10 რჩევა იმისთვის, რომ თქვენი კანი მაკიაჟის გარეშეც იდეალურად გამოიყურებოდეს

Загрузка...

ყველა ქალი მაკიაჟს ისე უნდა უყურებდეს, როგორც საშუალებას, რომელიც ჩვენს სილამაზეს გამოკვეთს. თუმცა, არ არსებობს იმაზე უფრო ლამაზი ქალი, რომელიც თავდაჯერებული და თამამია მაკიაჟის გარეშეც. OXOTV-ის რედაქცია გთავაზობთ რამდენიმე რჩევას იმისათვის, რომ თქვენმა კანმა იბრწყინოს!

  1. მედიტაცია და იოგა
    დახუჭეთ თვალები, ტუჩები გააჩერეთ "О"-ს მსგავს მდგომარეობაში და ამოისუნთქეთ. გააკეთეთ ასე ყოველ დილით, რამდენიმე წუთის განმავლობაში და ცვლილებებს მალევე შეამჩნევთ. იოგით დაკავება გეხმარებათ აკნესთან ბრძოლაში, ასტიმულირებს სისხლის ცირკულაციას ორგანიზმში და დევნის ტოქსინებს თირკმლებიდან და ღვიძლიდან.

  2. სახის მასაჟი
    10 რჩევა იმისთვის, რომ თქვენი კანი მაკიაჟის გარეშეც იდეალურად გამოიყურებოდეს

    დილითა და საღამოს, პირის დაბანის შემდეგ წაისვით გამწმენდი საშუალება სახის კანზე და შეიზილეთ წრიული მოძრაობებით. ეს კარგი მეთოდია კანის ზედა შრეებში სისხლისა და ჟანგბადის ნაკადის გაძლიერებისა.

  3. დილაობით, ყავის ნაცვლად მიირთვით ბალახის ჩაი
    მეცნიერების მიხედვით, ზოგიერთი ბალახის ჩაი განსაკუთრებით კარგად მოქმედებს კანზე - სწორედ ამიტომაა ჩაის მიღება რეკომენდებული.თქვენ შეგიძლიათ დაფქული ჩაის ფოთლები სახის გამწმენდ შრატს შეურიოთ და გამოიყენოთ ნიღბის სახით.

  4. შეზღუდეთ რძის პროდუქტების მიღება
    არსებობს მტკიცებულება, რომ რძე პირდაპირ კავშირშია ფერიმჭამელების გაჩენასთან. თუ ასეთი პრობლემები გაქვთ, შეცვალეთ ჩვეულებრივი რძე კამეჩის ან ქოქოსის რძით.

  5. გამოიყენეთ რუჯის კრემი
    10 რჩევა იმისთვის, რომ თქვენი კანი მაკიაჟის გარეშეც იდეალურად გამოიყურებოდეს

    დაიტანეთ სახისა და კისრის კანზე კრემი მზისგან დამცავი ფილტრით, რათა კანი არ გამოშრეს და არ დაიწვას. გამოიყენეთ იგი მოღრუბლულ ამინდშიც კი, რადგან უი-სხივები ნებისმიერ კლიმატურ პირობებში უარყოფითად მოქმედებს ადამიანზე.

  6. მიიღეთ ვიტამინი С
    10 რჩევა იმისთვის, რომ თქვენი კანი მაკიაჟის გარეშეც იდეალურად გამოიყურებოდეს

    ყოველ დილით, ლოგინიდან ადგომისთანავე მიირთვით ერთი ფინჯანი ლიმონის წვენი, გახსნილი თბილ წყალში. ეს დაგეხმარებათ ორგანიზმის იმ ტოქსინებისგან გაწმენდაში, რომლებიც კანის მგრძნობელობას იწვევს.

  7. გამოიყენეთ ტონიკი
    ტონიკი ეხმარება სახის კანს рН-ბალანსის შენარჩუნებაში, რაც, თავის მხრივ, კანის უფრო გაწონასწორებულ ტონს მოგვცემს. წაისვით იგი დაბანისთანავე.

  8. გაიწმინდეთ კანი
    შეარჩიეთ შესაფერისი პროდუქტი სახის გასაწმენდად ან დაამზადეთ ნარევი თავად(საკვები სოდა და წყალი თანაბარი პროპორციებით). დღეში არანაკლებ 2-ჯერ უნდა მოხდეს სახიდან მკვდარი უჯრედების ჩამოცილება. ამ შემთხვევაში, კანს მკვეთრი ფერი და ჯანსაღი ტონი ექნება.

  9. არ შეეხოთ სახეს ხელებით
    მაქსიმალურად ეცადეთ, ხელები სახისგან შორს გქონდეთ, რადგან სახის კანი განსაკუთრებით მგრძნობიარეა და ნებისმიერი ნაკაწრი ტოვებს კვალს.

  10. მიჰყევით კვებისა და ძილის რეჟიმს
    კანის ჯანმრთელობაში უდიდეს როლს ასრულებს ძილის რეჟიმი და კვების რაციონი. ძილის უკმარისობისას ჩნდება ტომრები თვალის ქვეშ და მძიმე ქუთუთოები, სახე მიიღებს არაჯანსაღ სიფერმკრთალეს. მიირთვით არანაკლებ 8 ჭიქა წყალი დღეში და ჯანსაღი ხილ-ბოსტნეული, რათა თავიდან აიცილოთ გაუწყლოება და მიიღოთ ყველა საჭირო საკვები ნივთიერება, რომელიც თქვენი ორგანიზმისთვის აუცილებელია. ეს თქვენი კანის ჯანმრთელობაზეც აისახება.
და ბოლო, თუმცა უმნიშვნელოვანესი - გაიღიმეთ! არაფერი ხდის ქალს ისეთ ლამაზს, როგორც ღიმილი :)

მკითხველთა შთაბეჭდილებები