ახალი ტრენდი მაკიაჟში: ისრები უკუღმა
მოდის სამყაროში ახალი ტრენდები ყოველდღიურად ჩნდება. ჩვენს არსენალში უკვე მილიონობით ვარცხნილობა, ჩრდილი და ტიპაჟი, ფეხსაცმლისა და ტანსაცმლის მთელი კოლექციებია. როცა საუბარი მაკიაჟზეა, ჩვენს სამსახურშია ავტორუჯი, კორექტირება და სხვა უამრავი ეშმაკობა. ახლა კი გაჩნდა კიდევ ერთი ახალი ტრენდი, რომელიც მაკიაჟზე თქვენს წარმოდგენებს თავდაყირა დააყენებს.
OXOTV-ის რედაქცია წარმოგიდგენთ მაკიაჟის ახალ ტრენდს - უკუღმა ისრებს.
ისრები - ეს ის დეტალია, რომელიც აბსოლუტურად ყველას უხდება(მთავარია მათი გაკეთება იცოდეთ). ამ მიზეზით, ბევრი ცდილობს ამ დეტალის გაკეთების ყველა მეთოდის გადახედვასა და გამოცდას. ახალ მოდაში არაფერია რთული და თუ გსურთ, რომ მას მიჰყვეთ - ამას უკვე ათასობით ქალბატონი აკეთებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით - უბრალოდ გაიკეთეთ ისრები თვალის გარე მხრის ნაცვლად შიდა კუთხეში.

ყველაფერი დანარჩენი ჩვეული სახით გააკეთეთ. იმისათვის, რომ ახალი ტრენდისთვის შთაგაგონოთ, წარმოგიდგენთ ამ სტილის საუკეთესო მაგალითებს.





თქვენ რას ფიქრობთ ახალ ტრენდზე? იგი ჩვენთან მუდმივად დარჩება, თუ დროთა განმავლობაში ისევე გაქრება, როგორც ბევრი სხვა ტრენდი?
მკითხველთა შთაბეჭდილებები