პატარა თეთრი ხორკლების სახიდან მოშორება იმაზე მარტივია, ვიდრე თქვენ გგონიათ

Загрузка...

არსებობს კანის უამრავი პრობლემა, რომელთაგანაც სიამოვნებით გავთავისუფლდებოდით იმ შემთხვევაშიც კი, თუ ისინი არ აზიანებს ჩვენს ჯანმრთელობას. ეს ხორკლები უბრალო თეთრი კისტები ანუ ცილის გორაკებია კანქვეშ, რომლებიც პატარა ხალებს მოგვაგონებს. ისინი ასაკისგან დამოუკიდებლად ჩნდება. ეს "ხალები"სავსეა კერატინით, რომელიც ძალიან ჰგავს იმ ნივთიერებას, რომლისგანაც ფრჩხილები, თმები და კანი შედგება. თეთრი ლაქები დროთა განმავლობაში თავისით ქრება, მაგრამ თუ მათი სწრაფად მოშორება გნებავთ, OXOTV-ის რედაქცია გთავაზობთ რამდენიმე მარტივ და ეფექტურ საშუალებას:

  1. კანის მოვლა
    აუცილებელია სახის რეგულარული დაბანა და აქერცვლა, რადგანაც არსწორი მოვლა ამ თეთრ ლაქებს გაგიჩენთ. არ დაგავიწყდეთ კარგი დამატენიანებელი კრემის გამოყენებაც.

  2. საუნა
    საუნაში ვიზიტები დაგეხმარებათ ამ ლაქებისგან გათავისუფლებაში. ორთქლი გახსნის ფორებს, ამის შემდეგ კი მხოლოდ გახეხვა დაგჭირდებათ.

  3. მოერიდეთ მზეს
    მზის სხივების ჭარბი ზემოქმედება იწვევს ამ ლაქების რაოდენობის გაზრდას და მკურნალობის გართულებას. მოერიდეთ მზის სხივებს ან გამოიყენეთ მზისგან დამცავი კრემი.

  4. თაფლი
    თაფლს ჰიდრატაციის უნარი აქვს და მისი ანტიოქსიდანტური თვისებების წყალობით მარტივად დაამარცხებს ხორკლებს.

  5. ლიმონი
    სახლში დამზადებული ლიმონის სკრაბის დახმარებით მარტივად შეძლებთ ლაქების დარბილებასა და ჩამოხეხვას. ამისათვის, დაწურეთ ნახევარი ლიმონი, შეურიეთ 2 ს/კ შაქარი და 1 ს/კ ზეითუნის ზეთი. შეიზილეთ სკრაბი სახეზე რამდენიმე წუთის განმავლობაში, აცადეთ 20 წუთი და ჩამოიბანეთ თბილი წყლით.

  6. სიმინდის სახამებელი და ძმარი
    ამ ინგრედიენტების შეხამება მარტივად მოგაცილებთ ხორკლებს. 1 ჩ/კ ვაშლის ძმარს შეურიეთ საკმარისი რაოდენობით სიმინდის სახამებელი, რათა ფაფის კონსისტენცია გამოვიდეს. დაიტანეთ მასა სახის დაზიანებულ მონაკვეთებში და 20-30 წუთში ჩამოიბანეთ.

  7. ულბო
    თავისი ანტიოქსიდანტური, ანთებისსაწინააღმდეგო და ანტისეპტიკური თვისებების წყალობით, ულბოს ფოთლები ეფექტურად მოგაშორებთ აკნეს, გამონაყარსა და ხორკლებს.

  8. აბუსალათინის ზეთი
    თავისი ანტიბაქტერიული თვისებების წყალობით, ზეითუნის ზეთი არეგულირებს კანის ცხიმის გამოყოფას. ეს ძალიან პოპულარული საშუალებაა გამონაყარისა და აკნეს წინააღმდეგ, რომელიც ხორკლებსაც ებრძვის. აიღეთ 1 ჩ/კ ზეთი და შეიზილეთ სახეზე. დაელოდეთ შეწოვას და ჩამოიბანეთ თბილი წყლით.

  9. ბროწეული
    ბროწეულის მოხალული ფქვილი ძალიან პოპულარული საშუალებაა ხორკლების საწინააღმდეგოდ. ბროწეული მდიდარია С-ვიტამინით, რომელიც ამშვიდებს კანს და კურნავს მის ნაკლოვანებებს. ფხვნილის სახლში დასამზადებლად აიღეთ ბროწეულის კანი და მოხალეთ მანამ, სანამ იგი მუქი ყავისფერი არ გახდება. შემდეგ დააფქვიეთ და წყალთან ერთად დაიტანეთ ხორკლებზე. ფრთხილად იყავით - ამავე წყლით არ ჩამოიბანოთ ფხვნილი. ჩაიტარეთ პროცედურა კვირაში ერთხელ, სანამ ხორკლები არ გაქრება.

მკითხველთა შთაბეჭდილებები