ამ თავსატეხს მხოლოდ 5-იდან 1 ადამიანი ხსნის სწორად: ვინ ამბობს სიმართლეს?

Загрузка...

მაშ ასე, დიდი ხანია ლოგიკური თავსატეხები თქვენთვის არ შემოგვითავაზებია და დროა, გამოცადოთ საკუთარი თავი. სცადეთ ამ ცნობილი, მოკლე და, ერთი შეხედვით, მარტივი ინგლისური თავსატეხი, რომელიც უკვე ძალიან ძველია, თუმცა აქტუალობას არ კარგავს.

OXOTV-ის რედაქცია წარმოგიდგენთ თავსატეხს, რომელსაც ადამიანების მხოლოდ 20% ხსნის სწორად.

"ჯონი ამბობს, რომ ჯასტინი იტყუება, ჯასტინი ამბობს, რომ ტომი იტყუება, ტომი კი ამბობს, რომ იტყუება ჯასტინიც და ჯონიც. გამომდინარე იქედან, რომ ამ სამიდან ან ერთ-ერთი ამბობს სიმართლეს, ან ყველა იტყუება, რომელი ამბობს სიმართლეს?"

ამ თავსატეხს მხოლოდ 5-იდან 1 ადამიანი ხსნის სწორად: ვინ ამბობს სიმართლეს?

სწორი პასუხია - ჯასტინი.

ახლა კი ყველაფერს აგიხსნით: თუ ტომი სიმართლეს ამბობს ჯონზე, ამ შემთხვევაში ჯონს ჯასტინი მართალი გამოჰყავს, რჩება ტომი, რომელიც იტყუება.
და თუ ჯონი ამბობს სიმართლეს, მაშინ გამოდის, რომ ჯასტინს ტომი მართალი გამოჰყავს, რაც, უკვე ვთქვით, რომ არაა სიმართლე.

დასკვნა: სიმართლეს მხოლოდ ჯასტინი ამბობს.

მკითხველთა შთაბეჭდილებები