მისი საქმრო დანიშნულ ქორწილამდე გარდაიცვალა, ქალმა კი გაბედა სწორედ იმ დღეს თეთრი კაბის ჩაცმა

Загрузка...

ხან სამწუხაროა, ხანაც საბედნიერო, რომ ცხოვრებას თავისი გეგმები აქვს, რომლებზეც ჩვენ იშვიათად შეგვიძლია გავლენის მოხდენა. ვიღაც იტყვის, რომ შემთხვევითობა არ არის შემთხვევითი, შემდეგ კი შემთხვევითობის არსი და ცნებაც იკარგება.
ხშირად, ასეთი შემთხვევითობები გადამწყვეტად მოქმედებს ადამიანის ბედზე, ანადგურებს მათ ან, პირიქით, ახალ შანსებს აძლევს. ნიკი სალგოტი და კოლინ როუზი ბედნიერი წყვილი იყო, მათ ქორწინების დღეც კი დანიშნეს, თუმცა ცხოვრებამ სხვაგვარად ისურვა გაგრძელება...

OXOTV-ის რედაქცია ამ გულისამაჩუყებელ და შთამაგონებელ სიყვარულის ისტორიას გიამბობთ.

სერჟანტი კოლინ როუზი 5 წლის განმავლობაში მუშაობდა დეტროიტის პოლიციის დეპარტამენტში. ნოემბერში იგი მანქანების ქურდის საქმეს იძიებდა, ხოლო როცა კვალზე გავიდა, სასიკვდილოდ დაჭრეს. ეს ნიკის ხელის თხოვნიდან 2 თვეში მოხდა.

მისი საქმრო დანიშნულ ქორწილამდე გარდაიცვალა, ქალმა კი გაბედა სწორედ იმ დღეს თეთრი კაბის ჩაცმა

მისი საქმრო დანიშნულ ქორწილამდე გარდაიცვალა, ქალმა კი გაბედა სწორედ იმ დღეს თეთრი კაბის ჩაცმა

მიღებული ჭრილობისგან კოლინი 23 ნოემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა. გოგონას ტკივილს საზღვარი არ ჰქონდა. იგი დიდი ხნის განმავლობაში დეპრესიაში იყო, მხოლოდ 1 წლის შემდეგ მიხვდა, რომ ცხოვრება უნდა გაეგრძელებინა, მანამდე კი საყვარელი საქმროსთვის პატივი უნდა მიეგო. მაშინ გადაწყვიტა, განეხორციელებინა კოლინის, უფრო სწორად, ორივეს ოცნება.

მისი საქმრო დანიშნულ ქორწილამდე გარდაიცვალა, ქალმა კი გაბედა სწორედ იმ დღეს თეთრი კაბის ჩაცმა

მისი საქმრო დანიშნულ ქორწილამდე გარდაიცვალა, ქალმა კი გაბედა სწორედ იმ დღეს თეთრი კაბის ჩაცმა

ნიკიმ გადაწყვიტა საქორწინო ფოტოსესიის მოწყობა, რომელშიც იგი მარტო პოზიორობდა. ამაში მას დაქალი, პროფესიონალი ფოტოგრაფი, რეიჩელ ჰელერი დაეხმარა. გოგონა ტყეში იღებდა ფოტოებს, რომლებშიც მას თეთრი კაბა აცვია, ქორწილისთვის წინასწარ შეძენელი.

მისი საქმრო დანიშნულ ქორწილამდე გარდაიცვალა, ქალმა კი გაბედა სწორედ იმ დღეს თეთრი კაბის ჩაცმა

მისი საქმრო დანიშნულ ქორწილამდე გარდაიცვალა, ქალმა კი გაბედა სწორედ იმ დღეს თეთრი კაბის ჩაცმა

-"რა თქმა უნდა, მაშინვე დავთანხმდი ნიკის, მაგრამ გზად ცრემლებს ვერ ვიკავებდი. ვერ ვხვდებოდი, როგორ უნდა გადამეღო ფოტოები როგორც მისთვის, ისე კოლინისთვისაც. მაგრამ როცა მას შევხვდი, ის სავსებით მზად იყო ფოტოსესიისთვის." - ამბობს რეიჩელი.

მისი საქმრო დანიშნულ ქორწილამდე გარდაიცვალა, ქალმა კი გაბედა სწორედ იმ დღეს თეთრი კაბის ჩაცმა

მისი საქმრო დანიშნულ ქორწილამდე გარდაიცვალა, ქალმა კი გაბედა სწორედ იმ დღეს თეთრი კაბის ჩაცმა

-"ფოტოებზე იგი გამოხატავს დარდს, ძალას, დამოუკიდებლობასა და სიმტკიცეს - ყველაფერს ერთად." - თქვა ფოტოგრაფმა.

მისი საქმრო დანიშნულ ქორწილამდე გარდაიცვალა, ქალმა კი გაბედა სწორედ იმ დღეს თეთრი კაბის ჩაცმა

მისი საქმრო დანიშნულ ქორწილამდე გარდაიცვალა, ქალმა კი გაბედა სწორედ იმ დღეს თეთრი კაბის ჩაცმა

ვინაიდან კოლინი მთელი გულით ემსახურებოდა თავის საქმეს და სწორედ ამან წაართვა ნიკის მისი თავი, ნიკიმ გადაწყვიტა თან კოლინისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ნივთები - ამერიკის დროშა და სერჟანტის ქუდი ჰქონოდა.

მისი საქმრო დანიშნულ ქორწილამდე გარდაიცვალა, ქალმა კი გაბედა სწორედ იმ დღეს თეთრი კაბის ჩაცმა

მისი საქმრო დანიშნულ ქორწილამდე გარდაიცვალა, ქალმა კი გაბედა სწორედ იმ დღეს თეთრი კაბის ჩაცმა

-"ეს ქალი გატეხილი არ არის. ჩემი აზრით, იგი მისაბაძი მაგალითია!" - დაამატა რეიჩელმა.

მისი საქმრო დანიშნულ ქორწილამდე გარდაიცვალა, ქალმა კი გაბედა სწორედ იმ დღეს თეთრი კაბის ჩაცმა

მისი საქმრო დანიშნულ ქორწილამდე გარდაიცვალა, ქალმა კი გაბედა სწორედ იმ დღეს თეთრი კაბის ჩაცმა

აქ რამდენიმე ისეთი ფოტოცაა, რომლებზეც ნიკი იცინის. ფოტოგრაფის თქმით, ძლივს გადაიღეს ისეთი კადრები, სადაც შეიძლება ითქვას, რომ ნიკიმ ტკივილი გადალახა.

მისი საქმრო დანიშნულ ქორწილამდე გარდაიცვალა, ქალმა კი გაბედა სწორედ იმ დღეს თეთრი კაბის ჩაცმა

მისი საქმრო დანიშნულ ქორწილამდე გარდაიცვალა, ქალმა კი გაბედა სწორედ იმ დღეს თეთრი კაბის ჩაცმა

აი, ასეთი უცნაური საჩუქარი გაუკეთა ნიკიმ თავის თავს აუხდენელი ოცნების წლისთავზე და პატივი გარდაცვლილ საქმროსაც მიაგო. ყველა ფოტოზე სხვადასხვა ემოცია სუფევს - სიყვარულიდან ტკივილამდე. ყველა ქალბატონი ამას ნამდვილად ვერ გაბედავს. თქვენ რას იტყვით ნიკის საქციელზე?

მკითხველთა შთაბეჭდილებები