4 ნატურალური საშუალება წარბების გასაზრდელად

Загрузка...

წარბები, იმის გარდა, რომ იცავს თვალს ზემოდან მტვრისა და სიბინძურისგან, გამოკვეთს კიდევაც მას. ესთეტიკური ფუნქციის გარდა, მათი მდგომარეობა გამოხატავს ორგანიზმის შინაგან მდგომარეობასაც. წარბის ინტენსიური ცვენა მიუთითებს, რომ თქვენ ძლიერი ემოციური დაძაბულობა გაწუხებთ ან ცილებისა და ვიტამინების ნაკლებობა გაქვთ. აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია იმის გასაგებად, თუ რასთანაა დაკავშირებული ეს პრობლემა.

OXOTV-ის რედაქცია წარმოგიდგენთ 4 ნატურალურ საშუალებას ჯანსაღი წარბების გასაზრდელად:

  1. ქოქოსის ზეთი
    ქოქოსის ზეთი მდიდარია რკინითა და ვიტამინ Е-თი. სწორედ ამიტომ, იგი ასტიმულირებს თმის ზრდას და ამაგრებს მას. ამას გარდა, ცხიმოვანი მჟავების წყალობით, იგი სწრაფად აღწევს ფოლიკულებში და ამდიდრებს მათ ვიტამინებით.

    4 ნატურალური საშუალება წარბების გასაზრდელად

    • დაიტანეთ რამდენიმე წვეთი ზეთი წარბებზე;
    • მსუბუქი, წრიული მოძრაობებით შეიზილეთ იგი(მასაჟი აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და ხელს უწყობს თმის ზრდას);
    • გაიჩერეთ ღამით და ჩამოიბანეთ თბილი წყლით დილით.
    ჩაიტარეთ ეს პროცედურა ყოველდღე, ძილის წინ და რამდენიმე თვეში შესამჩნევ განსხვავებას იგრძნობთ.

  2. ზეითუნის ზეთი
    იდეალური საშუალებაა წარბებისთვის სიხშირისა და მოცულობის მისანიჭებლად.როგორც ქოქოსის ზეთში, მასშიც შედის ცხიმოვანი მჟავები, რომლებიც შიგნიდან ასტიმულირებენ ზრდას და ხელს უშლიან თმისცვენას.

    4 ნატურალური საშუალება წარბების გასაზრდელად

    • დაიტანეთ ცოტაოდენი ზეთი თითის ბოლოებზე და ფრთხილად დაამასაჟეთ წარბები;
    • გაიჩერეთ იგი მთელი ღამით, ან, სურვილის შემთხვევაში, ჩამოიბანეთ 30 წუთში;
    • შეგიძლიათ მას ცოტაოდენი თაფლიც დაუმატოთ;
  3. ულბოს თესლი
    აზიური ქვეყნების მედიცინაში ულბოს თესლი გამელოტების მკურნალობისას ფართოდ გამოიყენება. დამტკიცებულია, რომ მასში ცილისა და ვიტამინ В3-ის მაღალი შმცველობა ხელს უწყობს თმის ბუნებრივ ზრდას.

    4 ნატურალური საშუალება წარბების გასაზრდელად

    • თესლის გამოყენებამდე იგი მინიმუმ 5 საათით უნდა ჩაალბოთ(უკეთესი იქნება, თუ მთელი ღამით გააჩერებთ);
    • დააფქვიეთ ერთგვაროვან სქელ მასამდე;
    • დაუმატეთ ქოქოსის ან ნუშის ზეთი;
    • წაისვით ეს პასტა ძილის წინ წარბებზე;
    • დილით ჩამოიბანეთ თბილი წყლით.
    გაიმეორეთ პროცედურა 2-3ჯერ კვირაში.

  4. ალოე ვერა
    შეიცავს ბევრ ანტიოქსიდანტსა და დამატენიანებელ საშუალებას, რომლებიც კვებავენ ფოლიკულებს და ასტიმულირებენ თმის ზრდას. ეცადეთ, გამოიყენოთ ნამდვილი ალოე ვერას რბილობი კოსმეტიკური ბრენდების მიერ შემოთავაზებული ალოეს შემცველი კრემების ნაცვლად.

    4 ნატურალური საშუალება წარბების გასაზრდელად
  • გამოწმინდეთ ალოეს ფოთლებს რბილობი კოვზით;
  • დაიტანეთ წარბებზე წრიული მოძრაობებით;
  • გაიჩერეთ 30 წუთით;
  • ჩამოიბანეთ თბილი წყლით.
შეგიძლიათ, ალოეს რბილობს ცოტაოდენი ქოქოსის ზეთი ან თაფლი დაუმატოთ.

მკითხველთა შთაბეჭდილებები