12 000 წლის მიწისქვეშა გვირაბები რეალურია - ისინი შოტლანდიიდან თურქეთამდე გრძელდება

Загрузка...

მთელ ევროპაშია განლაგებული მიწისქვეშა გვირაბები, რომლებიც შოტლანდიიდან იწყება და ხმელთაშუა ზღვამდე მივყავართ. ვერავინ უარყოფს, რომ ეს 12 000 წლის გვირაბები ნამდვილად წარმოუდგენლად გამოიყურება. OXOTV-ის რედაქცია წარმოგიდგენთ უძველესი მიწისქვეშა გვირაბების დანიშნულებას.

ექსპერტების აზრით, ეს იმდროინდელი მოსახლეობის ნადირებისგან თავდაცვისთვის საუკეთესო საშუალება იყო. ამასთან, ეს გვირაბები დღევანდელი მაგისტრალების ფუნქციით გამოიყენებოდა - უსაფრთხო გადაადგილება ამინდებისა და ბრძოლების მიუხედავად. ექსპერტების უმეტესობა ამ გვირაბებს "მიწისქვეშა მაგისტრალებს" უწოდებენ.

არსებობს კიდევ ერთი საინტერესო თეორია, რომ ეს გვირაბები ქვესკნელთან დასაკავშირებელი კარიბჭე იყო.

12 000 წლის მიწისქვეშა გვირაბები რეალურია - ისინი შოტლანდიიდან თურქეთამდე გრძელდება

დოქტორი ჰენრიხ კუში, გერმანელი არქეოლოგი, წლების განმავლობაში იკვლევდა ამ გვირაბებს და დაწერა წიგნი "ძველი სამყაროს მიწისქვეშა კარების საიდუმლო". მეცნიერი ამტკიცებს, რომ თუ ამ გვირაბებმა 12 000 წელს გაუძლო, ესეიგი ისინი უზარმაზარია!

12 000 წლის მიწისქვეშა გვირაბები რეალურია - ისინი შოტლანდიიდან თურქეთამდე გრძელდება

გასასვლელების უმეტესობა თხუნელას სოროზე ფართოა - დაახლოებით 70 სმ-ის სიგანის.

12 000 წლის მიწისქვეშა გვირაბები რეალურია - ისინი შოტლანდიიდან თურქეთამდე გრძელდება

ეს გასასვლელები გადის გვირაბებსა და ოთახებში. ამ უკანასკნელში კი საკმარისი ადგილია იმისთვის, რომ რამდენიმე ადამიანი დაეტიოს.

12 000 წლის მიწისქვეშა გვირაბები რეალურია - ისინი შოტლანდიიდან თურქეთამდე გრძელდება

თავის წიგნში, დოქტორი ჰენრიხი აღნიშნავს, რომ გვირაბში რამდენიმე სამლოცველოც კია. შესაძლოა, ისინი ქრისტიანობის გავრცელების ეპოქაში აეშენებინათ, რადგანაც მაშინ ქრისტიანებს სასტიკად დევნიდნენ, ეს კი კარგი გზა იყო რელიგიის გასავრცელებლად.

საინტერესოა ის ფაქტიც, რომ მსგავსი გვირაბები სხვა კონტინენტებზეც აღმოაჩინეს - ამერიკაში მსგავსი მიწისქვეშა გასასვლელები რამდენიმე ათას კმ-ზეა გადაჭიმული. უპირობოდ, ეს უდიდესი გამოცანაა, რომელიც აუცილებლად უნდა ამოიხსნას.

არსებობს რამდენიმე ძველისძველი ლეგენდა, რომლებიც "უდიდეს კატასტროფაზე" მეტყველებს ძველ დროში. შესაძლოა, ეს ისტორიები ამტკიცებდეს იმას, რომ პირველი ადამიანები სწორედ მიწისქვეშეთიდან ამოვიდნენ, სადაც უზარმაზარი დასახლება და ქალაქიც კი დაეტევა.

მკითხველთა შთაბეჭდილებები