11 ჩვევა, რომლებიც ფარულად აზიანებს ჩვენს გარეგნობას

Загрузка...

დაფიქრდით, რამდენ მოქმედებას ვასრულებთ ყოველდღიურად ჩვეულებისამებრ და ავტომატურად. თუმცა, ზოგიერთი ასეთი ჩვევა, პირდაპირი გაგებით, აზიანებს ჩვენს გარეგნობასა და ჯანმრთელობას. ერთი შეხედვით, ისინი მავნედ სულაც არ გვეჩვენება, თუმცა, დროთა განმავლობაში მათი ზიანი გროვდება და ჩვენს გარეგნობაზე აისახება.

OXOTV-ის რედაქცია წარმოგიდგენთ 11 მავნე ჩვევას, რომლებიც აუცილებლად უნდა დაგმოთ.

  1. კომპიუტერთან ჯდომისას მუშტის შემოდება ნიკაპის ქვეშ
    11 ჩვევა, რომლებიც ფარულად აზიანებს ჩვენს გარეგნობას

    ალბათ ახლა მონიტორთან სწორედ ამ პოზაში ზიხართ, არა? ჩვენ დღის განმავლობაში ამ პოზას არაერთხელ ვირჩევთ და სახესაც ხშირად ვეხებით ხელებით. ხელით ღაბაბის დაჭერა დროთა განმავლობაში აზიანებს ენისქვეშა ძვალს, ირღვევა სისხლის მიმოქცევა. შედეგი - დიდი ღაბაბი, ქსოვილის დაზიანება.
    სახეზე ბინძური ხელების შეხება კანის პრობლემებს იწვევს, განსაკუთრებით კი მაშინ, თუ იგი აკნესა და გაღიზიანებისკენაა მიდრეკილი. არც შავი წერტილები ჩნდება უბრალოდ. ჰერპესიც, შემთხვევების 80%-ში ამ გზით ჩნდება.

  2. ფეხის ფეხზე გადადება
    11 ჩვევა, რომლებიც ფარულად აზიანებს ჩვენს გარეგნობას

    ეს პოზა არ არის რეკომენდებული მათთვის, ვინც ვარიკოზით იტანჯება ან მიდრეკილება აქვს ამ დაავადებისკენ. სისხლის მიმოქცევა ირღვევა და უსიამოვნებებიც ძალიან სწრაფად იჩენს თავს.
    სხვა დანარჩენს კი წელის ან სასქესო ორგანოების პრობლემებიც კი ექმნება. მიზეზი ხერხემლის ხანგრძლივად არასწორ მდგომარეობაში ყოფნაა.

  3. შხაპის შემდეგ სველი თმის დავარცხნა
    11 ჩვევა, რომლებიც ფარულად აზიანებს ჩვენს გარეგნობას

    შხაპის შემდეგ თმის დავარცხნა ერთ-ერთი ავტომატური ჩვევაა, რაც თმისთვის ძალიან მავნეა. საქმე ისაა, რომ სველი თმა მშრალთან შედარებით უფრო დაუცველია და დავარცხნა მათ აზიანებს. თმები მსხვრევადი ხდება. სილამაზის შესანარჩუნებლად, გაწურეთ თმა, არ გაიმშრალოთ პირსახოცით, აცადეთ ჰაერზე გაშრობა და დაიწყეთ დავარცხნა თმის ბოლოებიდან.

  4. სერიალების ყურება ზედმიწევნით
    11 ჩვევა, რომლებიც ფარულად აზიანებს ჩვენს გარეგნობას

    "კიდევ ერთი სერია და ნამდვილად დავიძინებ!" მეცნიერები უკვე დიდი ხანია საუბრობენ "ცისფერი სინათლის" მავნებლობაზე, რომელსაც ტელევიზორისა და ელექტრო-მოწყობილობების ეკრანები ასხივებს. იგი აღწევს კანის ღრმა შრეებში და ააქტიურებს თავისუფალ რადიკალებს. ისინი კი ასტიმულირებს იმ ფერმენტების გამოყოფას, რომლებიც კოლაგენს ანადგურებს.
    შედეგი - კანის ნაადრევი დაბერება, ჰიპერპიგმენტაცია. დერმატოლოგები სრული სერიოზულობით საუბრობენ სერიალების მოყვარულების კანის პრობლემებზე და გვირჩევენ უი-ფილტრიანი კრემების გამოყენებას, თუ მოწყობილობებთან დიდი დროის გატარება გიწევთ. სხვები კი ამტკიცებენ, რომ ცისფერი სინათლე სხვაგვარი სპექტრისაა და კრემები მასთან უძლურია.
    გამოსავალი, ჯერჯერობით, მხოლოდ ერთია - ელ-მოწყობილობებთან ურთიერთობის მინიმუმამდე დაყვანა.

  5. სმარტფონის გამოყენება ძილის წინ
    11 ჩვევა, რომლებიც ფარულად აზიანებს ჩვენს გარეგნობას

    იგივე ცისფერი სინათლე ხელს უშლის ჰორმონ მელატონინის გამოყოფას, შედეგი კი ძილის რეჟიმის დარღვევა და უძილობაა. ჩვენ შეიძლება ვერ შევამჩნიოთ, რომ ვერ გამოვიძინეთ, თუმცა ორგანიზმს შეუძლია, დამიჯერეთ! "მსუბუქ" კოსმეტიკურ პრობლემებთან ერთად შეგვექმნება იმუნური და ენდოკრინული სისტემის პრობლემებიც.
    ვამოწმებთ ნებისყოფას - ვიშორებთ სმარტფონს დაძინებამდე 1 საათით ადრე.

  6. მზისგან დამცავი კრემის გამოყენება მხოლოდ სახეზე
    11 ჩვევა, რომლებიც ფარულად აზიანებს ჩვენს გარეგნობას

    ლამაზმანებმა გაითავისეს, რომ კანი უნდა დავიცვათ მზისგან ქალაქის პირობებშიც. თუმცა, სახის კრემის წასმა მხოლოდ სახეზე კი არა, დეკოლტესა და ხელებზეცაა საჭირო. რაც უფრო ვიზრდებით, მით უფრო დიდი შანსია მზის აქტივობისგან პიგმენტაციების გაჩენისა.
    და, რა თქმა უნდა, უნდა გახსოვდეთ დეკოლტე და ხელები დატენიანებისა და მოვლის დროსაც.

  7. წარბების კორექტირება და მაშინვე მაკიაჟის დატანება
    11 ჩვევა, რომლებიც ფარულად აზიანებს ჩვენს გარეგნობას

    პინცეტის ყოველი მოძრაობა - მიკროტრავმა და ღია კარია ინფექციისათვის. ეს უნდა გახსოვდეთ და არ უნდა დაიტანოთ მაკიაჟი წარბების კორექტირებისთანავე.
    იდეალური იქნება სახის გაწმენდა მსუბუქი სადეზინფექციო საშუალებით. აქედან კიდევ ერთი სასურველი ქმედება გამომდინარეობს: მაკიაჟის ფუნჯები ყოველი გამოყენების შემდეგ უნდა გარეცხოთ. ინფექციის გავრცელების რისკი ბინძური პინცეტიდანაც მომდინარეობს. პერიოდულად მასაც უნდა ჩაუტაროთ დეზინფექცია.

  8. სახის ცხიმის პუდრით დაფარვა
    11 ჩვევა, რომლებიც ფარულად აზიანებს ჩვენს გარეგნობას

    Т-ზონა ელვარებს? გავპუდროთ! ნუ მოიქცევით ასე, თუ, რა თქმა უნდა, არ გსურთ ფორების ჩაკეტვა და აკნეს გაჩენა.
    პირველ რიგში, სახის ცხიმი სველი ხელსახოცით უნდა მოიწმინდოთ, შემდეგ კი პუდრი გამოიყენოთ. თუ პუდრის ხელახლა დატანებამდე არ გავიწმენდთ სახეს, მთელი სიბინძურე და ცხიმი მის ქვეშ დარჩება. კანს ეს კარგს არაფერს მოუტანს გარდა გაღიზიანების, გამონაყარისა და ჩაკეტილი ფორებისა.

  9. სკრაბების გამოყენება
    11 ჩვევა, რომლებიც ფარულად აზიანებს ჩვენს გარეგნობას

    საყვარელ არომატულ სკრაბებს კოსმეტოლოგები არ უჩივიან, თუმცა ამქერცლავი საშუალებების ხშირი გამოყენება იწვევს კანიდან დიდი რაოდენობით ცხიმის გამოყენებას, ამასთან კი კანი გაუწყლოებული რჩება.
    კარგი გადაწყვეტილება იქნება სკრაბების შეცვლა რძეზე ან გლიკოლის მჟავაზე დამზადებული პილინგებით.

  10. რეზინის ღეჭვა
    11 ჩვევა, რომლებიც ფარულად აზიანებს ჩვენს გარეგნობას

    ცუდი ამბებია საღეჭი რეზინის მოყვარულთათვის - ყბა ყოველ ჯერზე ახალ-ახალ ფორმებს იღებს და, დროთა განმავლობაში, შესაძლოა ნიკაპის ფორმა შეიცვალოს, პირთან კი უზარმაზარი ნაოჭები გაჩნდეს, რომელთა გამოსწორებაც ძალიან გაგიჭირდებათ.
    ამაზე ცნობილი დერმატოლოგი, ჯოელ შლესინგერი საუბრობს და გვთავაზობს სუნთქვის განახლების სხვა საშუალებების გამოყენებას.

  11. ცხელი შხაპის ან აბაზანის მიღება
    11 ჩვევა, რომლებიც ფარულად აზიანებს ჩვენს გარეგნობას
ძალიან ცხელი შხაპი ან აბაზანა ბევრისთვის საუკეთესო მოსადუნებელი საშუალებაა. თუმცა, კანისთვის ასეთი რეგულარული აბაზანები კარგი სულაც არ არის. იგი კანზე მზისგან მიღებული დამწვრობის მსგავსად მოქმედებს და არღვევს ბუნებრივ ბალანსს. აქედან მოდის გაღიზიანება, სიმშრალე, ინფექციები და ქავილი.
დერმატოლოგები წყალში ყოფნის დროისა და წყლის ტემპერატურის შემცირებას გვირჩევენ. ნუ გამოიყენებთ შხაპის შემდეგ ჭარბი რაოდენობით დამატენიანებელ საშუალებებს.

მკითხველთა შთაბეჭდილებები