1-წუთიანი ტესტით შეძლებთ გაიგოთ, ხართ თუ არა შაქრიანი დიაბეტის რისკ-ჯგუფში

Загрузка...

ჯანმრთელობის დაცვა, დაავადების ლოდინში წამლებით ხელში დგომა ძალიან რთულია, არა? პროფილაქტიკასი უმარტივესი ტესტი დაგეხმარებათ, რომლის დახმარებითაც გაიგებთ, ხართ თუ არა შაქრიანი დიაბეტის რისკ-ჯგუფში. საუბარია მეორე ტიპის შაქრიან დიაბეტზე, რომელიც შემდგომ გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებს, მხედველობისა და თირკმლების პრობლემას, განგრენას იწვევს.

OXOTV-ის რედაქცია გტავაზობთ მარტივ ხერხს, რომლისთვისაც მხოლოდ ხელის თითები და ქვემოთ მოცემულ კითხვაზე პასუხის გაცემა დაგჭირდებათ.

  1. მოხარეთ სამი თითი, თუ ჭარბი წონა გაწუხებთ; ორი - თუ პატარა ღიპი გაქვთ; ერთი - თუ ჭარბი წონა უმნისვნელო და არარეგულარულია; არც ერთი, თუ წონის პრობლემები არ გაქვთ.
  2. მოხარეთ ორი თითი, თუ 60 წლის(ან მეტის) ხართ; ერთი - თუ 45ის(ან მეტის) ხართ; არც ერთი - თუ უფრო ახალგაზრდა ხართ.
  3. მოხარეთ ერთი თითი, თუ არ ხართ ფიზიკურად აქტიური; არც ერთი, თუ რეგულარულად ტვირთავთ სხეულს.
  4. მოხარეთ ერთი თითი, თუ სანათესაოში შაქრიანი დიაბეტით დაავადებული ადამიანები გყავთ; არც ერთი - თუ ასეთი ნათესავი არ გყავთ.
  5. მოხარეთ ერთი თითი, თუ მაღალი წნევა ან სტენოკარდია გაქვთ; არც ერთი - თუ დაბალ ან ნორმალურ წნევას ატარებთ.
  6. მოხარეთ ერთი თითი, თუ ეწევით, ქრონიკული უძილობა გაქვთ, მუდმივად გწყურიათ, მხედველობის პრობლემები ან დეპრესია გაქვთ.
  7. დაბოლოს, ქალბატონებო, მოხარეთ ერთი თითი, თუ გაგიჩენიათ ბავშვი 4100 გ-ზე უფრო დიდი წონით, ან ფეხმძიმობის დროს სისხლში გლუკოზის რაოდენობა მოგმატებიათ, ან საკვერცხეების პოლიკისტოზი გამოგიცდიათ.
შედეგი: თუ მთელი მუშტი ან უფრო მეტი მოხარეთ, პრედდიაბეტური მდგომარეობა სახეზეა. შესაძლოა, ეს იყოს გაფრთხილება, რომ დროა შეცვალოთ ცხოვრების წესი და მავნე ჩვევები.

მკითხველთა შთაბეჭდილებები