ტესტი პიროვნების ხასიათზე: გაიგეთ თქვენი სულის საიდუმლოებები

Загрузка...

როგორ აღიქვამთ რეალობას? როგორია თქვენი მიზნები და მისწრაფებები? ამ ყველაფრის გაგებას ამ ტესტის დამსახურებით შეძლებთ, რომელიც ფსიქოლოგებმა სპეციალურად შეიმუშავეს ადამიანის ქცევების ემოციური შემადგენლობის სწრაფად გასაგებად.

OXOTV-ის რედაქცია გთავაზობთ ტესტს პიროვნების განსასაზღვრად. მის შედეგებზე დაყრდნობით შეძლებთ ცხოვრებისეული მოტივაციის გაგებას და ჩანაფიქრის სწრაფად განხორციელებას.

აირჩიეთ ფოტო, რომელიც მოგეწონათ ისე, რომ დიდხანს არ ჩაფიქრდეთ. იხილეთ შედეგები.

  1. შთამაგონებელი მაძიებელი - ცხოვრების შეცვლისა და ყოველდღიურობისგან გაქცევის სურვილი წარმოუდგენელი რისკებისაკენ გიბიძგებთ. სწორედ ამაშია თქვენი ცხოვრება. ბედის ყოველგვარი უკუღმრთობის საკუთარ თავზე გამოცდის შემდეგ, თქვენ იპოვით იმას, რასაც დიდი ხანია ეძებთ;

  2. თავდაჯერებული რეალისტი - ცხოვრება თქვენს გამძლეობას ამოწმებს სულ ახალ-ახალი "სიურპრიზების" მოვლენით. თქვენ ამაყად უძლებთ და სირთულეებზე არ წუწუნებთ. არ დაელოდოთ იმას, თუ როდის გაგიღიმებთ იღბალი - მიაღწიეთ ყველაფერს საკუთარი ძალებით;

  3. განდეგილი ფილოსოფოსი - თქვენ გახასიათებთ ჩაკეტილობა და სიმშვიდის მოპოვების სურვილი. თქვენთვის მთელი დღე მარტო, საკუთარ ფიქრებთან ერთად დარჩენა დღის იდეალური გატარებაა. საუბრები, თქვენი გაგებით, დროის ფუჭი ფლანგვაა;

  4. შესანიშნავი მსახიობი - არსენალში ათასერთი ნიღაბი გაქვთ. სიტუაციის მიხედვით თქვენ მას დაუყოვნებლივ ცვლით და სრულიად სხვა ადამიანად გარდაისახებით. ამ მოხერხებულობით მარტივად აღწევთ თქვენს გეგმებს;

  5. ფინანსისტი - თქვენს მოქმედებებში ყოველთვის ჩანს მშრალი გათვლები. არ ხართ მიჩვეული ლოგიკის გამოყენებას, მხოლოდ ფაქტები გაინტერეებთ. ნებისმიერი მოქმედება რამდენიმე ნაბიჯით წინ გაქვთ გათვლილი, ემოციებს კი სისუსტის გამომჟღავნებად თვლით;

  6. რომანტიკოსი - ოცნებები რეალობას გადაწონის. როცა სულიერად გიჭირთ, საკუთარ სამყაროში გადადიხართ, სადაც ყველაფერი თქვენი სცენარის მიხედვით ხდება. ასე უფრო მარტივად გადაგაქვთ ბედის უკუღმართობა. მიმნდობი ადამიანი ხართ, ადამიანების გჯერათ და თავად სხვებს არასდროს ატყუებთ.

  7. პედაგოგი - გონებამახვილობისა და ზოგადი ცოდნის წყალობით, თქვენ იცით საკუთარი ფასი. ხანდახან თქვენს მნიშვნელობას სხვების თვალში ამაღლებთ კიდევაც. ყველა კითხვაზე გაქვთ პასუხი. არასდროს აღიარებთ არაკომპეტენტურობას და ბოლომდე რჩებით საკუთარ პოზიციაზე;

  8. უდარდელი ანგელოზი - არ ხართ მიჩვეული ცხოვრებისეულ ჩავარდნებზე ყურადღების მიქცევასა და დიდხანს ატანას. დარდის მიზეზი არ გაქვთ, რადგანაც, ადრე თუ გვიან, ყველაფერი თავისით დალაგდება;

  9. მარადიული მებრძოლი - იმისათვის, რომ სამყარო უფრო კარგი გახადოთ და რეალობა გააკეთილშობილოთ, თქვენ მუდმივ ბრძოლაში ხართ. სხვების ტკივილი თქვენც გტკენთ და გაიძულებთ, ახალ ბრძოლაში ჩაებათ.

მკითხველთა შთაბეჭდილებები