25 პროდუქტი, რომელიც ამცირებს კიბოსა და ინფარქტის რისკს და გეხმარებათ წონის დაკლებაში

Загрузка...

ყველამ იცის, რომ ნახევარფაბრიკატების მიღება ჩვენი ჯანმრთელობისთვის სახიფათოა, მაგრამ მათი უმრავლესობა ბევრი ჩვენგანისთვის მაინც საყვარელი საკვებია. სწრაფი კვება, გმო, რაფინირებული შაქარი - როგორი გემრიელია, არადა ძალიან საშიში! რა არის ამ საკვების მთავარი პრობლემა?

საქმე ისაა, რომ მათი უმრავლესობა "მჟავეა". საკვები სტაბილიზატორები და გემოს გამაძლიერებლები, კუჭში მოხვედრისას აძლიერებენ საკვების მჟავიანობას. ბუნებამ ჩვენი კუჭი მხოლოდ ტუტოვანი საკვების მისაღებად მოამზადა.

ქრონიკული მჟავა-ტუტოვანი (pH) დისბალანსის შედეგები საშინელებაა: გულძმარვა, იმუნური სისტემის მუშაობის დარღვევა, მუდმივი დაბნეულობა, ძილიანობა, უსიამოვნო სუნი პირის ღრუდან, სიწითლე და კანის ქავილი და ა.შ.

OXOTV-ის რედაქცია დღევანდელ მასალაში წარმოგიდგენთ 25 ტუტოვან პროდუქტს, რომლებიც pH-ს დაბალანსებაში დაგეხმარებათ:

  1. ნესვი
    ეს შესანიშნავი "მრეცხავი" საშუალებაა თქვენი შინაგანი ორგანოებისთვის. ამასთან, ეს პროდუქტი ყველაზე მეტ ტუტეს შეიცავს: 8.5.
    ამას ისიც დავუმატოთ, რომ იგი სამყაროში ყველაზე მეტ ცელულოზას შეიცავს - 92%.

  2. წიწიბურა
    თუ აქამდე ხორბალს ანიჭებდით უპირატესობას, ესეიგი წიწიბურას სარგებლის შესახებ არაფერი გსმენიათ. ეს მკვებავი პროდუქტია, რომელიც მთელი დღის განმავლობაში სიმხნევეს გინარჩუნებთ და გულის ჯანმრთელობას გიუმჯობესებთ. მოკლედ რომ ვთქვათ, მიირთვით წიწიბურა. იგი დაგიცავთ გულ-სისხლძარღვთა უამრავი დაავადებისგან.

  3. ზეითუნის ზეთი
    ყველამ იცის, რომ ეს ძალიან სასარგებლო პროდუქტია, მაგრამ გამეორება - ცოდნის დედაა. სხვათაშორის, იგი უფრო მეტ ვიტამინ Е-სა და მონოგაუჯერებელ ცხიმოვან მჟავას შეიცავს, ვიდრე სხვა პროდუქტები.

  4. სელის თესლი
    სელის თესლიც დიდი რაოდენობით ცელულოზას, ტუტესა და ვიტამინ Е-ს შეიცავს. არსებობს მონაცემები, რომ ეს პროდუქტი ამსუბუქებს მენოპაუზის სიმპტომებსაც.
ესენი იყო მთავარი პროდუქტები, რომლებზეც აუცილებლად უნდა გაამახვილოთ ყურადღება. გთავაზობთ სიის გაგრძელებას:
  • ავოკადო - შეიცავს უამრავ მონოგაუჯერებელ ცხიმოვან მჟავას, რომელიც ამაგრებს გულს.
  • ბანანი - ტუტეს არაჩვეულებრივი წყარო და საუკეთესო საშუალებაა გულძმარვის საწინააღმდეგოდ.
  • ნებისმიერი სახის კენკრა შეიცავს ანტიოქსიდანტებს, რომლებიც ანეიტრალებენ სიმჟავეს.
  • სტაფილოშია ბეტა-კაროტინი, რომელიც ცნობილია მხედველობის გამაუმჯობესელი უნარით.
  • ნიორი არეგულირებს არტერიულ წნევას.
  • ბროკოლი სისხლში ქოლესტერინის დონეს ამცირებს.
  • ყურძენი კიდევ ერთი ბუნებრივი მკურნალია არტერიული ჰიპერტენზიის მქონე ადამიანებისთვის.
  • ანანასი არამხოლოდ ტუტეს შეიცავს, არამედ ასწრაფებს მეტაბოლიზმსაც.
  • ლიმონი შესაძლოა მჟავა-პროდუქტი გეგონოთ, რეალურად კი მასში უამრავი ტუტეა.
  • ბრიუსელის კომბოსტო - საუკეთესო კიბოსსაწინააღმდეგო საშუალება მსოფლიოში.
  • მჟავე კომბოსტო და სხვა მწნილები სავსეა პრობიოტიკებით, რომლებიც აუცილებლად უნდა ჩართოთ რაციონში.
  • ყვავილოვანი კომბოსტო პურის იდეალური შემცვლელია.
  • გრეიფრუტში უკიდურესად მნიშვნელოვანი ვიტამინი А და С შედის.
  • ზღვის წყალმცენარეები დიდი რაოდენობით რკინას შეიცავს და ამცირებს კუჭის მჟავიანობის დონეს.
  • ქვინოა არეგულირებს სისხლში შაქრის დონეს.
  • კიტრი 90% წყლისგან შედგება, 10% კი ის ნივთიერებებია, რომლებიც კანის ჯანმრთელობას უწყობს ხელს.
  • ოხრახუში აუვნებელყოფს ნაწლავებში მავნე ნივთიერებებს.
  • მანგო მსხვილი ნაწლავის გასაწმენდად საუკეთესო საშუალებაა.
  • ისპანახი შეიცავს დიდი რაოდენობით ტუტესა და იშვიათ ვიტამინებს.
  • ფორთოხალი გიცავთ გრიპისგან და აძლიერებს იმუნიტეტს.
  • პაპაი ბუნებრივი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც უსწრაფესად გამოდევნის ტოქსინებს მსხვილი ნაწლავიდან.

მკითხველთა შთაბეჭდილებები