ფსიქოლოგიური ტესტი ნახატებით - განსაზღვრეთ თქვენი სამეწარმეო ნიჭი

Загрузка...

შეძლებთ თუ არა, გახდეთ წარმატებული ხელმძღვანელი, წამოიწყოთ საკუთარი საქმე? გამოგივათ თუ არა საქმიანი მოლაპარაკებები წარმოება? ამერიკელი ფსიქოლოგების მიერ შედგენილი ფსიქოლოგიური ტესტი 97%-ის სიზუსტით განსაზღვრავს თქვენს საქმიან პოტენციალს.

OXOTV-ის რედაქცია წარმოგიდგენთ მარტივ ფსიქოლოგიურ ტესტს ნახატების გამოყენებით.

თვალი შეავლეთ ნახატებს, აირჩიეთ ერთ-ერთი მათგანი და გაიგეთ, წარმატებული იქნება თუ არა თქვენი ბიზნერ-საქმიანობა:

ფსიქოლოგიური ტესტის შედეგები:

1. თქვენ მარტოხელა ხართ. შეეჩვიეთ ცხოვრებას მხოლოდ საკუთარი ძალებით. გულწრფელად გჯერათ თქვენი წამოწყებების წარმატებისა და ცდილობთ საკუთარი იდეების ცხოვრებაში განხორციელებას. გაქვთ მიღებული ინფორმაციის სწრაფად გაანალიზების უნარი და არ უშინდებით სირთულეებს.
თუმცა, არ გაგაჩნიათ მოლაპარაკებებისთვის საკმარისი გამოცდილება. უბრალოდ გიჭირთ ადამიანებთან კონტაქტი. ბიზნესმენის ტესტი თქვენში შესანიშნავ მონაცემებს ხედავს საკუთარი საქმის წამოსაწყებად.
მთავარია, ისწავლოთ ადამიანებთან კონტაქტი და მიიღოთ დახმარება, მოუსმინოთ გარშემომყოფების რჩევებს.

2. თქვენ შეგიძლიათ მოვლენებს რამდენიმე ნაბიჯით გაუსწროთ და წინასწარ განსაზღვროთ, ამიტომაც, ბიზნეს-სფეროში თავს ისე გრძნობთ, როგორც "თევზი წყალში". კონტაქტისთვის ყოველთვის ისეთ ადამიანებს ირჩევთ, რომლებიც შემდგომში გამოგადგებათ.
არასდროს არაფერს აკეთებთ ისე, უბრალოდ. თითოეული ნაბიჯი გათვლილი და მოფიქრებული გაქვთ.
შეგიძლიათ ელვის სისწრაფით მიიღოთ სწორი გადაწყვეტილება. არ გაქვთ დაუფიქრებელი რისკისკენ მიდრეკილება. მუდმივად ეძებთ ახალ ინფორმაციასა და ფულის გამომუშავების სათადარიგო გზებს. ბიზნესი ნამდვილად თქვენი სტიქიაა.

3. ფსიქოლოგიური ტესტი ერთგვაროვნად მიუთითებს თქვენს მჭერმეტყველებაზე. თქვენ შეგიძლიათ საკუთარი პოზიცია ნებისმიერ ადამიანს დაუმტკიცოთ მაშინაც კი, თუ თქვენ მართალი არ ხართ. ადამიანებს, გაურკვეველი მიზეზების გამო, თქვენი სჯერათ.
თქვენ შეგიძლიათ ამით სარგებლობა და სარგებლის მიღება. შეგიძლიათ მარტივად შეელიოთ მორალურ პრინციპებს, თუ ეს კარგ მოგებას მოგიტანთ. ფული თქვენთვის პირველ ადგილზე დგას.
თუმცა, მისი სისხლის ფასად გამომუშავება ნამდვილად არ გსურთ. თქვენ ფიქრობთ ათას ერთ საშუალებას სწრაფად გასამდიდრებლად, მინიმალური ძალისხმევის გამოყენებით.
თუ თქვენს ნიჭს საჭირო კუთხით მოაბრუნებთ, მოიშორებთ სიზარმაცეს და მომენტალურად გამდიდრებისაკენ მისწრაფებას, ძალიან მალე წარმოუდგენელ სიმაღლეებს დაიპყრობთ ბიზნესის სფეროში.

მკითხველთა შთაბეჭდილებები