მუდმივი დაღლილობის გრძნობის 9 შესაძლო მიზეზი

Загрузка...

დაღლილობის შეგრძნება და ძალების დაკარგვა ნაყოფიერი დღის ან მთელი ღამის მუშაობის შემდეგ სავსებით ნორმალურია, თუმცა, თუ დაღლილობის შეგრძნება თავს არ განებებთ და ჩნდება ყოველგვარი მიზეზგარეშე, ეს შეიძლება რომელიმე დაავადების სიმპტომი იყოს. თუ დამატებითი დასვენებაც არ გშველით, დროა, ექიმს მიმართოთ, რადგან მუდმივი დაღლილობის გრძნობა უამრავი დაავადების სიმპტომად ითვლება.

OXOTV-ის რედაქცია წარმოგიდგენთ მუდმივი დაღლილობის 9 შესაძლო მიზეზს:

  1. ჰიპოთირეოზი
    თუ ფარისებრი ჯირკვლის დაბალი აქტივობა გაქვთ, თქვენ იგრძნობთ ისეთ სიმპტომებს, როგორებიცაა: დაღლილობა, კუნთების ტკივილი, წონის მომატება და დეპრესია. ეს პათოლოგია ნებისმიერს შეიძლება დაემართოს, თუმცა, ყველაზე მეტად განწყობილი არიან არაახალგაზრდა ქალბატონები. ფარისებრი ჯირკვლის დაავადების კვლევის ამერიკული ფონდის მონაცემების მიხედვით(American Thyroid Foundation), ქალბატონების დაახლოებით 17% ხვდება ამ ორგანოს დისფუნქციას 60 წლამდე. ასეთი დიაგნოზი სიმპტომებისა და სისხლის ანალიზის საფუძველზე ისმება.

  2. ანემია
    ეს ყველაზე გავრცელებული მიზეზია მუდმივი დაღლილობისა. ანემიის არსებობა ნიშნავს იმას, რომ თქვენ სისხლის წითელი უჯრედების ნაკლებობა გაქვთ. სხვა სიმპტომებს განეკუთვნება სისუსტე, გახშირებული პულსი, კანის გაფერმკრთალება და თავის ტკივილი. ანემია, შესაძლოა, ორგანიზმში რკინის, ვიტამინ B12-ის, ან ფოლიუმის მჟავის ნაკლებობით იყოს გამოწვეული, ასევე, იგი ჩნდება ისეთი დაავადებების ფონზე, როგორებიცაა დიაბეტი, თირკმლების დაავადება ან რევმატული ართრიტი. ასევე, ანემიას ექვემდებარებიან ქალბატონები, რომლებსაც რთულად გადააქვთ მენსტრუალური ციკლები. ამ მდგომარეობის დიაგნოსტირებისთვის აუცილებელია სისხლის ანალიზი.

  3. დიაბეტი
    დაღლილობის მუდმივი გრძნობა, შესაძლოა, დიაბეტის ერთ-ერთი საწყისი სიმპტომი იყოს. სხვა სიმპტომები: წყურვილის გაძლიერებული გრძნობა, მტკივნეული შარდვა, შიმშილი და წონის კარგვა. დიაბეტის დიაგნოსტირებისთვის ტარდება სისხლის ანალიზი შაქრის შემადგენლობაზე.

  4. დეპრესია
    დეპრესიულ მდგომარეობაში ადამიანები ხშირად განიცდიან ენერგიის ნაკლებობას. დეპრესია სხვადასხვა მიზეზების გამო შეიძლება გაჩნდეს, ყველაზე გავრცელებული ნიშნები კი არის დარდი, უიმედობისა და უსარგებლობის შეგრძნება, გამოუძინებლობა ან პირიქით - მომატებული ძილიანობა, მუდმივი დაღლილობის შეგრძნება, უჭმელობა ან ბევრი საკვების მიღება, მეხსიერებისა და კონცენტრაციის პრობლემები. დიაგნოზი ისმება პაციენტის მიერ სიმპტომების აღწერის საფუძველზე. მის სამკურნალოდ გამოიყენება ანტიდეპრესანტები, თერაპიული საუბრები ან ორივე საშუალება ერთად.

  5. მღელვარება
    საერთო მღელვარებითი დარღვევა - ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფსიქიკური გადახრა დეპრესიასთან ერთად. ხშირად, დეპრესიას სწორედ ეს მდგომარეობა ახლავს. თუ მუდმივად ღელავთ, ეს მიგიყვანთ ფსიქიკურ და ფიზიკურ გამოფიტვამდე. სხვა სიმპტომები: მოუსვენარი ძილი, მდგომარეობა, როდესაც თვლით, რომ "ნერვებზე ხართ", კონცენტრაციის უნარის მოშლა. თუ თვლით, რომ სწორედ ეს სიმპტომები გაწუხებთ, გაიარეთ კონსულტაცია ფსიქოთერაპევტთან.

  6. ძილის აპნოე
    ძილის აპნოე(ან ძილში სუნთქვის შეწყვეტის სინდრომი) - ესაა დარღვევა, რომლის დროსაც, ძილის მდგომარეობაში ხდება სუნთქვის შეწყვეტა არაერთხელ. ღამით ხშირად გეღვიძებათ, დილით კი არ გახსოვთ. ძილის აპნოეს სინდრომები: ხვრინვა, დაღლილობა და დილით ძილიანობა. ამ მდგომარეობას შეუძლია, მიგიყვანოთ სხვა, უფრო სერიოზულ პრობლემებამდე, როგორებიცაა გულის მანკი და ინსულტი. თუ ფიქრობთ, რომ ძილის აპნოე გაქვთ, მიმართეთ ექიმს. თქვენი სიმპტომებიდან გამომდინარე, თქვენ გირჩევენ გამოკვლევის ჩატარებას ძილის დროს(პოლისომნოგრამა).

  7. ქრონიკული დაღლილობის სინდრომი
    ამ დრომე, ბევრ ექსპერტს ეჭვი ეპარება მსგავსი დიაგნოზის არსებობაში. მასზე ცოტა რამაა ცნობილი და კვლევები ჯერ კიდევ მიმდინარეობს. ამ მდგომარეობის სიმპტომებად ითვლება მუდმივი დაღლილობა, ტკივილიო კუნთებსა და სახსრებში, თავის ტკივილი, სისუსტე და კონცენტრაციის უუნარობა. არ არსებობს კონკრეტული საშუალება ამ მდგომარეობის დიაგნოსტირებისათვის. ექიმები ამ დიაგნოზს სიმპტომების აღწერისა და სხვა ნიშნების საფუძველზე სვამენ.

  8. გულის მანკი
    თუ დაღლილობის გრძნობა სულ მცირე ფიზიკური დატვირთვის, მაგალითად, კიბეზე ასვლის შემდეგ გიჩნდებათ, ეს, შესაძლოა, გულის დაავადების ნიშანი იყოს. ამ გადახრის მკურნალობა შესაძლებელია, თუ ჩაიტარებთ სწორ მედიკამენტოზურ მკურნალობას და მიჰყვებით ცხოვრების ჯანსაღ წესს. ამ საკითხთან დაკავშირებით, გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.

  9. საკვები პროდუქტების გადაუტანლობა ან საკვები ალერგია
    საკვები ალერგია, ისევე, როგორც გლუტენური დაავადება, შესაძლოა მუდმივი დაღლილობის გრძნობით გამოვლინდეს. გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან. შესაძლოა, დაგინიშნოთ ჰიპოალერგიული დიეტა და ანალიზები საკვებ ალერგიაზე, რომელიც დაგეხმარებათ იმ პროდუქტის გამოვლენაში, რომელიც ალერგიას იწვევს.

მკითხველთა შთაბეჭდილებები

მოიწონეთ ჩვენი გვერდი: