დედა-დიასახლისმა ინტერნეტ-სამყარო შეძრა კითხვით: "შენ რას აკეთებ მთელი დღის განმავლობაში?

Загрузка...

მუდმივად ერთი და იმავე ფრაზის - "შენ რას აკეთებ მთელი დღის განმავლობაში?" - მოსმენით, ფლორიდელმა ტატუ-ოსტატმა, რიშელ კასლბერიმ გადაწყვიტა დაეწერა პოსტი ყველა დედა-დიასახლისის სახელით, ამან კი ინტერნეტ-სამყარო შეძრა.

OXOTV-ის რედაქცია გთავაზობთ რიშელის მიერ დაწერილ პოსტს, რომელიც ყველამ უნდა წაიკითხოს იმის გასაგებად, თუ რაზე მიდიან დედები ყოველდღე.

ყველაფერი იწყება წარმოსახვითი სიტუაციიდან, როცა ქმარი(ქ) ხვდება ფსიქოლოგს(ფ):

"ფ: სად მუშაობთ, მისტერ როჯერს?

ქ: ბანკში ბუღალტერად ვმუშაობ.

ფ: თქვენი ცოლი?

ქ: ის არ მუშაობს, დიასახლისია.

ფ: ვინ ამზადებს საჭმელს ოჯახისთვის?

ქ: ჩემი ცოლი, რადგან არ მუშაობს.

ფ: რომელ საათზე იღვიძებს?

ქ: იგი დილით ადრე იღვიძებს, რადგანაც უნდა ჩააცვას ბავშვებს, დარწმუნდეს, რომ ჭამეს, კბილები გაიხეხეს და ჩანთები ჩაალაგეს. პატარასთან ერთად იღვიძებს, რათა საფენი გამოუცვალოს, ძუძუთი კვებოს, შემდეგ კი დანარჩენები სკოლაში გაუშვას.

ფ: როგორ მიდიან თქვენი შვილები სკოლაში?

ქ: ჩემს ცოლს მიჰყავს, რადგან იგი არ მუშაობს.

ფ: ამის შემდეგ რას აკეთებს?

ქ: როგორც წესი, რახან ცენტრში გამოდის, ცდილობს რომ ყველაფერი გააკეთოს, რათა მეორედ არ მოუხდეს სახლიდან ბავშვით გასვლა. გადასახადებს იხდის ან მაღაზიაში შეივლის. ხანდახან რაღაც ავიწყდება და ცენტრში ისევ უწევს ბავშვით წასვლა. მერე სახლში მიდის, ბავშვს საფენებს უცვლის, კვებავს, აძინებს, მერე სამზარეულოს ალაგებს, სარეცხს რეცხავს, სახლს აწესრიგებს - ის ხომ არ მუშაობს.

ფ: რას აკეთებთ თქვენ საღამოს, როცა სახლში მიდიხართ?

ქ: ვისვენებ, რა თქმა უნდა, მე ხომ ვიღლები მთელი დღე მუშაობით.

ფ: და თქვენი ცოლი რას აკეთებს საღამოს?

ქ: იგი ამზადებს ვახშამს, მერე ყველა ერთად ვვახშმობთ. ისევ ალაგებს სამზარეულოს, რწმუნდება, რომ ძაღლი გაასეირნეს, ეხმარება ბავშვებს საშინაო დავალებებში, შმდეგ კი ამზადებს დასაძინებლად: აძლევს თბილ რძეს, ავალებს საღამურების ჩაცმასა და კბილების გახეხვას. მერე, ღამის განმავლობაში დგება და აჭმევს პატარას, თუ საჭიროა, უცვლის საფენებსაც. მას ხომ დილით ადრე სამუშაოზე წასვლა არ უწევს.

-ეს მსოფლიოში ქალების უმეტესობის ყოველდღიურობაა და ამას ეწოდება - არ მუშაობს?"

დიასახლისებს დიპლომები შეიძლება არ ჰქონდეთ, მაგრამ ოჯახურ ცხოვრებაში ისინი გადამწყვეთ როლს ასრულებენ.

დააფასეთ თქვენი დედები, დები, ბებიები, დეიდები, ქალიშვილები.... რადგანაც მათი მსხვერპლი ფასდაუდებელია.

ვიღაცამ ჰკითხა მას:
-მუშაობ თუ უბრალოდ დიასახლისი ხარ?

მან უპასუხა:
"მე ცოლად ვმუშაობ დღეში 24 საათის განმავლობაში - მე ვარ დედა, ქალი, ქალიშვილი, მაღვიძარა, მზარეული, მოსამსახურე, ძიძა, ხელოსანი, დაცვა, მრჩეველი. არ მაქვს დასვენება და ავადმყოფობის ბიულეტენი, ვმუშაობ დღითა და ღამით, არ ვიღებ ამისთვის ხელფასს.."

და მაინც, ყოველდღე გვესმის ეს ფრაზა: "რას აკეთებ მთელი დღის განმავლობაში?"

ეძღვნება ყველა იმ ქალს, რომელიც თავის თავს ოჯახს უძღვნის. ქალი მარილივითაა - მის არსებობას ვერავინ ამჩნევს, ხოლო არარსებობა გემოს კარგავს.

მკითხველთა შთაბეჭდილებები