ჩინური ოჯახი 6 თვის განმავლობაში საკუთარ თავზე მუშაობდა, იხილეთ მათი შესანიშნავი შედეგები

Загрузка...

გახდომა რთულია, როგორც ფიზიკურად, ისე მორალურად. პირველ რიგში, ადამიანმა უნდა დათმოს ის ჩვევები, რომლებიც უკვე ღრმადაა გამჯდარი მის გონებაში. მეორეც, უნდა გადახედოს თავის რაციონსა და ფიზიკურ აქტივობებს. ამასთან, აუცილებელია მოტივაციაც. ყველა ამ პუნქტის შესამსუბუქებლად, 32 წლის ჩინელმა ფოტოგრაფმა, ჯესიმ გადაწყვიტა თავის ოჯახს დახმარებოდა და მთელი გეგმა შეადგინა.

oxotv-ის რედაქცია გთავაზობთ ამ ოჯახის შთამაგონებელ და მამოტივირებელ ისტორიას.

ჩინური ოჯახი 6 თვის განმავლობაში საკუთარ თავზე მუშაობდა, იხილეთ მათი შესანიშნავი შედეგები

ყველაფერი მაშინ დაიწყო, როცა ჯესის დედამ გადაწყვიტა შვილთან და მის ფეხმძიმე ცოლთან ცოტა ხნით გადასვლა, რათა დედობის პირველ თვეებში სახლის საქმეებსა და ბავშვის მოვლაში დახმარებოდა. ჯესიმ მამაც დაპატიჟა, რათა მთელი "გუნდი" ერთ სახლში შეეყარა. მომავალ ბაბუას დიდი ღიპი ჰქონდა, რაც ფოტოგრაფსაც "ემუქრებოდა". მაშინ გაჩნდა გახდომის პროგრამის შექმნის იდეა.

ჩინური ოჯახი 6 თვის განმავლობაში საკუთარ თავზე მუშაობდა, იხილეთ მათი შესანიშნავი შედეგები

ოჯახმა ერთად დაიწყო ფეხით სწრაფი სეირნობით. შემდეგ ძუნძულზე გადავიდნენ. დატვირთვის რაოდენობა უფრო და უფრო იზრდებოდა, ბოლოს კი ოჯახი სპორტდარბაზში აღმოჩნდა. მამაკაცებს ძალოვანი დატვირთვები მოუხდათ.

ჩინური ოჯახი 6 თვის განმავლობაში საკუთარ თავზე მუშაობდა, იხილეთ მათი შესანიშნავი შედეგები

ჯესი ყურადღებით აკვირდებოდა შედეგებს, ამიტომაც ყოველ მეათე დღეს იგი ოჯახის წევრების პარამეტრებს ზომავდა.

ჩინური ოჯახი 6 თვის განმავლობაში საკუთარ თავზე მუშაობდა, იხილეთ მათი შესანიშნავი შედეგები

მთელი ეს კომპლექსო 2017 წლის მარტში დაიწყო და ამავე წლის სექტემბრამდე გრძელდებოდა, ბოლოს კი შეუმჩნევლად ცხოვრების წესად ექცათ. ფიტნეს-რეჟიმი ცხოვრების სასიამოვნო შემადგენელი ნაწილი გახდა ამ ოჯახის ყველა წევრისათვის.

ჩინური ოჯახი 6 თვის განმავლობაში საკუთარ თავზე მუშაობდა, იხილეთ მათი შესანიშნავი შედეგები

ის გამოტყდა, რომ ყველაზე სასიამოვნო მომენტი მაშინ შეიგრძნო, როცა მამამისს თანდათან თავდაჯერებულობა ემატებოდა - მისი ღიპი ხომ უკვალოდ გაქრა. ახლა, როცა მამამისს შეხედავთ, იფიქრებთ, რომ იგი ჯესის უფროსი ძმაა.

ჩინური ოჯახი 6 თვის განმავლობაში საკუთარ თავზე მუშაობდა, იხილეთ მათი შესანიშნავი შედეგები

ეს ისტორია ამტკიცებს, რომ ყველაზე კარგად ოჯახის წევრებს შეუძლიათ დახმარება, ისინი ხომ არასდროს ისურვებენ ჩვენთვის ცუდს და უანგაროდ დაგვიდგებიან მხარში. ჯესიმ მოტივაცია მისცა არა ერთ, არამედ 3 ადამიანს. კარგი იქნება, თუ ყველა ოჯახში მოიძებნება მისი მსგავსი მოტივატორი.

მკითხველთა შთაბეჭდილებები

მოიწონეთ ჩვენი გვერდი: