ტესტი: აირჩიეთ კარი, რომელსაც გახსნიდით და გაიგეთ, რას გვეუბნება ამაზე სიმბოლიკა

Загрузка...

პიროვნების ამ კონკრეტულ განხრაზე ტესტები სიმბოლიკასთან ასოცირდება. დღეს კარის დროა. ოდესმე გაგიმახვილებიათ მასზე ყურადღება? შეგიმჩნევიათ, რომ მათი არსი სიმბოლურიც შეიძლება იყოს? - თუ ცხოვრებაში კიდევ ერთი ნაბიჯის გადადგმა გსურთ, კარი უნდა გახსნათ. სიმბოლურია, ასევე, რომ კარს შეუძლია გაჩვენოთ გზა ახალი რეალობისკენ, ან, პირიქით, დაბლოკოს მასთან წვდომა.

OXOTV-ის რედაქცია გთავაზობთ საინტერესო ტესტს პიროვნების გასაშიფრავად.

  1. შესანიშნავი ფირუზისფერი კარი ფანჯრებით - თქვენ შეგიძლიათ შიგნით შეიხედოთ და იქედან გარეთაც გამოიხედოთ. ძალიან გახსნილი ადამიანი ხართ, დადებითი ენერგიით აღსავსე. თქვენი ურთიერთობები ყოველთვის გულწრფელია და ემოციებს არასდროს მალავთ. თქვენ გიყვართ სიცოცხლე, ახალი ადამიანებისა და კულტურის გაცნობა. თქვენი ენთუზიაზმი გადამდებია, ამიტომაც სხვებს მოსწონთ თქვენ გვერდით ყოფნა;

  2. თქვენი არჩევანი შავი კარია, ესეიგი, თქვენ უბრალო და მორცხვი ადამიანი ხართ, რომელსაც არ უყვარს საზოგადო ყურადღების მიქცევა არ უყვარს. დამყოლი და ბეჯითი ხართ. მონოტონურად ასრულებთ დაკისრებულ ვალდებულებებს და მიზნებსაც აღწევთ. რამდენიმე მკვეთრი ფერი თქვენს ცხოვრებაში ნამდვილად კარგი იქნებოდა, რადგანაც იგი იდეალურ თავგადასავალს ან ახალ შთაბეჭდილებებს გაჩუქებთ;

  3. თქვენ არჩევანი ნარინჯისფერ კარზე შეაჩერეთ. უნიკალური, ორიგინალური და საინტერესო პიროვნება ხართ. გიყვართ ყურადღების მიქცევა და ხალხისთვის თავის დამახსოვრება. ამასთან, ინტელექტუალური ხართ, გიყვართ ხელოვნება და ბევრი საკითხი გაინტერესებთ. თქვენი მინუსი კი ისაა, რომ ხშირად დაფრინავთ ღრუბლებში, მეტისმეტად უბრალო და მიამიტი ხართ;

  4. თქვენ მუქი მწვანე კარი აირჩიეთ? თქვენ ამთვისებელი და შემოქმედი ადამიანი ხართ - თქვენი გაერთიანება შეგვიძლია მუსიკოსების, მხატვრების, მწერლებისა და სკულპტორების ჯგუფში. მოსჯილი გაქვთ ხასიათის ცვლილებები. ერთ მომენტში ძალიან კონტაქტური და გახსნილი ხართ, უცებ კი თავს კარგავთ. ყველა პირად პრობლემას შიგნითვე აგვარებთ და სხეულიდან არ ათავისუფლებთ;

  5. იისფერი კარი ზედა, რკალოვანი ფანჯრით - მუდმივად ეძებთ მხარდაჭერას ახლობლებში და დამოკიდებული ხართ სხვებისგან განდიდებაზე. მუშაობთ იმისთვის, რომ ყველაფერი უკან დაგიბრუნდეთ და ცდილობთ, მაქსიმალურად დაიხარჯოთ. ისეთი დავალებები მოგწონთ, რომლებსაც ხელოვნება სჭირდება. ამასთან, იმდენად ჩაგყლაპათ სამსახურმა, რომ ვერ ხედავთ, რა ხდება თქვენ ირგვლივ. ამიტომ გახსოვდეთ, რომ სამსახური მთელი ცხოვრება არ არის და აუცილებელია დასვენებისთვის დროის გამოყოფა;

  6. წითელ კარს ძალიან თავდაჯერებული ადამიანები ირჩევენ. აკვირდებით დეტალებს, ზრუნავთ საკუთარ გარეგნობაზე და ძალიან ღელავთ იმაზე, თუ რას ფიქრობენ სხვები თქვენს გარეგნობაზე. მოგწონთ, როცა სხვა თქვენითაა აღტაცებული. თქვენში პერფექციონიზმი ჭარბობს. დროა, გააკეთოთ შესვენება და იცხოვროთ თქვენთვის და არა სხვებისთვის;

  7. ჩვეულებრივი ხის კარი - აბსოლუტური მინიმალისტი ხართ. თქვენთვის ჯანმრთელობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე გარეგნობა. თქვენი ახლობლებისთვის ყველაფრის გაღება შეგიძლიათ და ხშირად ემოციებით ხელმძღვანელობთ;

  8. თანამედროვე ლურჯი კარი - სავსე ხართ სიხარულით, ენერგიითა და მარადიული ახალგაზრდობის გრძნობით. ამასთან, არ გყოფნით თავდაჯერებულობა, რაც თქვენს ქცევებსა და გადაწყვეტილებებზე აისახება ხოლმე. უნდა ისწავლოთ სპონტანურობა და საკუთარი თავისთვის უფრო მეტი თავისუფლების მინიჭება. სწორედ ასე მიაღწევთ მაქსიმალურ წარმატებას ცხოვრებაში;

  9. თქვენ მწვანე კარი მოგეწონათ? ანალიტიკოსი ადამიანი ხართ! გიყვართ უბრალოება, კანონზომიერი წესები, ცხოვრებას ძალიან პრაქტიკულად უყურებთ. გაქვთ უნარი იპოვოთ ნებისმიერი პრობლემიდან გამოსავალი. გიყვართ ადამიანების დახმარება, რისგანაც უზარმაზარ სიამოვნებას იღებთ;

  10. თქვენ ხის დიდ კარზე შეაჩერეთ არჩევანი - ეს ნიშნავს, რომ აფასებთ სტაბილურობასა და ჰარმონიას, მთავარი კი შესანიშნავი ხარისხია. არ ებმებით სარისკო საქმეებში.თუ თქვენი ნამუშევარი არ გაკმაყოფილებთ, ესეიგი არ მუშაობთ მთელი მონდომებით, უბრალოდ სამუშაო დღე გაგყავთ. გახსოვდეთ, რომ თქვენი პრობლემები თავად უნდა გადაჭრათ, რადგან ამას თქვენ ნაცვლად არავინ გააკეთებს.

მკითხველთა შთაბეჭდილებები

მოიწონეთ ჩვენი გვერდი: