ბიზნესში წარმატებული ზოდიაქოს ნიშნების რეიტინგი

Загрузка...

ბევრს სურს საკუტარი საქმის წამოწყება, რათა თავი დააღწიოს უფროსის ბრძანებებს, თუმცა ყველას არ გააჩნია საქმიანი და კომერციული სულისკვეთება. OXOTV-ის რედაქცია წარმოგიდგენთ ზოდიაქოს 5 ნიშანს, რომლებიც ბიზნესში წარმატებას აუცილებლად მიაღწევენ.

  1. კურო
    მას წილად ხვდა ფულისა და შრომისმოყვარეობა. იგი მატერიალისტია, ამიტომაც ფინანსური უზრუნველყოფა მისთვის პირველ ადგილზეა და თავს არ დაიზოგავს იმპერიის შესაქმნელად. ასტროლოგიაში ეს სიმდიდრის ზოდიაქოა და მისი შეუპოვრობისა მილიარდერებსაც კი შურთ. არ ნებდება არც პირველ და არც მეასე წინაღობასთან. პერსპექტივისთვის ბევრ მუშაობასაა შეჩვეული.
    მოუხდებათ ლანდშაფტური დიზაინის ან ინტერიერის სფერო, საყვარელი პროფესიები, რომლებიც ავეჯთან ან უძრავ ქონებასთანაა დაკავშირებული. ამას გარდა, გადამწყვეტი არჩევანი იქნება ის, რაც შეეხება სილამაზეს(სალონი, დალაქი, მასაჟის კაბინეტი). კურო გემრიელად ჭამის მოყვარულია, ამიტომ არ იქნება ურიგო სარესტორნო ბიზნესიც.

  2. მორიელი
    იგი ნებისყოფისა და შეუპოვრობის წყაროა. თუ გადაწყვიტა თავისი საქმის წამოწყება, ჩაფიქრებულ აზრს არ გადააბიჯებს. არ გარისკავს და დაუფიქრებლად არ ჩაეშვება ბიზნესში. ჯერ შეაფასებს სიტუაციას, დააკვირდება ყველა ქვას წყლის ქვეშ, გამოიკვლევს საკითხს, კონკურენტების ძლიერ და სუსტ მხარეებს შეაფასებს. და მხოლოდ ამის შემდეგ ჩაებმება ბრძოლაში. თავის სამსახურს იღებს, როგორც ბრძოლის არენას და ამაში იგი ოსტატია.
    ყველაზე მომგებიანი სფეროებია: ფინანსები, ინდუსტრია ან მომსახურეობის გაწევა. გაამახვილეთ ყურადღება საავტომობილო ინდუსტრიაზე, ელექტრონიკის გაყიდვაზე ან კურსებსა და ტრენინგებზე.

  3. ვერძი
    იგი ბიზნესმენობისთვისაა დაბადებული. მას ყოველთვის უნდა უფროსობა. ნებისმიერი იდეა უნთებს გულს და აიძულებს წინსვლას. უპირატესობას ანიჭებს ძალის მაქსიმუმის დასაწყისშივე გამოვლენას, რათა უმოკლეს ვადებში მიაღწიოს მიზანს. თუ პირველი შემოსავლები არასაკმარისი იქნება ან საქმე ნელა წარიმართება, მას იმედი გაუცრუვდება. აუცილებელია, იყოთ მომთმენი და გჯეროდეთ წარმატების.
    ვერძს დიდი არჩევანი აქვს, რადგან იგი მიზანმიმართული და ენერგიულია. მოუხდება ყველაფერი, რაც უკავშირდება სპორტს, მანქანებს, ნებისმიერ მექანიზმს, მშენებლობას ან ბაღებს.

  4. ქალწული
    ქალწულში თავმოყრილია შრომისმოყვარეობა, პრაქტიკულობა და ფულის სიყვარული. იგი გულმოდგინედ შეისწავლის შერჩეულ სფეროს, გადახედავს შესაძლო ხარჯებსა და სარგებელს, მუდმივად შეამოწმებს ბიუჯეტს და თვალყურს ადევნებს ხარჯებს. საქმეებში პასუხისმგებლიანი და ფრთხილია. საინტერესოა, რომ მდიდარი ადამიანების უმრავლესობა სწორედ ქალწულია.
    გამოადგება მომსახურების სფერო ან რამე პატარა საწარმო. ქალწული ჭკვიანი ვაჭარი და ინტერნეტ-მეწარმეც დადგება. მისი ნიჭის გამოყენება ჯანმრთელობის აღდგენის სფეროშიცაა შესაძლებელი(კურორტები, სპა-სალონები, ფიტნეს-ცენტრები).

  5. თხის რქა
    ამბიციურობა და დისციპლინა მას ნებისმიერი სახის წინაღობის გადალახვაში დაეხმარება. მას არ გამოუვა საქმის წამოწყება, თუმცა არსებულს ნამდვილად გააუმჯობესებს. იგი მწვერვალებს მაღალი პროდუქტიულობისა და შრომისმოყვარეიბის წყალობით აღწევს. წარმატება ციდან არ ვარდება და ყველასთან მცირე ულუფებად მიდის. თხისრქას არ უყვარს აჩქარება, რადგანაც ცდილობს მყარი საფუძველი შექმნას საქმისთვის.
    მას გამოსდის ყველაფერი, რაც ფინანსებს ეხება. ეს შეიძლება იყოს საბუღალტრო ფირმა, რეალტორული ან სადაზღვეო ფირმა, სამშენებლო კომპანია, რემონტი ან სხვადასხვა ღონისძიების ორგანიზება.

მკითხველთა შთაბეჭდილებები

მოიწონეთ ჩვენი გვერდი: