გეომეტრიული ტესტი: იპოვეთ თქვენი ფიგურა

Загрузка...

ფსიქოგეომეტრიის დამსახურებით, შეგვიძლია გავიგოთ გეომეტრიული ფიგურისა და ადამიანის პიროვნებას შორის კავშირი. OXOTV-ის რედაქცია გთავაზობთ გეომეტრიული ტესტის გავლას, რომელიც თქვენი პიროვნების გაშიფრვაში დაგეხმარებათ. ფსიქოლოგების აზრით, ტესტის სიზუსტე 96%-ია.

აირჩიეთ თქვენთვის ყველაზე საინტერესო ფიგურა, ის, რომელიც გიზიდავთ, ჩვენ კი გეტყვით, თუ რას აღნიშნავს იგი.

კვადრატი
ადამიანები, რომლებიც ამ ფიგურას ირჩევენ, შრომისმოყვარეებად ითვლებიან. მათ წარმოუდგენელი შრომის უნარი გააჩნიათ და საყვარელ საქმეს დღესა და ღამეს უძღვნიან.
ჩვეულებრივ, კვადრატს ცალკეული ცოდნის მქონე ადამიანები ირჩევენ, რომლებიც მას მთელი ცხოვრების მანძილზე აუმჯობესებენ. გააჩნიათ კონსერვატიული შეხედულებები და რთულად ეგუებიან სიახლეებს. ყოველთვის ასრულებენ იმას, რისი პირობაც დადეს და არ აბიჯებენ თავიანთ პრინციპებს.

  • სამკუთხედი
    დიდი ძალაუფლების მქონე ადამიანები არიან. მიეჩვივნენ, რომ მათ აზრს უნდა დაემორჩილონ. ფსიქოგეომეტრიული ტესტი მიანიშნებს, რომ მათ დიდება და ლიდერობის აღიარება მოსწონთ სხვებისგან. ვერ იტანენ, როცა სხვა მათ აზრს უარყოფს. ბუნებისგან მინიჭებული მჭერმეტყველების წყალობით, მათ ხალხის გადაბირება ქვეყნის დასალიერშიც კი შეუძლიათ. საკუთარი ღირსების გრძნობა მათთვის პირველ ადგილზეა. სამკუთხედებს გამჭრიახი გონება და წარმოუდგენელი შემოქმედებითი უნარი აქვთ, შეუძლიათ ნებისმიერი სიტუაციის მათ სასარგებლოდ შემოტრიალება.

  • წრე
    ადამიანები, რომლებიც წრეს ირჩევენ, ცდილობენ გარშემომყოფების შეთანხმებას. მათ თანაგრძნობის ზებუნებრივი უნარი აქვთ და არ შეუძლიათ ადამიანისთვის გასაჭირში გვერდის ავლა. მათი ამ თვისების წყალობით კი ამ ადამიანებს ხშირად იყენებენ მზაკვრული იდეების განსახორციელებლად.
    წრეს უარის თქმა მათი ინტერესების შელახვის ფასადაც კი არ შეუძლიათ. ისინი ყველაზე გულწრფელი და ერთგული ადამიანები არიან და ცდილობენ, მცირე წვლილი შეიტანონ მსოფლიოს გაკეთილშობილებაში.

  • ჯვარედინი
    ტესტი აჩვენებს, რომ ამ ადამიანებს წარმოუდგენელი შემოქმედებითი ნიჭი აქვთ. ყოველთვის მიისწრაფიან შეუცნობლისაკენ და ცდილობენ იარონ იმ გზით, რომელზეც ჯერ არავის გაუვლია.
    ისინი ენერგიულები არიან და არ უყვართ ერთ ადგილზე გაჩერება. მათ მუდმივად სჭირდებათ ახალი იდეები და შთაბეჭდილებები. შეჩვეული არიან სამყაროსგან ყველაფრის და უფრო მეტის მიღებასაც კი.

  • მკითხველთა შთაბეჭდილებები