სწორად გიჭირავთ ჭიქა ხელში? ეტიკეტის ელემენტარული წესები, ის რაც უნდა იცოდეთ!


სწორად გიჭირავთ ჭიქა ხელში? ეტიკეტის ელემენტარული წესები, ის რაც უნდა იცოდეთ! ეტიკეტი - ეს არის იმ წესების ერთობლიობა, რომელიც გვისაზღვრავს რისი გაკეთება შეიძლება და რისი არა ამა თუ იმ სიტუაციაში. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ ის მიღებული სოციალური ნორმებია. თანამედროვე საზოგადოებაში ზოგიერთი მათგანი ძველმოდურად აღიქმება, თუმცა ის ვინც ეტიკეტის წესებს იცავს, საზოგადოებაში ყოველთვის კარგ შთაბეჭდილებას ტოვებს. მისი ცოდნა საზეიმო საღამოებსა და მიღებებზე ძალიან გამოგადგებათ. OXOTV.COM - ის რედაქცია გთავაზობთ ეტიკეტის რამდენიმე მნიშვნელოვან წესს, რომელთა მეშვეობითაც თქვენს სოციალურ ურთიერთობებს ჰარმონიულს გახდით.


1. თუ თქვენ მიგიწვიეს ღირსშესანიშნავ საღამოზე , აუცილებლად დააზუსტეთ ის შეძლებთ თუ არა მისვლას.

2. თუ თქვენ მიიღეთ მოწვევა, გამოიჩინეთ პუნქტუალურობა - ნუ იყვით „ ცოტას დავაგვიანებ „ საღამოზე მიდით დროულად.

3. თუკი ვინმესთან სტუმრად მიდიხართ ან წვეულებაზე , თან იქონიეთ საჩუქარი. საუკეთესო ვარიანტია ღვინო და დესეტრი. თუკი პატარებიც არიან იქ სადაც მიდიხართ, მათთვისაც აარჩიეთ რაიმე.

4. მისალმება შესვლისას - ეს შეიძლება იყოს კოცნა, ჩახუტება, ხელის ჩამორთმევა ან პატივისცემის გამოხატვა.

5. მაგიდასთან მოქმედებს მარტივი წესი , მიირთვით იმ ტემპით რა ტემპითაც მიირთმევენ დანარჩენები.

6. არასასიამოვნო თემებზე საუბარს სჯობს მოერიდოთ. აგრეთვე ნუ აუწევთ ხმას ლაპარაკისას რათა საუბარი სასიამოვნო იყოს ყველა იქ მსხდომისთვის.

7. სადილის დროს ხელსახოცი დაიფინეთ მუხლებზე , ხოლო როდესაც კერძის მირთმევას დაასრულებთ მოათავსეთ ის თქვენი თეფშის მარცხენა მხარეს.

8. მობილური ტელეფონი - არაა სუფრის ნაწილი შესაბამისად მას მაგიდაზე არაფერი ესაქმება. უმჯობესია თუ სადილის დროს მას საერთოდ არ გამოიყენებთ.

9. თუ თქვენ ელოდებით სტუმრებს გაითვალისწინეთ მათი რაოდენობა რომ მაგიდა შესაფერისი იყოს. გადასაფარებელი კი სუფთა და ქათქათა.

10. ჭურჭელი - ერთი და იმავე კოლექციიდან უნდა იყოს. ჩანჯგლები და ჭურჭლის მთლიანი ატრიბუტიკა შეახამეთ ფერითა და ვიზუალით ერთმანეთთან.

სწორად გიჭირავთ ჭიქა ხელში? ეტიკეტის ელემენტარული წესები, ის რაც უნდა იცოდეთ!

11. თუკი სუფრაზე ორი კერძია და ორი სხვადასხვა ღვინო , საჭიროა ორივე ღვინოსთვის ცალცალკე ჭიქა, არ დაივიწყოთ წყლის ჭიქის დადებაც.

სწორად გიჭირავთ ჭიქა ხელში? ეტიკეტის ელემენტარული წესები, ის რაც უნდა იცოდეთ!

12. მოსულ სტუმრებს შემოსვლისთანავე მიესალმეთ და აჩვენეთ სად არის აბაზანა რათა შეძლონ თავის მოწესრიგება.

13. თუ სტუმრებს შორის არიან ისეთები ვინც ერთმანეთს არ იცნობენ , წარუდგინეთ მათ ისინი სრულად სახელი და გვარით.

14. მაგიდასთან ქალბატონებს ეკრძალებათ მაკიაჟის შესწორება, მამაკაცებს კი თმასა და წვერზე ხელის მოკიდება.

15. გადაუხადეთ მადლობა მასპინძელს, აგრეთვე მადლობა უთხარით საინტერესო საუბრისთვის იმ ადამიანებს ვისთან ერთადაც მოგიწიათ ურთერთობა.

დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ ეს წესები ყველა ადამიანს გამოადგება ურთიერთობისას. საინეტერესოა თქვენ კიდევ რომელ ეტიკეტის წესებს იყენებთ ცხოვრებაში?!

მკითხველთა შთაბეჭდილებები