ჩასახვის საწინააღმდეგო მედიკამენტების 10 გვერდითი მოვლენა, რომლებიც უნდა გაითვალისწინოთ

Загрузка...

ორალური კონტრაცეპტივები მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და პოპულარული საშუალებაა არასასურველი ფეხმძიმობის თავიდან ასაცილებლად. თუ ჩასახვის საწინააღმდეგო აბებს მივიღებთ რეგულარულად და სწორად, ისინი შესაბამის ეფექტსაც მოგვცემს. თუმცა, მათ ბევრი ნეგატიური გავლენაც აქვთ ორგანიზმზე.

OXOTV-ის რედაქცია წარმოგიდგენთ კონტრაცეპტივების მიერ გამოწვეულ 10 გვერდით მოვლენას.

  1. სისხლისშემცველი გამონადენი
    მენსტრუალურ ციკლეს შორის სისხლდენა იმ ქალების 50%-ს ეწყება, რომლებიც ჩასახვის საწინააღმდეგო პრეპარატებს იღებენ. ეს პრობლემა ყველაზე ხშირად მიღებიდან პირველი 3 თვის განმავლობაში ჩნდება. სისხლდენის პერიოდში პრეპარატები ეფექტურია, თუ მათ სწორად და რეგულარულად იღებთ. თუ 5 დღის განმავლობაში სისხლდენა არ შეწყდა, მიმართეთ გინეკოლოგს.

  2. გულისრევა
    მიღების დაწყებიდან პირველი თვის განმავლობაში შეიძლება უმნიშვნელო გულისრევას იგრძნობთ. როგორც წესი, იგი 2-3 კვირაში გადადის.
    ამ პრობლემის გადასაწყვეტად, მიიღეთ კონტრაცეპტიული აბები ჩამის დროს ან უშუალოდ ძილის წინ. ექიმს მიმართეთ, თუ გულისრევა ძლიერი და უწყვეტია.

  3. მკერდის მგრძნობელობის მომატება
    ჩასახვის საწინააღმდეგო მედიკამენტების 10 გვერდითი მოვლენა, რომლებიც უნდა გაითვალისწინოთ

    კონტრაცეპტული აბების მიღება იწვევს მკერდის მგრძნობელობის მომატებას, შესაძლებელია, უსიამოვნო შეგრძნებებამდე და ტკივილამდეც კი მიიყვანოს. როგორც წესი, ეს შეგრძნებები აბების მიღების დაწყებიდან 1 თვეში გადადის.
    თუ ტკივილი ერთ თვეზე მეტხანს გრძელდება და მისი ინტენსიობა იზრდება, მიმართეთ ექიმს. მგრძნობელობის შესამცირებლად შეამცირეთ კოფეინისა და მარილის მოხმარება, ატარეთ კომფორტული ბიუსტჰალტერი.

  4. წონის მატება
    ჩასახვის საწინააღმდეგო მედიკამენტების 10 გვერდითი მოვლენა, რომლებიც უნდა გაითვალისწინოთ

    თანამედროვე ორალური კონტრაცეპტივები არ იწვევს მსგავს პრობლემას, თუმცა კვლევებით დადგინდა, რომ ზოგიერთი აბი ქალების რამდენიმე პროცენტში იწვევს ორგანიზმში სითხის შეკავებას. მსგავსი გვერდითნი მოვლენის შემთხვევაში შეცვალეთ კონტრაცეპტივი.

  5. სოკოვანი ინფექციები
    ჩასახვის საწინააღმდეგო მედიკამენტების 10 გვერდითი მოვლენა, რომლებიც უნდა გაითვალისწინოთ

    ამ გვერდით მოვლენას ჰორმონალური ბალანსის ცვლილებები იწვევს. სოკოვანი ინფექციების გაჩენის რისკს პერორალური კონტრაცეპტივების მიღება ორჯერ, ხოლო სპერმიციდების გამოყენება - სამჯერ ზრდის. რისკი განსაკუთრებით მაღალია დიაბეტის დროს.

  6. ლიბიდოს დაქვეითება
    ჩასახვის საწინააღმდეგო აბებს ნამდვილად შეუძლია ქალის სექსუალური ლტოლვის დაქვეითება, თუმცა უნდა გაითვალისწინოთ, რომ ამას სხვა ფაქტორებიც იწვევს. თუ ეს გვერდითი მოვლენა დიდხანს გრძელდება და ცხოვრების ხარისხს გიუარესებთ, მიმართეთ ექიმს.

  7. გამონადენი
    ჩასახვის საწინააღმდეგო მედიკამენტების 10 გვერდითი მოვლენა, რომლებიც უნდა გაითვალისწინოთ

    ზოგიერთი ქალი შესაძლებელია ვაგინალური გამონადენის ცვლილებებმა შეაწუხოს. ეს შეიძლება იყოს ფერის, სუნის, რაოდენობისა და სხვა ფაქტორები, ასევე, სექსუალური აქტის დროს ვაგინალური ნაცხის შემცირება.
    ექიმს უნდა მიმართოთ, თუ ამას თან ერთვის სხვა ფაქტორებიც: ქავილი, ხილული გენიტალიების სიწითლე, გამონაყარი და სხვა, რაც უროგენიტალური ინფექციის სიმპტომს შეიძლება მიეკუთვნებოდეს.

  8. თავის ტკივილები
    ეს ყველაზე იშვიათი გვერდითი მოვლენაა. თავის ტკივილი უამრავი დაავადების სიმპტომი შეიძლება იყოს. თუ ტკივილები ძლიერი, ხანგრძლივი და შემაწუხებელია, მიმართეთ იმ გინეკოლოგს, რომელმაც კონტრაცეპტივები შეგირჩიათ.

  9. მხედველობის გაუარესება
    ეს განსაკუთრებით იშვიათი გვერდითი მოვლენაა, რომლის დროსაც აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმ-ოფთალმოლოგს. ყველაზე ხშირად იგი კონტაქტური ლინზების ტარების შემთხვევაში ჩნდება.

  10. ტკივილი სექსუალური აქტის დროს
    ჩასახვის საწინააღმდეგო მედიკამენტების 10 გვერდითი მოვლენა, რომლებიც უნდა გაითვალისწინოთ
კონტრაცეპტივების მიღებამ შესაძლოა მენჯის ქრონიკული ტკივილი ან უსიამოვნო შეგრძნებები გამოიწვიოს სქესობრივი აქტის დროს, რასაც ჰორმონი ესტროგენი იწვევს ლიბიდოს შემცირებასთან, ვაგინის სიმშრალესთან და უსიამოვნო შეგრძნებებთან ერთად. ამ შემთხვევაში აუცილებლად მიმართეთ ექიმს, რათა თავიდან აიცილოთ ენდომეტრიოზისა და სხვა დაავადებების გაჩენის საფრთხე.

მკითხველთა შთაბეჭდილებები