10 ყველაზე ძვირადღირებული სუნამო ქალბატონებისთვის


დღეს რთულია ისეთი ქალის პოვნა, რომელიც სუნამოს არ იყენებს. სუნამო ჩვენ გარეგნობის სრულყოფაში გვეხმარება. ისინი, ასევე, ყურადღების მისაპყრობადაც გამოიყურება, განსაკუთრებით კი ხალხმრავალ ადგილებში. სუნამოს საბოლოო ფასზე რამდენიმე ფაქტორი მოქმედებს: ფლაკონის ფასი, მასში შემავალი ინგრედიენტების იშვიათობა, შეზღუდული ტირაჟი.

OXOTV-ის რედაქცია ამ მასალაში მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებულ სუნამოებს წარმოგიდგენთ.

10. “24 Faubourg”-ი Hermes-ისგან ($1 500)
10 ყველაზე ძვირადღირებული სუნამო ქალბატონებისთვის

1995 წელს პარფიუმერებმა ბერნარდ ბურჟუამ და მორის რუსელმა შექმნეს “Hermes International”-ის მკვეთრი ყვავილოვან-აღმოსავლური არომატი სპეციალურად ფრანგული მოდის სახლისათვის. არომატულ სითხეს ძვირადღირებულ ბროლის ფლაკონში ასხამდნენ, რომელიც მაშინვე იყიდებოდა. დღეს ამ სუნამოს შეძენა მხოლოდ ხელზეა შესაძლებელი.

9. “Joy” Jean Patou-სგან ($2 000)
10 ყველაზე ძვირადღირებული სუნამო ქალბატონებისთვის

ეს სუნამო პირველად 1936 წელს გამოვიდა. რატომ ღირს ის ასე ძვირი? ერთი ფლაკონის საწარმოებლად საჭიროა ჟასმინის 10 000 და თეთრი ვარდის 335 ყვავილი!

8. “Notorious”-ი Ralph Lauren-ისგან ($3 540)
10 ყველაზე ძვირადღირებული სუნამო ქალბატონებისთვის

ეს სუნამო შეიცავს ვარდისფერ წიწაკას, შავ მოცხარს, შოკოლადისფერ კოსმეს(Cosmos atrosanguineus), ბერგამოტს, ვანილს, ტყის ყაყაჩოს, მიხაკს, ზამბახის ფესვს, პაჩულისა და მუშკს. ეს აღმოსავლური ნარევი ძალიან იშვიათი და ნამდვილად ძვირადღირებულია შემადგენლობის მიხედვით.

7. “Coco Mademoiselle” -ი Chanel-ისგან ($4 200)
10 ყველაზე ძვირადღირებული სუნამო ქალბატონებისთვის

სუნამოს რომელი სია შეიძლება ჩამოვწეროთ Chanel-ის გარეშე?! "კოკო მადმუაზელი" კოლექციიდან Chanel Les Grand Extraits აღიწერება, როგორც ხნიერი, მძიმე ყვავილოვანი სურნელი. გამოშვების მომენტში სუნამოს ფლაკონი $4 200 ღირდა.

6. “Les Larmes Sacrees de Thebes”-ი Baccarat-ისგან ($6 000)
10 ყველაზე ძვირადღირებული სუნამო ქალბატონებისთვის

ამ სუნამოს დასახელება, რომელიც ძვირადღირებული ბროლის მწარმოებლის სახელის, ბაკარასგან მოდის, ითარგმნება, როგორც "თებეს წმინდა ცრემლები". ღირებულების დიდი ნაწილი თვითონ ფლაკონზე მოდის. იგი ხელითაა დამზადებული და იკეტება ამეთვისტოს კრისტალით.

5. “Poivre”- Caron-ისგან ($8 975)
10 ყველაზე ძვირადღირებული სუნამო ქალბატონებისთვის

“Poivre” ფრანგულიდან ითარგმნება, როგორც "წიწაკა". ეს უნისქეს-პარფიუმი 1954 წელს კარონის მიერ შეიქმნა და იმდროისთვის 1 000 დოლარი ღირდა. ინფლაციის გათვალისწინებით, ერთი ფლაკონის ღირებულება ახლა $8 975-ია.

4. “Royal Arms Diamond Edition Perfume”-ი Floris-ისგან ($23 000)
10 ყველაზე ძვირადღირებული სუნამო ქალბატონებისთვის

დედოფალ ელიზაბეტ II-ის ტახტზე ასვლის ბრილიანტის იუბილეს აღსანიშნავად, ლონდონის უძველესმა პარფიუმერულმა სახლმა Floris-მა გამოუშვა 6 ფლაკონი Royal Arms Diamond Edition Perfume-ი. ეს ორიგინალური არომატი ჯერ კიდევ გასული საუკუნის დასაწყისში შეიქმნა. ფასი მაღალია, ვინაიდან თითოეულ ფლაკონს თან ახლავს ოქროს ყელსაბამი ბრილიანტის კულონით.

3. “Idylle Baccarat”-ი Guerlain0ისგან ($40 000)
10 ყველაზე ძვირადღირებული სუნამო ქალბატონებისთვის

Idylle-ის ფლაკონის Lux Edition-ი დამზადებულია ბაკარას ბროლისგან ცრემლის ფორმით. თვითონ არომატი მოიცავს მთელ თაიგულს ყაყაჩოს, ლილიებისა და ვარდის სურნელებისა.

2. “Imperial Majesty” Clive Christian-ისგან ($215 000)
10 ყველაზე ძვირადღირებული სუნამო ქალბატონებისთვის

Clive Christian - ინგლისური მდიდრული პარფიუმერული სახლია, რომელიც თავისი მაღალი ფასებით, უჩვეულო ფლაკონებითა და იშვიათი არომატებით გამოირჩევა. თუმცა სუნამომ “Imperial Majesty” ყველა მოლოდინს გადააჭარბა!

1. “Golden Delicious Million Dollar”-ი DKNY-ისგან ($1 000 000)
10 ყველაზე ძვირადღირებული სუნამო ქალბატონებისთვის

იმისათვის, რომ ეს სუნამო შეექმნათ, DKNY-მ თანამშრომლობა დაიწყო ცნობილ იუველირ მარტინ კაცთან. ძვირადღირებულ ფლაკონს ამშვენებს 200 ყვითელი საფირი, 2000-ზე მეტი თეთრი და ვარდისფერი ბრილიანტი, 7-კარატიანი ოვალური საფირი, ფირუზი და 3-კარატიანი ლალი. სხვათაშორის, ამ სუნამოს გაყიდვიდან მიღებული მთელი მოგება საქველმოქმედო მიზნებს მოხმარდა. მისი შეძენა დღესაც შეიძლება, ოღონდ ჩვეულებრივ ფლაკონში(ბუნებრივია, გაცილებით იაფად). კომპოზიციის შემადგენლობაში შედის: წითელი ვაშლი, ფორთოხალი, ქლიავი, მინდვრის შროშანი, ვარდი, ორქიდეა, თეთრი შროშანი, სანდალი და მუშკი.

საყვარელი არომატი წარმოუდგენელ გავლენას ახდენს ჩვენს განწყობაზე, ემოციებსა და მეხსიერებაზე. თქვენ რომელ სუნამოს იყენებთ?

მკითხველთა შთაბეჭდილებები