არ უგულებელყოთ ეს სიმპტომები, რადგანაც ისინი საშიშროების შესახებ გვაფრთხილებენ

Загрузка...

ყველამ იცის, რომ ჩვენი სხეული გვაძლევს მინიშნებებს, როცა ორგანიზმში რაღაც რიგზე ვერ არის. არავითარ შემთხვევაში არ უნდა უგულებელვყოთ ჩვენი სხეულის მიერ გამოგზავნილი სიმპტომები.

OXOTV-ის რედაქცია წარმოგიდგენთ ყველაზე პოპულარულ და გავრცელებულ სიმპტომებს, რომლებიც კონკრეტული ვიტამინების დეფიციტზე მიგვანიშნებს.

  1. სხეულის ნაწილების გაბუჟება და წვის შეგრძნება
    თუ სხეულის რომელიმე ნაილი ხშირად გიბუჟდებათ, ეს შეიძლება ვიტამინ B9, B6-ს ან B12-ის ნაკლებობას მიანიშნებდეს. ეს ვიტამინები ძალიან მნიშვნელოვანია ნერვული სისტემისთვის. თუ ვიტამინ B-ს ნაკლებობა გაქვთ, ამას შეუძლია ანემია, დეპრესია და დარლილობა გამოიწვიოს. პრობლემის მოსაგვარებლად მიირთვით ისპანახი, ბოლოკი და ნებისმიერი ტიპის მარცვლეული და რძის პროდუქტი.

  2. წითელი ან თეთრი გამონაზარდები, რომლებიც აკნეს ჰგავს, ხელებზე, ლოყებსა და თეძოებზე
    ეს სიმპტომები ჰორმონალურ დისბალანსზე, რიგ შემთხვევებში კი А და D ვიტამინის ან ცხიმოვანი მჟავების ნაკლებობაზე მიუთითებს. უნდა მიიღოთ სასარგებლო ცხიმებით სავსე პროდუქტი, ზოგიერთი თხილი და სელის თესლი.

  3. წითელი გამონაყარი სახეზე, რომელიც ქავილს იწვევს
    ექსპერტები ამტკიცებენ, რომ ეს სიმპტომი პირდაპირ მიუთითებს ბიოტინის ნაკლებობაზე. მიირთვით მიწისთხილი, ბანანი, პომიდორი, ნუში, თხის რძე, მაწონი, სტაფილო, თხილი, ხახვი, ავოკადო, რძე და სოკო.

  4. ნახეთქები ტუჩის კუთხეებში
    ამ სიმპტომის ყველაზე გავრცელებული გამომწვევი მიზეზებია: დიაბეტი, დასუსტებული იმუნური სისტემა, პირის ღრუს არასწორი ჰიგიენა ან ცუდი სანიტარული პირობები, საუბრის დროს ტუჩების ენით დასველება, ბაქტერიციდული სტრეპტოკოკებით ან სტაფილოკოკებით, სოკოებით(ძირითადად, კანდიდით) გამოწვეული ინფექციები, რკინის დეფიციტით გამოწვეული ანემია ან ვიტამინ -ს ნაკლებობა, უკანა კბილების არქონა, კუჭქვეშა ჯირკვლის ჰიპერსეკრეციით გამოწვეული კუჭის გაღიზიანება.
    ყველა ეს სიმპტომი რეალურად თუთიისა და ვიტამინ В-ს(B3, B2 და B12) ნაკლებობითაა გამოწვეული. პრობლემის გადასაჭრელად მიირთვით ტოფუ, კვინოა, სამარხვო ყველი, ისპანახი, არაქისი, ნებისმიერი ტიპის მარცვლეული.

მკითხველთა შთაბეჭდილებები