მხოლოდ 3 დოლარი და წერილი, რომელსაც, თითქოსდა, წლების განმავლობაში ყოველდღე კითხულობდნენ. გაცვეთილ კონვერტზე, უკან დასაბრუნებელი მისამართის გარდა, ვერაფერს გაარჩევდით. მე გავხსენი წერილი და წავიკითხე - 1944 წელი - ესე იგი, 60 წელზე მეტი. იგი დიდი ყურადღებით წავიკითხე იმ იმედით, რომ მეპატრონეზე რამეს გავიგებდი.

-" ძვირფასო მაიკლ, დედაჩემი ჩვენი ურთიერთობის წინააღმდეგია. მაპატიე და იცოდე, რომ მე შენ მიყვარხარ და მუდამ მეყვარები! შენი ჰენა."

ეს იმდენაც სულისშემძვრელი იყო, რომ წარმოუდგენელი სურვილი გამიჩნდა საფულე მეპატრონისთვის დამებრუნებინა, მაგრამ როგორ? მე ხომ მისი სახელის გარდა არაფერი ვიცოდი.. და მაშინ დავუკავშირდი ტელეფონების ოპერატორების სადგურს, რათა კონვერტზე მითითებულ მისამართზე არსებული ნომერი გამეგო.

-"გოგონა, თქვენთან უცნაური თხოვნა მაქვს. საფულე ვიპოვე და ახლა მფლობელს ვეძებ. იქნებ მითხრათ ამ მისამართზე ფიქსირებული ტელეფონის ნომერი?" - გოგონამ დახმარებაზე უარი მითხრა, რადგან მას მსგავსი ინფორმაციის გაცემის უფლება არ აქვს. თუმცა, როცა მას ამ უჩვეულო წერილის შესახებ მოვუყევი, შემომთავაზა, რომ იმ მისამართზე თვითონ გადარეკავდა და, მეპატრონის სურვილის შემთხვევაში, ჩემთან დააკავშირებდა.

ვიცდიდი ერთი წუთით, რომელიც ჩემთვის საუკუნედ გაგრძელდა. და, აი, ბოლოს და ბოლოს გავიგონე ქალის ხმა და ვკითხე, იცნობდა თუ არა ვინმე ჰენას. "დიახ" - მიპასუხა ქალმა, - "30 წლის წინ მე ეს სახლი დედამისისგან ვიყიდე, იგი კი უკვე რამდენიმე წელია მოხუცთა სახლში ცხოვრობს. მე ტელეფონსა და ნომერს მოგცემთ, თუ ეს დაგეხმარებათ."

კეთილშობილ ქალბატონს მადლობა გადავუხადე და ამ სახლის მისამართი გამოვართვი. შემდეგ ავკრიფე ნომერი და გავიგე, რომ ჰენას დედა დიდი ხნის წინ გარდაიცვალა, თუმცა იქ თვითონ ჰენა ცხოვრობდა. როცა ავუხსენი, თუ რისთვის მჭირდებოდა ანა, მიპასუხეს, რომ უკვე გვიანი იყო და შეიძლებოდა, ჰენას იგი არ მიეღო. მე იმდენად შემიპყრო ამ საიდუმლოს ამოხსნის სურვილმა, რომ მალევე გავჩნდი იმ ადგილას.

დირექტორმა მესამე სართულზე ამიყვანა და დასვენების ოთახში შევედით, სადაც ძალიან საყვარელ ხნიერ ქალბატონ ჰენას შევხვდი, რომელიც თბილი ღიმილითა და კეთილი თვალებით მომეგება. მე მოვუყევი იმდღევანდელი ისტორია და ვაჩვენე წერილი.

როცა ქალბატონმა წერილი გადაიკითხა, ღრმად ჩაისუნთქა და წარმოთქვა: "მე ის ძალიან მიყვარდა.. მას მაიკლ გოლდსტაინი ერქვა. მაშინ 16 წლის ვიყავი და დედაჩემი თვლიდა, რომ ურთიერთობისათვის ახალგაზრდა ვიყავი. მაიკლი ძალიან ლამაზი იყო, როგორც მსახიობი შონ კონერი."

ისევ ღრმად ჩაისუნთქა და ძლის გასაგონად განაგრძო: "თუ მას იპოვით, გთხოვთ, გადაეცით, რომ მე ჯერ კიდევ მიყვარს იგი და აქამდე არ გავთხოვილვარ, რადგან მისი მსგავსი ვერავინ ვიპოვე."

მე დავემშვიდობე ჰენას და პირველ სართულზე ჩავედი, სადაც ცნობისმოყვარე დაცვამ მკითხა, დამეხმარა თუ არა ქალბატონი ჰენა.

"სხვა რომ არაფერი, მეპატრონის გვარი მაინც ვიცი, მაგრამ ამ საქმეზე მთელი დღე დავხარჯე, ასე, რომ მის ძებნას მაშინ გავაგრძელებ, როცა თავისუფალი დრო მექნება." - ამ სიტყვების წარმოთქმასთან ერთად, ჯიბიდან გაქექილი ყავისფერი ტყავის საფულე ამოვიღე წითელი ზონრით და წერილი ჩავდე.

უცებ დაცვამ წამოიძახა: "მე ვიცნობ ამ საფულის მფლობელს! ის მაიკლ გოლდსტაინია და გვერდით კორპუსში ცხოვრობს. ქუჩაში გასვლისას ძალიან ხშირად კარგავს საფულეს. სულ მცირე, უკვე 3-ჯერ მაინც დაკარგა."

ამის მოსმენის შემდეგ სირბილით მივვარდი დირექტორთან. მან მიმიყვანა გვერდით კორპუსთან და მედდას ჰკითხა, თუ სად იმყოფებოდა მაიკლი. მან შეგვიყვანა ოთახში, სადაც დიდ, კომფორტულ სავარძელში მიმზიდველი, ხანშიშესული მამაკაცი დაგვხვდა. დირექტორმა ჰკითხა, დღეს დაკარგა თუ არა საფულე მან. მაიკლმა ჯიბეები მოიქექა და მერე დამნაშავე სახით წარმოთქვა: "მართალს ბრძანებთ, საფულე არ მაქვს." დირექტორმა უპასუხა: "აი, ამ კეთილმა ადამიანმა იპოვა თქვენი საფულე." მოხუცი ჩემკენ მობრუნდა და მკითხა, თუ რითი შეეძლო ამ სიკეთის გადახდა.

"მე არაფერი მჭირდება, მაგრამ რაღაცაში უნდა გამოგიტყდეთ. ძალიან ვწუხვარ, მაგრამ თქვენი წერილის წაკითხვა მომიხდა, როგოღაც პატრონი ხომ უნდა მეპოვა?!" მოხუცის სახეზე ღიმილი გაქრა: "თქვენ ის წერილი წაიკითხეთ?" "არამხოლოდ წავიკითხე, არამედ თქვენი ჰენაც ვიცი სად არის."

მოხუცი გაფითრდა - "ჰენა? იცით სად არის? როგორ არის? გთხოვთ, მითხარით, სად არის, ძალიან მინდა მისი ნახვა!" მან ხელი ჩამჭიდა და მითხრა: "როცა ეს წერილი მივიღე, ჩემი ცხოვრება დასრულდა. მე დღემდე მხოლოდ ჩემი ჰენა მიყვარს, დღემდე არავინ შემირთავს ცოლად. გთხოვთ, მიმიყვანეთ მასთან."

და ჩვენ წავედით. ანა ისევ დასასვენებელ ოთახში იყო, რადგან იმ ვიზიტის შემდეგ 1 საათიც არ გასულა.
-"ჰენა" - რბილად დაუძახა დირექტორმა - "იცნობთ ამ მამაკაცს?" მაიკლი და მე უჩვეულო მოლოგინმა გაგვაქვავა შემოსასვლელში. მან მამაკაცს თვალი შეავლო, თუმცა სიტყვაც არ უთქვამს. "ჰენა, ეს მაიკლია - მაიკლ გოლდსტაინი, გახსოვთ იგი?" - "მაიკლ, მაიკლ, ეს - შენ ხარ!" მოხუცმა მაიკლმა ცრემლები ვერ შეიკავა, ხელები წამოწია და ჰენასკენ წავიდა.

ისინი ძლიერად ჩაეხუტნენ ერთმანეთს. ჩვენ მარტო დავტოვეთ წყვილი და დერეფანში გამოვედით.

მე ფილოსოფიურად წარმოვთქვი: "დიახ, ღვთიური საქმეები დიდი იდუმალებითაა მოცული!" დირექტორმა კი მიპასუხა: "თუ ეს უნდა მომხდარიყო, აუცილებლად მოხდებოდა. არ აქვს მნიშვნელობა როდის, მაგრამ მოხდა!"

3 კვირის შემდეგ მე ქორწილის მოსაწვევი მივიღე. წყვილს შესანიშნავი ქორწილი მოუწყვეს მოხუცთა სახლში. ყველა ზეიმობდა. მაიკი მუქ ლურჯ კოსტუმში ნამდვილი ჯენტლმენი იყო, ჰენა კი ხორცისფერ კაბაში შეუდარებლად გამოიყურებოდა.

ქორწილის შემდეგ მაიკი და ჰენა საკუთარ ოთახში დასახლდნენ. თუ ოდესმე გქონიათ სურვილი, გენახათ 76 წლის პატარძალი და 78 წლის სიძე, რომლებიც მოზარდებივით იქცევიან, ეს წყვილი აუცილებლად უნდა ინახულოთ. მათ მთელი ცხოვრება უყვარდათ ერთმანეთი და 60 წლის შემდეგ ნანატრი ქორწილიც გადაიხადეს."

მკითხველთა შთაბეჭდილებები