ჯანმრთელობის 13 პრობლემა, რომლებზეც ფრჩხილებზე არსებული "ნახევარმთვარეები" მიგვითითებს

Загрузка...

თუ ფრჩხილებს დააკვირდებით, დასაწყისში შეამჩნევთ ღია მონაკვეთებს. ეს "ნახევარმთვარე" - ლუნულაა. ლუნულების ფორმის, ზომისა და ფერის ცვლილებებს შეუძლია ჩვენი ორგანიზმის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მიგვითითოს.

OXOTV-ის რედაქცია წარმოგიდგენთ ჯანმრთელობის 13 პრობლემას, რომლებზეც ფრჩხილის ლუნულები მიგვითითებს.

ლუნულის ცვლილება ერთ თითზე
ჯანმრთელობის 13 პრობლემა, რომლებზეც ფრჩხილებზე არსებული "ნახევარმთვარეები" მიგვითითებს

  • ლუნულა ნეკაზე, როგორც წესი, ძლივს შესამჩნევი უნდა იყოს ან საერთოდ არ უნდა ჩანდეს. იგი დაკავშირებულია თირკმლების მუშაობასთან, წვრილ ნაწლავთან და გულთან. ლუნულის გადიდება, შესაძლოა, მომატებული სისხლის წნევის ნიშანი იყოს;
  • არათითი პასუხისმგებელია რეპროდუქციულ და ლიმფურ სისტემასთან. არათვალსაჩინო ლუნულა ნივთიერებათა ცვლის დარღვევის პრობლემებზე მიუთითებს;
  • შუა თითი დაკავშირებულია თავის ტვინისა და გულ-სისხლძარღვთა სისტემის მუშაობასთან. მასზე ლუნულის არარსებობა სისხლძარღვების პრობლემებსა და მაღალ წნევაზე მიუთითებს;
  • ლუნულა საჩვენებელ თითზე შეიძლება გაქრეს ან დაპატარავდეს ნაწლავების, კუჭქვეშა ჯირკვლის ან ყელ-ყურ-ცხვირის ფუნქციის დარღვევის გამო;
  • ლუნულა დიდ თითზე ასახავს ფილტვებისა და ელენთის მუშაობას. ის ყველაზე შესამჩნევია და მთლიანი ფრჩხილის სიგრძის 25%-ზე მეტს არ უნდა შეადგენდეს. შესაძლოა საგრძნობლად შეუმცირდეთ რეგულარულ მწეველებს ან გაიზარდოს არტერიალური წნევის მომატებისას.
ძალიან დიდი ლუნულები
ჯანმრთელობის 13 პრობლემა, რომლებზეც ფრჩხილებზე არსებული "ნახევარმთვარეები" მიგვითითებს

ლუნულები დიდად ითვლება, თუ ისინი ფრჩხილის მესამედს(ან მეტს) შეადგენს. ისინი მიგვანიშნებენ გულ-სისხლძარღვთა სისტემის პრობლემებზე, დაბალ არტერიულ წნევასა და გულის რიტმის შენელებაზე.
ხშირად, დიდი ლუნულები აღენიშნებათ სპორტსმენებს და იმ ადამიანებს, რომლებიც თაობების განმავლობაში მისდევდნენ ფიზიკურ აქტივობებს.

პატარა ლუნულები
ჯანმრთელობის 13 პრობლემა, რომლებზეც ფრჩხილებზე არსებული "ნახევარმთვარეები" მიგვითითებს

პატარა ლუნულები, რომლებიც ძლივს შეიმჩნევა ნუნებიდან, დაბალ არტერიულ წნევასა და სისხლის მიმოქცევის პრობლემებზე მეტყველებს. ეს შეიძლება სუსტი იმუნური სისტემის, ცუდი მეტაბოლიზმის ან ორგანიზმში ვიტამინ В12-ის ნაკლებობის ნიშანი იყოს.
თუ შესამჩნევია ლუნულებსა და დანარჩენ ფრჩხილს შორის მკვეთრი განივი ხაზი, მაშინ თქვენ შაქრის პრობლემები გაქვთ და რისკია შაქრიანი დიაბეტის გაჩენისა.

ლუნულების არარსებობა
ჯანმრთელობის 13 პრობლემა, რომლებზეც ფრჩხილებზე არსებული "ნახევარმთვარეები" მიგვითითებს

არ შეგეშინდეთ, თუ ბავშვის ფრჩხილებზე ლუნულები ვერ აღმოაჩინეთ - ხშირად, ბავშვებში იგი საერთოდ არ ჩანს და დროთა განმავლობაში ჩნდება. ზოგ ადამიანს კი ფრჩხილის განსხვავებული ფიზიოლოგიური აგებულების გამო არ აღენიშნება.
თუმცა, ლუნულის მკვეთრი გაქრობა უკავშირდება სისხლის ცირკულაციის პრობლემებს. კვლევებმა აჩვენა, რომ ლუნულების არარსებობა დაკავშირებულია ორგანიზმში რკინისა და В12 -ის ნაკლებობასთან, ფარისებრი ჯირკვლის პრობლემებთან.

ლუნულების ფერის შეცვლა
ჯანმრთელობის 13 პრობლემა, რომლებზეც ფრჩხილებზე არსებული "ნახევარმთვარეები" მიგვითითებს

  • ნაცრისფერი ლუნულები ძლიერ დაღლილობაზე, საჭმლის მონელების პრობლემებზე და ორგანიზმის მიერ ნივთიერებების ათვისების შესაძლო სირთულეებზე მიუთითებს;
  • თეთრი ფერი - ეს კარგი და ბუნებრივი ფერია. ლუნულა კანთან შედარებით რამდენიმე ტონით ღია უნდა იყოს;
  • იასამნისფერი - სისხლის მიმოქცევის პრობლემებსა და ორგანოებსა და ქსოვილებში ჟანგბადის ნაკლებობაზე მიუთითებს. შესაძლებელია თავის ტკივილებისა და თავბრუსხვევების ხშირი გაჩენა;
  • ვარდისფერი(წითელი) ლუნულები მიუთითებს დაბალ ფიზიკურ აქტივობასა და ფილტვების პრობლემებზე;
  • შავი ლუნულები ძალიან საშიში ნიშანია, რაც საკმაოდ იშვიათად გვხვდება. როგორც წესი, ეს მძიმე მეტალით მოწამლვის სიმპტომია.

მკითხველთა შთაბეჭდილებები