იშვიათი კადრები: საჰარას უდაბნოში გათოვდა

Загрузка...

კლიმატის ცვლილებები გვიჩვენებს ბუნების წარმოუდგენელ მოვლენებს, რომლებსაც, დღემდე, ჩვენი უმრავლესობა ვერც კი წარმოიდგენდა. მაშ ასე, აფრიკის უდაბნო საჰარაში, ალჟირის ქალაქ აინ-სეფრასთან ახლოს, 2018 წლის 7 იანვარს თოვლი მოვიდა - ბოლო 37 წლის მანძილზე უკვე მესამედ.

OXOTV-ის რედაქცია წარმოგიდგენთ გასაოცარ მოვლენას, რომელიც ხშირად ნამდვილად არ ხდება - თოვლი უდაბნოში.

იშვიათი კადრები: საჰარას უდაბნოში გათოვდა

2016 წლის თოვლმა ადგილობრივები შობის შემდეგ ჩაკეტა და ნამდვილი ქაოსი გამოიწვია. საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა შეწყდა, ხალხი კი გარეთ გამოსვლას ერიდებოდა ყინულის გამო.

იშვიათი კადრები: საჰარას უდაბნოში გათოვდა

2017 წლის იანვარში, ადგილობრივებმა დიუნებიდან ციგებით სრიალი და გუნდაობაც კი მოასწრეს. ამ სამი წლის გარდა, აინ-სეფრასთან ახლოს, უდაბნოში თოვლი ბოლოს 1979 წელს მოვიდა.

იშვიათი კადრები: საჰარას უდაბნოში გათოვდა

იშვიათი კადრები: საჰარას უდაბნოში გათოვდა

ამ ზამთარს თოვლის საფარის სიმაღლე ქალაქში 5სმ-ს აღწევდა, მის შემოგარენში კი 40 სმ-საც კი მიაღწია. ჟღალ ქვიშის დიუნებზე თეთრი თოვლი უბრალოდ ზღაპრულად გამოიყურებოდა. თუმცა, იგი დიდხანს არ გაჩერდა - მხოლოდ 1 დღე.
ადგილობრივმა ფოტოგრაფმა, კარიმ ბოუჩეტატამ, რომელიც ამ გასაოცარ მოვლენას შეესწრო, თავის ფეისბუქ-გვერდზე გამოაქვეყმა ამ ბუნებრივი სილამაზის ფოტოები.

-"უდაბნოში შესანიშნავი პეიზაჟი გაჩნდა, რომელშიც ოქროსფერი ქვიშა და თეთრი, სუფთა თოვლი ერთმანეთს შეერწყა."

იშვიათი კადრები: საჰარას უდაბნოში გათოვდა

იშვიათი კადრები: საჰარას უდაბნოში გათოვდა

იშვიათი კადრები: საჰარას უდაბნოში გათოვდა

სხვათაშორის, ანომალური თოვლი ესპანეთის კურორტებზეც გამოჩნდა, აშშ-ს სანაპიროებზე კი ატლანტის ოკეანე ბოლო 80 წელიწადში უკვე მესამედ გაიყინა.

მკითხველთა შთაბეჭდილებები

მოიწონეთ ჩვენი გვერდი: