ზოდიაქოს 5 ყველაზე ბრძენი და კეთილგონიერი ნიშანი

Загрузка...

ადამიანები იზრდებიან, ვითარდებიან და აგროვებენ გარკვეულ ცოდნასა და გამოცდილებას, ზოდიაქოს ზოგიერთ ნიშანს კი გააჩნია თანდაყოლილი სიბრძნე და კეთილგონიერება, რომელიც შემდგომში უფრო მაღალ საფეხურზე აჰყავს.

OXOTV-ის რედაქცია წარმოგიდგენთ ზოდიაქოს 5 ყველაზე ბრძენ ნიშანს:

1. მშვილდოსანი
ამ ნიშანს კეთილისმყოფელი პლანეტა - იუპიტერი მართავს. ბუნებით გულწრფელი და სამართლიანი ხალხია. ცხოვრებაზე ბევრს ფიქრობენ, კითხულობენ ღრმა წიგნებს ფილოსოფიასა და რელიგიაზე. ყოველთვის სიამოვნებით განიხილავენ ამ თემებს თანამოაზროვნეებთან და სხვა პატიოსან მსმენელებთან.
ნიშნის დაბადების თარიღი მიუთითებს, რომ მშვილდოსნებს აინტერესებთ ჩვენი სამყაროს მოწყობა და მისი უხილავი კანონები.

-"თავიანთი ქვეცნობიერის ძიებაში, ისინი ღრმა ცოდნას აგროვებენ, რომელიც შემდეგ ყოველგვარ სიტუაციაში გზას უჩვენებს მათ."

ასევე, მშვილდოსნებს უყვართ რჩევის გაცემა(მაშინაც კი, თუ არავინ სთხოვს) ნებისმიერი მსურველის მიმართულებით. ცოდნისა და გახსნილობის გაზიარება მათ სიამოვნებას ანიჭებს. უნდა ვაღიაროთ, რომ მისი რჩევები ხშირად მართლდება. შემთხვევითობა არაა, რომ ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები შესანიშნავი მასწავლებლები არიან.

2. თხისრქა
ამ ნიშნის სიბრძნე წინასგან ძალიან განსხვავდება. ასტროლოგების თქმით, იგი ადრე იზრდება. ჯერ კიდევ ბავშვობის ასაკში, მათ აინტერესებთ დიდებთან ურთიერთობა უფრო ღრმა თემების განსახილველად. ხნიერებთან ურთიერთობას არასდროს გაურბის, რადგან სწორედ მათგან გამომდინარე ხატავს სამყაროს ღრმა ცნებებს.

-"ეს ნიშანი ისეთივე სერიოზულია, როგორიც მისი მმართველი - სატურნი. არა, მას აქვს იუმორის გრძნობა და ეცინება კიდევაც შემაცბუნებელ სიტუაციებში, მაგრამ საერთო ჯამში, იგი ძალიან სერიოზულია."

მისი ქმედებები მიზნის მიღწევისკენაა მიმართული. თხისრქას გამოსდის დაგეგმვა - იგი ისახავს მიზნებს და წარმოუდგენელი შეუპოვრობით აღწევს მათ. ზოდიაქოს ამ ნიშანმა ძალიან კარგად იცის, რომ მაღალი შედეგებისთვის ბევრი შრომაა საჭირო. მას არ ეშინია სირთულეების - ესაა მისი საიდუმლო.

3. მერწყული
ამ ნიშანს ურანი მფარველობს და მასში იდეალურად შეირწყმება გონება და სიბრძნე. მერწყული დაინტერესებულია მეცნიერებით და მისი თანამედროვე მიღწევებით. უყვართ სიახლეები მოწყობილობების სფეროშიც, რომელიც ეხმარება ადამიანს ცხოვრების გამარტივებაში.

-"ეს ნიშანი სიცოცხლეს ფილოსოფიურად აღიქვამს. მას შეუძლია სიტუაციის შეფასება ხედვის არისგან დამოუკიდებლად."

ყოველთვის შეუძლია, პრობლემას სხვა კუთხიდან შეხედოს. თუ თქვენ დამოუკიდებელი შეფასება გჭირდებათ, მიმართეთ მერწყულს.
ეს ბრძენი და სამართლიანი ადამიანია, რომელიც აფასებს სხვებს და უტოვებს მათ ინდივიდუალურობის, რაღაცით განსხვავებულობის უფლებას. ამასთან, მერწყულები ხშირად არიან ტოლერანტულები სექსუალური უმცირესობისა და სხვადასხვა სუბკულტურის მიმართ. იგი საკუთარ ცხოვრებაში, შესაძლოა, კონსერვატორიც კი აღმოჩნდეს.

ზოდიაქოს 5 ყველაზე ბრძენი და კეთილგონიერი ნიშანი

4. თევზები
მათ იდუმალი პლანეტა ნეპტუნი მართავს. გამოირჩევა მგრძნობიარობითა და განმცდელობით. თევზები მსუბუქი და სათუთი ბუნებაა. სხვა ნიშნებზე უკეთ სწორედ ისინი გრძნობენ სამყაროს მარტოობას. სჯერათ, რომ სიკეთე, ისევე, როგორც ბოროტება, ბრუნდება.

-"მათ ხშირად სჯერათ, რომ ცხოვრებაში შემთხვევითი არაფერია, რომ არსებობს რაღაც ზეციური გონება, რომელიც იცავს ყველას და რომლის სიკეთეც უსაზღვროა.

თევზებიც ცდილობენ, ისეთივე კეთილები იყვნენ გარშემომყოფებისთვის. ხშირად ეხმარებიან თავშესაფრებს, ცხოველებს, იღებენ ფულს ქველმოქმედებისთვის. თევზების სიბრძნე მოიაზრებს მის უნარს, შეიგრძნოს მეორე ადამიანის სული, მისი პრობლემები. ცხელ ჩაისთან თბილი საუბრის შემდეგ, მოსაუბრის ჭრილობების მოშუშების, მისთვის შინაგანი სიმშვიდისა და ჰარმონიის მინიჭების უნარს.

5. მორიელი
მორიელის სიბრძნეს განაპირობებს მისი მფარველი პლანეტა, პლუტონი, რომელიც მორიელს სამყაროს ორმხრივად დანახვის საშუალებას აძლევს. მორიელები მარტივად გრძნობენ დამალულს და ასევე მარტივად მიაღწევენ საიდუმლოს.
ნებისმიერს, ვინც ამ ნიშნის მოტყუებას ლამობს, წარუმატებლობა ელის. საქმე ისაა, რომ მორიელს დაბადებიდან მინიჭებული აქვს ბუნებრივი "სკანერი", რომლის დახმარებითაც სხვისი სულის ყველაზე ბნელ კუთხეებამდეც კი წვდებიან.

-"ამიტომაც, სხვადასხვა საიდუმლოს მორიელი აუცილებლად გაიგებს. არ იფიქროთ, რომ ეს ნიშანი სხვის ნაკლებს ბოროტად იყენებს."

საერთოდ, პლუტონს მორიელისთვის განსაკუთრებული შესაძლებლობები ამიტომ არ მიუცია. ზოგიერთები თვლიან, რომ ეს ზოდიაქოს ყველაზე ბოროტი ნიშანია. არადა, მორიელის მიზანია ფარულის გამოაშკარავება, ადამიანებისთვის მათ ნაკლებზე მითითება(ოღონდ შეურაცხყოფის მიზნით არა, არამედ გამოსწორების მიზნით). ეს ზოდიაქოს დიდებული ტრანსფორმატორები არიან.

ზოდიაქოს 5 ყველაზე ბრძენი და კეთილგონიერი ნიშანი

მკითხველთა შთაბეჭდილებები

მოიწონეთ ჩვენი გვერდი: