ქალის ტანსაცმლის 6 სახეობა, რომლებიც მამაკაცებს აღიზიანებს
დღეს იმ ტრენდებს, რომლებიც ათეული წლის წინ იყო მოდაში, შეცბუნებისა და ღიმილის გარეშე ვერ ვუყურებთ. ამასთან, ზოგიერთი ქალბატონი ბრმად მიჰყვება მოდას, რომელიც დიზაინერების მიერაა რეკომენდებული. თუმცა, ყველა მოდური ტრენდი მამაკაცებს ნამდვილად არ მოსწონთ.
OXOTV-ის რედაქცია წარმოგიდგენთ ტანსაცმლის 6 სახეობას, რომლებიც მამაკაცებს ქალზე ძალიან აღიზიანებს.
- მაღალყელიანი სვიტრი

მსგავსი ტიპის ნივთი მამაკაცებში იწვევს ასოციაციას 80-იანი წლების ბოტანიკოსებთან ან ყინულისმსხვრეველ მეზღვაურებთან, განსაკუთრებით კი მაშინ, თუ ეს ზედა 2-3 ზომით დიდია. ცივ ამინდებში შეგიძლიათ რამე უფრო შესაფერისი ჩაიცვათ და გამოკვეთოთ თქვენი ფიგურის ღირსებები.

აკეცილი ჯინსები გამაღიზიანებელი ტრენდი ნამდვილად არაა, თუმცა, მამაკაცებს ისინი ნამდვილად არ მოსწონთ, პირიქით, თავს არიდებენ. დღეს ბევრი გოგონა მიჰყვება ამ ტენდენციას და სულ არ ადარდებს, უხდება თუ არა იგი მათ ფიგურას. ამ ყველაფერს კი მაღალყელიანი წინდებით ავსებენ. აი ამაში კი მიმზიდველი ნამდვილად არაფერია.

ეს პრინტი 90-იან და 00-იან წლებში ნამდვილად პოპულარული იყო, თუმცა დღეს მისი არსებობა უნდა დაივიწყოთ, თუ, რა თქმა უნდა, სამართალდამცავ ორგანოში არ მუშაობთ ან ნადირობა არ გიზიდავთ. გახსოვდეთ: ამ ტიპის პრინტი შექმნილია იმისათვის, რომ იყოთ შეუმჩნეველი. მისი გამოყენებით ხალხისგან გამოყოფა ნამდვილად არ არის კარგი იდეა.

კიდევ ერთი ტენდენცია, რომელიც განიზიდავს საწინააღმდეგო სქესს. ჩექმები, რომლებიც მამაკაცის ფეხსაცმელს მოგვაგონებს, ხშირად, ამახინჯებს ქალის ფიგურას და უკარგავს მიმზიდველობასა და ქალურობას.

თუ 21-ე საუკუნის დასაწყისში მოდაში დაბალწელიანი ჯინსები იყო, რომლიდანაც საცვლები ჩანდა, ბოლო წლებში განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა მაღალწელიანმა ჯინსებმა 80-იანი წლების ტრადიციების მიხედვით, რაც მოდის ბრუნვადობის კიდევ ერთი დამასაბუთებელი გახდა. თუმცა, ზოგიერთ შემთხვევებში, ეს ტანსაცმელი ამახინჯებს ქალის ფიგურას და მატებს მას ზედმეტ კილოგრამებს.

ამ ფეხსაცმელმაც მოახერხა წარმოუდგენელი დიდების მოპოვება ქალბატონებს შორის, მამაკაცები კი მას ვერ იტანენ, რადგანაც თვლიან, რომ ეს დიდი და უფორმო ფეხსაცმელი გოგონებზე უცნაურად გამოიყურება და ფეხებს მოცულობას მატებს.
მკითხველთა შთაბეჭდილებები