რატომაა კლასიკური ჯინსები მხოლოდ ცისფერი ფერის?

Загрузка...

მოდით, ჩავატაროთ ექსპერიმენტი: დახუჭეთ თვალები და წარმოიდგინეთ ჯინსები. რა ფერისაა იგი? 99.9%-ით დარწმუნებული ვართ, რომ ცისფერია. და არცაა საჭირო იყო ექსტრასენსი: უბრალოდ ეს ყველაზე პოპულარული და კლასიკური ფერია დენიმისა. თუმცა, რატომ? ეს საინტერესო ისტორიაა, რომელსაც OXOTV-ის რედაქცია დღევანდელ მასალაში გიამბობთ.

რატომაა კლასიკური ჯინსები მხოლოდ ცისფერი ფერის?

თუ სამყაროში მოიძებნება ისეთი ტანსაცმელი, რომელსაც ყველა ატარებს, ეს ჯინსებია. ბავშვები და ზრდასრულები, მდიდრები და ღარიბები - ჯინსები ყველას გემოვნებას აკმაყოფილებს. ჯინსების პოპულარობის მიზეზი ცხადზე უცხადესია - კომფორტი და უნივერსალურობა. თუმცა, რითი აიხსნება მისი ცისფერი ფერი? შავი ხომ უფრო ლოგიკური იქნებოდა.

რატომაა კლასიკური ჯინსები მხოლოდ ცისფერი ფერის?

დასაწყისისთვის, უნდა აღინიშნოს, რომ ჯინსი უფრო ძველია, ვიდრე გვგონია. "ჯინსისმაგვარი" ქსოვილის შესახებ პირველად ნახსენებია XIV საუკუნის წყაროებში. მას საკმაოდ ხშირად იყენებდნენ აფრების შესაკერავად. XVII საუკუნეში კი "გენუის" სახელწოდების(სწორედ აქედან მომდინარეობს სახელწოდება, გზად მცირე ცვლილებების დამატებით) ქსოვილს თითქმის ყველაფერში იყენებდნენ, ამუშავებდნენ ფრანგულ ქალაქ ნიმში და გზავნიდნენ სამხრეთ ევორპაში. გამძლე მასალისგან დამზადებული შარვლები ყველაზე მეტად მეზღვაურებს მოეწონათ, თუმცა დიდი პოპულარობით ჯინსი მანამდე ვერ სარგებლობდა, სანამ ამ მატერიალის შესახებ ამერიკელმა მეწარმემ, ლევი სტრაუსმა არ გაიგო.

რატომაა კლასიკური ჯინსები მხოლოდ ცისფერი ფერის?

XIX საუკუნის მიწურულს, სტრაუსმა დააპატენტა "უნივერსალური ტანსაცმელი მუშებისთვის" - მოსახერხებელი კომბინიზონი დიდი ჯიბეებით ინსტრუმენტებისა და მონეტების ჩასალაგებლად. "ოქროს ციებცხელების" პიკში სიახლე ცხელი ღვეზელებივით დაიტაცეს. საინტერესოა, რომ მოდელი ორ ფერში - ყავისფერ და ცისფერ ელფერებში გამოდიოდა. აი ყავისფერი ნამდვილად არ იყო პოპულარული, ამიტომაც შეწყდა მისი წარმოება, ცისფერი ჯინსი კი სტრაუსის ნამდვილ ემბლემად იქცა და მალე მისი გამოშვება ჩვეულებრივი შარვლების სახითაც დაიწყეს. წარმატების საიდუმლო სწორედ ეს ფერი იყო.

რატომაა კლასიკური ჯინსები მხოლოდ ცისფერი ფერის?

საქმე ისაა, რომ თავიდან ჯინსის ცისფერი ფერი იაფი საღებავის გამო შეირჩა. მუქი-ცისფერი ინდოლი მაშინ "კაპიკები" ღირდა. უბრალოდ მას შეღებვის განსაკუთრებული მეთოდი სჭირდებოდა: საღებავის ზემოქმედებას მხოლოდ განივი ძაფები განიცდიდნენ. ამასთან, ჯინსებს მოულოდნელი, თუმცა სასიამოვნო გვერდითი მოვლენა მოჰყვა - ყოველი გარეცხვის შემდეგ საღებავი ნელ-ნელა ეცლებოდა, ქსოვილი კი რბილდებოდა.

რატომაა კლასიკური ჯინსები მხოლოდ ცისფერი ფერის?

შედეგად, გარეცხილი ცისფერი ჯინსები უფრო კომფორტულად ჯდებოდა ტანზე და თითქოს ფიგურასაც უფრო გამხდარსა და სწორს აჩენდა მაშინ, როცა მფლობელები იმ ყავისფერი ჯინსებისა, რომლებიც წარმოებიდან ამოიღეს, ამბობდნენ, რომ იგი "ბრეზენტივით შეიგრძნობოდა კანზე". ბუნებრივია, მომხმარებლები იმ მოდელს ირჩევდნენ, რომელიც უფრო კომფორტული იყო.

რატომაა კლასიკური ჯინსები მხოლოდ ცისფერი ფერის?

აი, ასე დაიპყრო ცისფერმა ჯინსებმა მსოფლიო. მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე ტექნოლოგიები აძლევს წარმოებას საშუალებას, შეღებონ ჯინსი ნებისმიერ ფერში ისე, რომ კომფორტულობა არ დაკარგოს, "blue jeans"-ი ნამდვილ კლასიკად იქცა. ყოველთვის და ყველგან თავსებადი!

მკითხველთა შთაბეჭდილებები

მოიწონეთ ჩვენი გვერდი: