25 მარტივი ეშმაკობა, რომლებიც შეუდარებელს გაგხდით

Загрузка...

ქალი ყოველთვის სავსეა საზრუნავით - ოჯახი, ბავშვები, სამსახური და, სამწუხაროდ, მას არ აქვს ბევრი დრო საკუთარი თავისთვის. OXOTV-ის რედაქცია ამ მასალაში გთავაზობთ ეშმაკობებს, რომლებიც დაგეხმარებათ, ყოველთვის კარგად გამოიყურებოდეთ.

  1. მარტივი ტანვარჯიში სახისთვის
    დილით, გაღვიძებისთანავე შეასრულეთ სახის მარტივი სავარჯიშოები - ეს გააუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და მიანიჭებს კანს ჯანსაღ იერს.

  2. დაივიწყეთ შავი ლაინერი
    თუ არ გაქვთ დრო თვალების მოსახატავად, უბრალოდ შეიღებეთ კანი წამწამების ზოლზე შავი ლაინერით - ასე წამწამებს სიხშირეს მიანიჭებთ ტუშის გარეშე. ჩვეულებრივ ყოველდღიურ მაკიაჟში წაისვით ყავისფერი ან ნაცრისფერი ლაინერი - ასე უფრო ბუნებრიობასა და გახსნილობას შეიძენთ.

  3. ატარეთ კოსა
    თუ ხშირი თმა არ გაქვთ, ან დრო არ გაქვთ სხვა ვარცხნილობისთვის, გაიკეთეთ კოსა. თმები უფრო მოცულობითი გამოჩნდება. თუ ვარცხნილობისთვის დრო მუდმივად ცოტა გაქვთ, შეიჭერით თმა ისე, რომ არ დასჭირდეს განსაკუთრებული დალაგება.

  4. აივარცხნეთ წარბები ზემოთ
    ასე ვიზუალურად აფართოებთ თვალებს და ახალგაზრდულად გამოიყურებით.

  5. შეიღებეთ წამწამების ძირები
    25 მარტივი ეშმაკობა, რომლებიც შეუდარებელს გაგხდით

    შავი ლაინერით ან ფანქრით შიღებეთ კანი წამწამების ძირებს შორის, ასე უფრო ხშირი წამწამები გამოჩნდება მაშინაც კი, თუ ტუში არ წაგისვამთ.

  6. შეარჩიეთ ცივი ფერის პომადა
    თუ არჩევანს ცივ ფერზე შეაჩერებთ, თქვენ ვიზუალურად გააფერმკრთალებთ კბილებს და ისინი უფრო თეთრი გამოჩნდება. იმისათვის, რომ მაღაზიაში ტუჩსაცხი ზუსტად შეარჩიოთ, იგი ხელისგულზე კი არა, თითების ბალიშებზე დაიტანეთ, რომელზეც კანის ფერი უფრო მიახლოებულია ტუჩის ფერთან.

  7. შეიშხეფეთ სუნამო მხრებსა და ზურგზე
    25 მარტივი ეშმაკობა, რომლებიც შეუდარებელს გაგხდით

    თუ ასე მოიქცევით, ყველგან სასიამოვნო არომატს დატოვებთ, ახლო კონტაქტის დროს კი სხვებს დისკომფორტს არ შეუქმნით.

  8. დალალები სახისგან შორს
    თუ თმებს ბიგუდებით ან უთოთი იხვევთ, მაქსიმალურად შორს წაიღეთ კულულები სახისგან. ასე სახე უფრო გახსნილი, ვარცხნილობა კი მოდური გამოჩნდება.

  9. ატარეთ ხორცისფერი ლაქი
    თუ მანიკურს იკეთებთ და მის დატოვებას კვირის განმავლობაში აპირებთ, მიანიჭეთ უპირატესობა ნაზ და პასტელურ ფერებს, რადგან იგი თავსებადი იქნება ნებისმიერ ადგილას, ნებისმიერ ტანსაცმელთან.

  10. დააფასეთ ბუნებრიობა
    თმები უფრო ლამაზი გამოჩნდება, თუ აღარ გამოიყენებთ უთოსა და ფენს და ისე შეიჭრით, რომ თქვენი ჩარევის გარეშეც ლამაზი ვარცხნილობა გამოდიოდეს.

  11. ატარეთ თან მშრალი შამპუნი
    საბედნიეროდ, კოსმეტოლოგიაში გაჩნდა ისეთი საშუალება, როგორიც მშრალი შამპუნია. ახლა, თუ თქვენ დაგეძინათ და ვერ ასწრებთ ბანაობას, აღარ მოგიწევთ ცხიმიან თმაზე წუწუნი. კარგი იქნება, თუ თან თმის ანტისტატიკურ სპრეისაც ატარებთ.

  12. ისწავლეთ გლუვი ვარცხნილობის კეთება
    ეს კიდევ ერთი საშუალებაა გარეგნობის გასაუმჯობესებლად.

  13. დაივიწყეთ ღია კონსილერი
    25 მარტივი ეშმაკობა, რომლებიც შეუდარებელს გაგხდით

    გახსოვდეთ, რომ კანის დეფექტებისა და თვალქვეშ შავი წრეების დასაფარავად არ უნდა გამოიყენოთ ძალიან ღია ტონის კონსილერი, რადგანაც საწინაარმდეგო ეფექტს მიიღებთ. თქვენს ჩანთაში, ისევე, როგორც კონსილერი, შეუცვლელი იქნება ჰაილაითერი, თუმცა არ შეიძინოთ იგი ბრინჯაოს ელფერში.

  14. მოისინჯეთ პომადა თითებზე და არა ხელის გულზე
    პოპულარული ბლოგერები ხშირად გვაჩვენებენ პომადის ტონებს ხელის გულებზე, რეალურად კი არასწორად იქცევიან. ხელის გულზე არ არსებობს წითელი პიგმენტი, ამიტომაც ტუჩსაცხი მასზე მოყვითალო და ღია ფერის ჩანს. აი, თითების ბალიშები ვარდისფერია და ტონით ტუჩებთან ახლოსაა.

  15. არ ატაროთ დაწებებული წამწამები
    25 მარტივი ეშმაკობა, რომლებიც შეუდარებელს გაგხდით

    ამაზე უფრო ძველმოდური არაფერია.. გაიზარდეთ, წამოწიეთ, მაგრამ არ მიიწებოთ, რადგან ეს მეთოდი უკვე გასული საუკუნიდანაა.

  16. დაიტანეთ კრემი წრიული მოძრაობებით
    ასეთი დატანება დაეხმარება კრემს კანში ღრმად ჩაჯდომასა და მის გამოკვებაში, შედეგად კი კრემის გამოყენების ეფექტი გაიზრდება. მოძრაობები სახის ცენტრიდან კუთხეებისკენ უნდა იყოს მიმართული.

  17. ჯერ მაკიაჟი, შემდეგ ვარცხნილობა
    (თუ თქვენ ცხენის კუდს ან გლუვ ვარცხნილობას არ იკეთებთ, რა თქმა უნდა.) ჩამოშვებული თმები აუცილებლად მოხვდება სახეზე და ხელს შეგიშლით გაღებვაში.

  18. იქონიეთ 2 ტუში
    შავი - ზედა წამწამებისთვის, ყავისფერი - ქვედასთვის. ასე თვალები უფრო ბუნებრივად გამოიყურება. ქვედა წამწამები ადამიანებს ერთი-ორი ტონით ღია აქვთ ზედასთან შედარებით.

  19. შეიძინეთ კოსმეტიკა ჰერმეტულად დაცულ ფლაკონებში
    25 მარტივი ეშმაკობა, რომლებიც შეუდარებელს გაგხდით

    კრემიც და ტონიც დაცული იქნება ბაქტერიებისგან და უფრო დიდხანს მოგემსახურებათ, თუ მათ ტუმბო-დოზატორის შეფუთვით შეიძენთ.

  20. ატარეთ თან სპრეი-ანტისტატიკი თმებისთვის
    მგონი არ ღირს ამის ახსნა.

  21. შეიძინეთ სახის ჯაგრისი
    25 მარტივი ეშმაკობა, რომლებიც შეუდარებელს გაგხდით

    დამიჯერეთ: გაწმენდა გაცილებით ეფექტურია, თუ ამ ნივთს გამოიყენებთ, თანაც, თქვენი კანი უფრო უკეთესი გახდება ვიზუალურად.

  22. იპოვეთ თქვენი წითელი პომადა
    და არ შეცვალოთ იგი! ცუდად შერჩეულმა ტუჩსაცხმა შესაძლოა ლუქი გაგიფუჭოთ.

  23. არასდროს გამოიყენოთ მბზინავი ბრონზერი
    25 მარტივი ეშმაკობა, რომლებიც შეუდარებელს გაგხდით

    ა-რას-დროს!

  24. საყინულეში ყოველთვის იქონიეთ ყინული
    თუ ზაფხულის ცხელ დღეს გესაჭიროებათ მაკიაჟი, გირჩევთ, წინასწარ გადაიტაროთ სახეზე ყინულის კუბი. ასე უფრო ტანასწორი მაკიაჟი გამოგივათ, რომელიც უფრო დიდხანსაც გაჩერდება სახეზე,

  25. შეიძინეთ თეთრი, ფხვიერი პუდრი
    25 მარტივი ეშმაკობა, რომლებიც შეუდარებელს გაგხდით


წელიწადის ნებისმიერ დროს გამოიყენეთ თეთრი პუდრი. მისი საფუძვლად გამოყენებით თქვენ შემატებთ მაკიაჟს გამძლეობას. ამას გარდა, თეთრი პუდრა დამალავს სახეზე ჭარბ ცხიმს.

მკითხველთა შთაბეჭდილებები