ახალგაზრდა წყვილმა შესანიშნავი რამ მოიფიქრეს ერთმანეთისთვის ქორწინების მისალოცად

Загрузка...

გრძნობების გამოსახატავად ურიცხვი საშუალება არსებობს, ამ ახალგაზრდა წყვილმა კი სიყვარულის დასამტკიცებლად წარმოუდგენელი რამ გააკეთეს. კანადელმა ახალგაზრდებმა, ქრის ბრაიანმა და ეშლი ბლინკჰორნმა გადაწყვიტეს მოეწყოთ შესანიშნავი გადაღება ქორწილის დღის დაუვიწყარად გადაქცევისათვის. ეშლის მშობლების ფერმა პიტერბოროში იდეალური ადგილი იყო ამ იდეის განსახორციელებლად.

OXOTV-ს რედაქცია წარმოგიდგენთ შესანიშნავი წყვილის დაუვიწყარ დღეს.

ახალგაზრდა წყვილმა შესანიშნავი რამ მოიფიქრეს ერთმანეთისთვის ქორწინების მისალოცად

წარმოიდგინეთ, როგორ გაოცდებოდნენ მოწვეული სტუმრები, როცა მათ ფლეშმობში მონაწილეობა სთხოვეს. მათი როლი უზარმაზარი და ულამაზესი გულის შემოსაზღვრა იყო, ხოლო ფოტოგრაფ მაკ ევიდენს ეს ყველაფერი დრონით უნდა დაეფიქსირებინა.

ყველაფერი დეტალებში იყო გათვლილი: გულის პერიმეტრი, ადამიანების რაოდენობა იდეის რეალიზებისთვის. იმისათვის, რომ სტუმრებს თავიანთი ადგილები მარტივად ეპოვათ, ბალახზე გული იყო მოხაზული, თანაც ისე, რომ ჰაერიდან ეს საერთოდ შეუმჩნეველი იყო.

ახალგაზრდა წყვილმა შესანიშნავი რამ მოიფიქრეს ერთმანეთისთვის ქორწინების მისალოცად

მაკი ყვება, რომ ყველაფერი, ფოტოების ჩათვლით, ბოლო 15-30 წუთში დაიგეგმა. მცირე შელამაზებების შემდეგ, ყველა სტუმარმა თავისი ადგილი დაიკავა, გადაღებას კი სულ 20 წუთი დასჭირდა.

კადრებზე აღბეჭდილია ფერმისა და მინდვრის ხედი. კამერამ დაიჭირა ის მომენტიც, როცა 150 ადამიანისგან გულის ფორმა გამოიკვეთა, რომელიც ამ წყვილის დაუსრულებელ სიყვარულს აღნიშნავს.

ახალგაზრდა წყვილმა შესანიშნავი რამ მოიფიქრეს ერთმანეთისთვის ქორწინების მისალოცად

ურთიერთობას, ისევე, როგორც ფოტოების გადაღებას, ბევრი ვარჯიში და მცდელობა სჭირდება. ჩვენ ახალდაქორწინებულ წყვილს უსაზღვრო ბედნიერებას ვუსურვებთ!

მკითხველთა შთაბეჭდილებები