მთვარის დაბნელება + ლურჯი მთვარე: იშვიათი ციური სასწაული 2018 წლის 31 იანვარს

Загрузка...

იანვრის ბოლოს ჩვენი პლანეტის მკვიდრნი უჩვეულო ციურ მოვლენას შეესწრებიან: მთვარის დაბნელება პირველად, ბოლო 152 წლის მანძილზე, ემთხვევა მთვარის გალურჯებას. ამ სასწაულის დაკვირვება შესაძლებელია აზიიდან, ინდონეზიიდან, ახალი ზელანდიიდან და ავსტრალიიდან.

OXOTV-ის რედაქცია ამ სასწაულებრივი მოვლენის შესახებ მოგიყვებათ.

მთვარის დაბნელება + ლურჯი მთვარე: იშვიათი ციური სასწაული 2018 წლის 31 იანვარს

მთვარის დაბნელების ბუნება მარტივად აიხსნება - ეს მაშინ ხდება, როცა დედამიწა, მზე და მთვარე ერთ ხაზზე მწკრივდება და დედამიწა მთვარეს მთლიანად იფარავს მზის სინათლისგან. ამ მოვლენაზე დაკვირვება შესაძლებელია როგორც შეუიარაღებელი თვალით, ისე ოპტიკური მოწყობილობებითაც.

მთვარის დაბნელება + ლურჯი მთვარე: იშვიათი ციური სასწაული 2018 წლის 31 იანვარს

"ლურჯ მთვარეს" ასტროლოგები უწოდებენ სავსე მთვარეს, რომელიც ერთი თვის განმავლობაში მეორედ ხდება. ეს არც ისე იშვიათი მოვლენა, მაგრამ დაბნელებას ნამდვილად იშვიათად ემთხვევა. შემდეგ ჯერზე ასეტი რამ 2028 წელს, შემდეგ კი 2032-ში მოხდება.
აღსანიშნავია, რომ მოვლენის სახელწოდება ციური სხეულის ფერის შეცვლის გამო არ მომდინარეობს. არსებობს ასეთი ინგლისური გამოთქმა: "Once in a Blue Moon", რაც ნიშნავს: "ერთხელ, ლურჯი მთვარის დროს", რაც მეტაფორულად გამოიყენება იმოს აღსანიშნავად, რომ რაღაც უკიდურესად იშვიათად, ან საერთოდ არასდროს მოხდება. ამ გასაოცარი მოვლენისთვის ძალიან ლამაზი სახელია, არა?

მთვარის დაბნელება + ლურჯი მთვარე: იშვიათი ციური სასწაული 2018 წლის 31 იანვარს

თვით სავსე მთვარეს ფერფლისფერ-ნაცრისფერი ფერი აქვს, თუმცა, ხანდახან, ციური მნათობის ოპტიკური ეფექტის შედეგად, შესაძლოა მთვარე მართლაც ჩანდეს ცისფერი ან ღია შროშნისფერი. ეს დაკავშირებულია მტვრის ნაწილაკებთან, რომლებიც ატმოსფეროშია გაფანტული.

ადამიანები, რომლებსაც ასტრონომიური მოვლენები აინტერესებთ, მზად არიან უამრავი ფულის დასახარჯავად, ოღონდ ამ მოვლენებს შეესწრონ. თქვენთვის საინტერესო იქნებოდა მისი ხილვა?

მკითხველთა შთაბეჭდილებები

მოიწონეთ ჩვენი გვერდი: