მენსტრუცაციის დროს კოლტების წარმოქმნის 5 მიზეზი

Загрузка...

მენსტრუაციის დროს წარმოქმნილი სისხლიანი გამონადენის კონსისტენცია, ფერი და სიხშირე თვიდან თვემდე იცვლება. ზოგ შემთხვევაში ხდება კოლტების გამოყოფაც. მსოფლიო წამყვანი მედიკოსები ამბობენ, რომ ეს ყოველთვის ჯანმრთელობითვის საშიშროებას არ წარმოადგენს. მეტიც, ხშირად, ეს აბსოლუტურად ნორმალურია.

და მაინც, მიუხედავად იმისა, რომ კოლტები ყოველთვის არ არის საშიში, უნდა გახსოვდეტ, რომ ისინი შესაძლოა რომელიმე სერიოზული დაავადების შედეგად იყოს წარმოქმნილი.

OXOTV-ის რედაქცია წარმოგიდგენთ მენსტრუალური კოლტების წარმოქმნის 5 შესაძლო მიზეზს:

  1. პერიმენოპაუზა
    მენსტრუცაციის დროს კოლტების წარმოქმნის 5 მიზეზი

    დიდი რაოდენობით კოლტების შემცველი ციკლები შესაძლოა პერიმენოპაუზის(მენოპაუზამდელი სტადია) სიმპტომი იყოს. მოცემულ მდგომარეობას პროგესტერონის დონე განაპირობებს. ეს ჰორმონი, ესტროგენთან ერთად არეგულირებს მენსტრუაციას. მენოპაუზის დროს ესტროგენის დონე საგრძნობლად იზრდება, რაც ენდომეტრიის ზედა ფენას ძალიან ზრდის. ეს იწვევს სისხლში კოლტების რაოდენობის მომატებას.

  2. მუცლის მოშლა
    ზოგიერთი ექსპერტი ამტკიცებს, რომ ფეხმძიმეთა 15-20%-ში მუცლის მოშლა ხდება, სხვები კი თვლიან, რომ ეს ციფრები გაცილებით მაღალია, რადგანაც ამ პერიოდში ქალოების უმრავლესობამ არც კი იცის, რომ ფეხმძიმედაა. სხვა სიტყვებით, კოლტები შესაძლოა მუცლის მოშლის ნიშანი იყოს. ნუ შეგეშინდებათ - კოლტებს ჰორმონალური დისბალანსიც იწვევს.

  3. საშვილოსნოს მიომა
    მენსტრუცაციის დროს კოლტების წარმოქმნის 5 მიზეზი

    მიომა კეთილთვისებიანი სიმსივნეა, რომელიც საშვილოსნოს ღრუში იზრდება. თუმცა, კეთილთვისებიანობა უსაფრთხოებას არ ნიშნავს და მისი იგნორირება არ ღირს. მიომა იწვევს მუცლის ტკივილებს, შარდის ბუშტზე ზეწოლასა და მენსტრუაციის დროს კოლტებს.

  4. კონტრაცეპტივები
    ქალები ორგანიზმი სხვადასხვანაირად იღებს ჰორმონალურ(ჩასახვის საწინააღმდეგო პრეპარატები) და არაჰორმონალურ(შიდა სპირალი) კონტრაცეპტივებს. ერთ-ერთი უკუჩვენება შეიძლება იყოს მენორაგია, რომლის დროსაც მენსტრუაცია 7 დღეზე მეტ ხანს გრძელდება და დიდი რაოდენობით კოლტები გამოიყოფა.

  5. მემკვიდრული ანომალიები
    მენსტრუცაციის დროს კოლტების წარმოქმნის 5 მიზეზი
არსებობს მემკვიდრული დაავადებები, რომლის დროსაც ადამიანი მიდრეკილია სისხლდენისაკენ. ამ დაავადების მატარებელი ქალბატონები ხსირად უჩივიან კოლტებს მენსტრუაციის დროს. ასევე, იზრდება ჰემატომების გაჩენის, ღრძილებიდან და ცხვირიდან სისხლდენის სიხშირე.

მკითხველთა შთაბეჭდილებები