გაიგეთ, რისი გაკეთება არ შეიძლება მშიერ კუჭზე

Загрузка...

ყველასთვის ცნობილია ფრაზა - "ის ხარ, რასაც ჭამ." თუმცა, დიდი მნიშვნელობა აქვს იმასაც, თუ რას ვაკეთებთ ჭამამდე. ამიტომაც, თუ საუზმე ვერ მოასწარით, ან მთელი დღე საქმეებზე იყავით და დილის ტრაპეზის ამარა დარჩით, ასე აღარასდროს მოიქცეთ.

OXOTV-ის რედაქცია წარმოგიდგენთ 9 ცდუნებას, რომლებსაც მშიერი კუჭის შემთხვევაში უნდა გაუძლოთ:

ტკივილგამაყუჩებლის მიღება
თუ დილას ასპირინის მიღებას მიეჩვიეთ, თავიდან მოიცილეთ ეს ცრურწმენა, რადგანაც არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატი არამხოლოდ უმოქმედოა მშიერ კუჭზე, არამედ სერიოზულ საფრთხეს უქმნის თქვენს ჯანმრთელობას. უკეთესი იქნება, თუ დილით მტკივნეულ შეგრძნებებს ასე გაუმკლავდებით: არ მიიღოთ ალკოჰოლი ღამით, დიდი დრო გაატარეთ სუფთა ჰაერზე და დაიძინეთ დროულად. თუ თავს ძალიან ცუდად გრძნობთ, წამლის მიღებამდე ერთი ჭიქა რძე მაინც დალიეთ.

დილის ყავა
გაიგეთ, რისი გაკეთება არ შეიძლება მშიერ კუჭზე

უკოფეინო ყავაც კი იწვევს კუჭის წვენის ჭარბ გამოთავისუფლებას. მას შეუძლია კუჭის წვა ან სხვა უსიამოვნო შეგრძნებები გამოიწვიოს. ამ სასმლით საუზმის ჩანაცვლება შესამჩნევად შეამცირებს სეროტონინის დონეს, რაც უარყოფითად აისახება თქვენი დღის განწყობაზე. და მაინც, თუ დილა ყავის გარეშე ვერ წარმოგიდგენიათ, აუცილებლად დაუმატეთ მას ნაღები ან რძე, აირჩიეთ ნატურალური ყავა ხსნადის ნაცვლად.

ალკოჰოლის მიღება
მშიერ კუჭზე ალკოჰოლის მიღება, თანაც, საჭმლის დაუყოლებლად, აჩქარებს მის შეწოვას ორჯერ. ალკოჰოლის გადამუშავების პროდუქტები კი, პირიქით, დიდი ხანი არ გამოდის ორგანიზმიდან, რაც საშინელ ნაბახუსევს იწვევს, დილით კი ტკივილგამაყუჩებლის დალევა, როგორც გავიგეთ, არ შეიძლება. ამ დისკომფორტის გარდა, ალკოჰოლი თქვენს ღვიძლს, გულსა და თირკმლებს სერიოზულ პრობლემებს უქმნის.

რეზინის ღეჭვა
გაიგეთ, რისი გაკეთება არ შეიძლება მშიერ კუჭზე

კუჭის წვენი, რომელიც რეზინის ღეჭვის დროს გამოიყოფა, იწვევს კუჭის ლორწოვანი შრის დაზიანებას, ამიტომაც არ ღირს მისი ჭარბი მოხმარება. შესაძლებელია გასტრიტის განვითარებაც. მაშინაც კი, თუ ახლახან მიირთვით, არ შეიძლება რეზინის 10 წუთზე მეტხანს ღეჭვა. შეარჩიეთ კევი ნატურალური დამატკბობლებით - ქსილიტით ან სორბიტით.

ძილი
გლუკოზის დაბალი დონე და შიმშილის შეგრძნება ხშირად იწვევს უძილობას, თუმცა თუ გაგიმართლათ და ჩაგეძინათ, ძილი მხოლოდ ზედაპირული იქნება. ძილის უკმარისობა კი შიმშილის გრძნობას აძლიერებს და მეორე დღეს შესაძლოა ძალიან ბევრი ჭამოთ. დაძინებამდე 2 საათით ადრე აუცილებლად ივახშმეთ მსუბუქად.

ძალოვანი სავარჯიშოები
გაიგეთ, რისი გაკეთება არ შეიძლება მშიერ კუჭზე

არსებობს მოსაზრება, რომ მშიერ კუჭზე სავარჯიშოები უფრო კარგად წვავს კალორიებს. კუნთოვანი მასის დაკარგვას, რა თქმა უნდა, შეძლებთ, აი ცხიმებს კი ვერსად წაიღებთ. ასეთი ვარჯიშის ეფექტი მცირდება, რადგან ორგანიზმს არ ჰყოფნის ენერგია. შეცვალეთ ძალოვანი ვარჯიშები კარდიოდატვირთვებით, ხოლო თუ საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემები გაქვთ, აუცილებელია ვარჯიშის დროს წახემსებაც, რადგან ამდროს გამოიყოფა დიდი რაოდენობით კუჭის წვენი.

საყიდლებზე წასვლა
გაიგეთ, რისი გაკეთება არ შეიძლება მშიერ კუჭზე

ყველასთვის ცნობილია სიტუაცია, როცა მაღაზიაში მშიერი შედიხართ წყლისთვის და პროდუქტებით სავსე გამოდიხართ. რეალურად, მშიერ კუჭზე თქვენი კუჭი მოქმედებს ტვინზე არამხოლოდ სურსათის მაღაზიაში, რადგანაც ის იძლევა სიგნალს "მე მინდა" - "მე მინდა ჭამა"-ს ნაცვლად, ამიტომაც თქვენ არასაჭირო ნივთებს ყიდულობთ. შეადგინეთ საყიდლების სია და გათვალეთ ქეში - არ გადაიხადოთ ბარათით, ასე უფრო ნაკლებს დახარჯავთ.

ფორთოხლის წვენის მიღება
მჟავე და მტკიცე ბოჭკოები, რომლებსაც ციტრუსი შეიცავს, აღიზიანებს თქვენს ცარიელ კუჭს. განსაკუთრებულ საფრთხეს ეს მათთვის წარმოადგენს, ვისაც გასტრიტი ან მისი გაჩენის რისკი აქვს. იმისათვის, რომ ახლადდაწურულმა წვენმა სარგებელი მოგცეთ, გააზავეთ იგი წყალში 2:1 ან 1:1 პროპორციით. სხვათაშორის, ციტრუსი ერთადერთი პროდუქტი არაა, რომლის მიღებაც არ შეიძლება მშიერზე.

კამათი
გაიგეთ, რისი გაკეთება არ შეიძლება მშიერ კუჭზე

მეცნიერები ამტკიცებენ, რომ შიმშილის გრძნობა გართმევთ თავშეკავებულობასა და ტაქტიანობას. ეს იმიტომ ხდება, რომ თვითკონტროლს ენერგია სჭირდება, რომლის დეფიციტსაც შიმშილის დროს განვიცდით. თუ საჭმელად დრო არ გაქვთ, აირჩიეთ თბილი სასმელი და შესთავაზეთ თანამოსაუბრესაც, რათა საუბარი უფრო მეგობრული გახდეს.

მკითხველთა შთაბეჭდილებები