გულის ხაზი ხელზე: ბედის ნიშნები თქვენს ხელის გულზე

Загрузка...

ჩვენს ხელის გულებს ყოვლისშემძლე ხაზები კვეთს. ზოგიერთი მათგანი მკვეთრად ჩანს, ზოგს კი ძლივს ვამჩნევთ. მათ ფონზე, გულის ხაზი შესამჩნევად გამოკვეთილია. იგი პასუხს აგებს ადამიანის ემოციურ მდგომარეობას.
მის მიხედვით შეგვიძლია ხასიათისა და ცხოვრებისეული პოზიციის განსაზღვრა. თუ ხაზი ძალიან გამოკვეთილია, ესეიგი ადამიანი ემოციებით ცხოვრობს და გულს უსმენს. უფრო თავშეკავებულ, ცივსისხლიან ადამიანებს ისინი თითქმის არ ეტყობათ.
გულის ხაზი იწყება ნეკა თითის ოდნავ ქვემოთ და მთავრდება საჩვენებელ ან შუა თითთან. ყველა ადამიანში იგი ინდივიდუალურ ხაზს ქმნის. სწორედ მისი ფორმისა და მდებარეობის მიხედვით შეგვიძლია ადამიანის ტემპერამენტისა და ხასიათის განსაზღვრა.

OXOTV-ის რედაქცია წარმოგიდგენთ ტესტს თქვენს ხელზე განლაგებული ხაზების მიხედვით:

გულის ხაზი ხელზე: ბედის ნიშნები თქვენს ხელის გულზე

რას გვიამბობს გულის ხაზი თქვენს ხელზე?
1. გულის ხაზი შუა თითის ძირას მთავრდება - თქვენ გამოგდით საკუთარი გრძნობების გამოხატვა. ცხოვრობთ მხოლოდ თქვენი პრინციპებით. იცით, როგორ უნდა მიაღწიოთ დასახულ მიზანს. არ მიატოვოთ დაწყებული საქმე შუა გზაზე.
ქორწინებაში გახსნილი და კეთილი ხართ. შეგიძლიათ სიყვარულის გაცემა და არსადროს ართულებთ სიტუაციას. ეცადეთ კონფლიქტების მშვიდობიანად გადაწყვეტა.

2. ხაზი მთავრდება შუა და საჩვენებელ თითებს შორის - სიფრთხილე ყველაზე მაღლა დგას. ბევრი გამღიზიანებლად მიგიჩნევთ. თქვენ აუცილებლად რამდენჯერმე ამოწმებთ ყველაფერს გადაწყვეტილების მიღებამდე.
ოჯახურ ცხოვრებაში უმიზეზო ეჭვიანობა გძლევთ და გონებას გიბინდავთ. არასდროს უღალატებთ საყვარელ ადამინს. ყველა ახლობელმა იცის, რომ თქვენ მთებსაც გადალახავთ საკუთარი ოჯახის დასაცავად.

3. გულის ხაზი საჩვენებელ თითთან მთავრდება - ყველაფერი გინდათ და თანაც უმალ. რთულად გადაგაქვთ წარუმატებლობა, აზრებით ყოველთვის მას უბრუნდებით. არ პატიობთ შეცდომებს და გინდათ ისე იცხოვროთ, რომ ყველაფერი ამოწუროთ.
გიყვართ რისკი, კარტებზე ყველაფერს დებთ იმ სურვილით, რომ უფრო მეტი მოიგოთ. ურთიერთობებში მომთხოვნი და პრინციპული ხართ. ყველაფერი თქვენი სცენარის მიხედვით უნდა იყოს. ახლობლების აზრი დიდად არ გადარდებთ.

4. ხაზი დიდი თითისკენ მიისწრაფის - იგი თქვენს კეთილგანწყობასა და სათნო გულზე მიუთითებს. თქვენთან ყოველთვის მოდიან დახმარებისა და რჩევის სათხოვნელად.
ხშირად, სხვების პორბლემებით ცხოვრობთ და თქვენი მოთხოვნილებები გავიწყდებათ. თავგანწირვა პირად ცხოვრებაზეც ვრცელდება. ახლობლისთვის უკანასკნელსაც კი გაიღებთ, ოღონდ მის სახეზე ღიმილი დაინახოთ.

მკითხველთა შთაბეჭდილებები