როცა სხეული შველას ითხოვს - 10 მთავარი ნიშანი, რომლებიც არ უნდა უგულებელყოთ

Загрузка...

ადამიანის ორგანიზმი ურთულესი მექანიზმია აუარაცხელი პროცესებით, რომლებიც ერთდროულად, თუმცა ერთმანეთისგან დამოუკიდებლად მიმდინარეობს. როცა ორგანიზმში რაღაც რიგზე ვერ არის, ჩვენ, რა თქმა უნდა, ვგრძნობთ ამას. ადამიანები ამ ნიშნებს ყურადღებას არ აქცევენ და ამიტომ ძალიან გვიან მოქმედებენ.

OXOTV-ის რედაქცია წარმოგიდგენთ 10 მთავარ ნიშანს, რომელსაც ორგანიზმი კრიტიკული მდგომარეობის დროს იძლევა.

მშრალი კანი
მშრალი კანი ვიტამინ Е-ს დეფიციტის მანიშნებელია, რაც აუცილებლად დროულად უნდა მოაგვაროთ. მიირთვით ბევრი ნუში, კომბოსტო, მცენარეული ზეთი, ისპანახი, თევზი და კვერცხი, რათა გაზარდოთ ორგანიზმში ამ ვიტამინის დონე.

მტვრევადი თმები და ფრჩილები
ეს პრობლემა, როგორც წესი, ვიტამინ D-ს ნაკლებობითაა გამოწვეული, მის მოსაგვარებლად კი უნდა მიირთვათ ისეთი ბოსტნეული, როგორებიცაა კარტოფილი და ბროკოლი, ძროხის უმი რძე, კეფირი, იოგურტი და მარცვლეულის ზოგიერთი სახეობა.

ტკბილეულისკენ მიდრეკილება
როცა თქვენი ნერვული სისტემა გამოფიტულია და ენერგია ესაჭიროება, იგი ითხოვს ტკბილს. ეს იმას არ ნიშნავს, რომ მაშინვე შოკოლადი უნდა დაიტაცოთ - ამ მავნე საკვებთან ერთად მიირთვით თაფლი ან შავი შოკოლადი, რათა შეამციროთ ტკბილეულის მოთხოვნილება.

მჟავის მოთხოვნილება
თუ უეცრად მჟავისკენ ლტოლვა გაგიჩნდათ, დიდი ალბათობით, თქვენ ღვიძლის ან ნაღვლის ბუშტის პრობლემები გაქვთ. ამ პრობლემის გადასაწყვეტად მიირთვით ლიმონი და მოცვი.

ზღვისპროდუქტების მოთხოვნილება
ასეთი მოთხოვნილება ორგანიზმში იოდის დეფიციტის შედეგად ჩნდება და გვარდება მშრალი წყალმეცნარეების, წყლის მარცვლეულის, თინუსისა და ვირთევზის მიღებით.

ღრძილებიდან სისხლდენა
ამ პრობლემას, ძირითადად, ვიტამინ С-ს ნაკლებობა იწვევს, ამიტომაც მიირთვით საკმარისი კომბოსტო, ბროკოლი, კივი, კენკრა, პომიდორი, ბარდა და პაპაი ყოველდღე.

მარილიანი საკვების მოთხოვნილება
თუ ამგვარი მოთხოვნილება გაქვთ, ეს ნიშნავს პრობლემებს სასქესო ან შარდმდენ ორგანოებში.

გაღიზიანებადობა, ფეხების გაბუჟება, ძილის დაბალი ხარისხი
ეს პრობლემები გამოწვეულია ორგანიზმში კალიუმისა და მაგნიუმის დეფიციტით. იმისათვის, რომ ორივე მინერალის დონე გაზარდოთ, მიირთვით მეტი კომბოსტო, თხილი, ისპანახი, სელის თესლი, მზესუმზირა და ნუში.

მშრალი კანი იდაყვებზე
თუ შეამჩნიეთ, რომ იდაყვებზე კანის სიმშრალე გაქვთ, ეს ვიტამინ А-სა და С-ს ნაკლებობის გამოა. დაუმატეთ რაციონში გოგრა, ფორთოხალი, აბრიკოსი, ამ პრობლემის გადასაწყვეტად.

უმი პროდუქტები
თუ უმი პროდუქტები "გწყურიათ", მიირთვით დიდი რაოდენობით ნედლი ხილი და ბოსტნეული.

მკითხველთა შთაბეჭდილებები