ეს სამკურნალო სავარჯიშოები მწვავე ართროზის დროს ეფექტურ დახმარებას გაგიწევთ

Загрузка...

ყველაზე ხშირად, კოჭის ახსრები, ისევე, როგორც სხვები, ტრავმის შედეგად ართროზით/ართრიტით ზიანდება: ფეხის გადაბრუნების, მყესის დაჭიმულობის, გიფსის უსწორმასწორობის ან სხვა უამრავი მიზეზის გამო. ამ სახსარს ერთი თავისებურება ახასითებს - იგი მარტივად შეშუპდება, თუ ორგანიზმში მარილისა და წყლის ბალანსი დაირღვევა.

ხანგრძლივი შეშუპება იწვევს ნორმალური მოძრაობის შეზღუდვას, ეს კი, თავის მხრივ, ართროზსა(სახსრის ხრტილების დისტროფიულ ცვლილებებს) და ართრიტს(სახსრის ანთებას). ართრიტი ზრდის შეშუპებებს.

სახსარი იბერება და დარტყმითი მასაჟებით(ერთგვარი მასაჟი, რომელიც მოიცავს დასამუშავებელ ადგილზე მიჭერილ თითებსა და ხელის გულზე მუშტით დარტყმას) დამუშავება თითქმის შეუძლებელი ხდება.

შეშუპებისგან გასათავისუფლებლად აუცილებელია უმარილო დიეტა, შარდმდენი და ანთების საწინააღმდეგო საშუალებები(სხვათაშორის, ეს მეთოდები გამოიყენება შარდ-კენჭოვანი დაავადებების მკურნალობის დროსაც).

მძიმე შეშუპებების დროს დაგეხმარებათ ფეხებაწეული წოლა და კოჭების მჭიდროდ შეხვევა ბინტებით. შეშუპების დროს არავითარ შემთხვევაში არ შეზღუდოთ სითხის მიღება(ეს ყველაზე გავრცელებული შეცდომაა შეშუპების თვითმკურნალობის დროს), წინააღმდეგ შემთხვევაში, შეშუპების ადგილიდან და მთლიანი ორგანიზმიდან არ გამოიდევნება ის ტოქსინები, რომლებიც ამ მდგომარეობას უწყობს ხელს.

აი, სახსარმა მიიღო მეტ-ნაკლებად ნორმალური ზომები. ახლა შეგიძლიათ მკურნალობის დაწყება, ამისათვის კი OXOTV-ის რედაქცია შემდეგ სავარჯიშოებს გთავაზობთ:

  1. დაწექით ზურგზე, დაჭიმეთ ფეხები. დაიწყეთ ტერფების მოძრაობა თქვენკენ და შემდეგ უკან. სავარჯიშო სრულდება მაქსიმალურად მოდუნებულზე და მოძრაობების მინიმალური ამპლიტუდით;
  2. წინა მდგომარეობის შენარჩუნებით, დაიწყეთ ტერფების გვერდებზე გადაწევ-გადმოწევა მაქსიმალურად მსუბუქად და მოდუნებულად;
  3. დაჯექით დაბალ სკამზე. ტერფები მთლიანად უნდა ეხებოდეს იატაკს. "იარეთ" ტერფების აწევითა და დადებით, ერთმანეთის მონაცვლეობით.
სავარჯიშოების შესრულების საერთო დრო დღეში 1-დან 3-4 საათამდეა.

სავარჯიშოების გარდა, აუცილებელია სახსრის სპეციალური დამუშავება. ამის გაკეთება საკუთარ თავზე ძალიან რთულია, ამიტომაც პაციენტს დამხმარე დასჭირდება.
სახსრის დამუშავება ხდება კოჭზე ძალიან მჭიდროდ დადებულ ხელზე მუშტის საკმაოდ ძლიერად დარტყმით. ამ დროს პაციენტი გვერდზე უნდა იწვეს(ჯანმრთელი ფეხის მხარეს).

ეს სამკურნალო სავარჯიშოები მწვავე ართროზის დროს ეფექტურ დახმარებას გაგიწევთ

დარტყმები მონაცვლეობს კოჭისა და ქუსლის ძვლების მიმართულებით, ქვემოთ-წინ და ქვემოთ-უკან კოჭისაგან. ტერფის მდგომარეობა დამუშავებისას იცვლება: დასაწყისში ტერფი მიმართულია თავისკენ, შემდეგ მარჯვნივ, ბოლოს კი მარცხნივ.

დამუშავება ტერფის ნეიტრალურ მდგომარეობაში უნდა დასრულდეს.

მიუხედავად იმისა, რომ კოჭის სახსარი საკმაოდ გამძლეა და მისი დაზიანება რთულია, დარტყმებს შორის რეკომენდებულია პაუზა პაციენტის შეგრძნებების გათვალისწინებით.

ზიანდება ფეხის თითების სახსრებიც, განსაკუთრებით კი დიდი თითის სახსარი, რაც, უმეტესად, ტრავმებითაა გამოწვეული.

ამ შემთხვევაში, მკურნალობის სქემა იგივეა(სავარჯიშოები, სახსრის გარე დამუშავება და დიეტა).

სავარჯიშო თითის სახსრისთვის: დაჯექით სკამზე, დაალაგეთ ტერფები იატაკზე, ნელა და მსუბუქად დაიწყეთ თითების მოხრა-გაშლა. გააკეთეთ ეს მოძრაობები დღეში რამდენჯერმე და საკმაოდ დიდხანს.

სახსრის დასამუშავებლად პაციენტი უნდა დაწვეს დივანზე მუცლით, მუხლში მოხაროს მტკივნეული ფეხი, დამხმარემ კი დივანზე დადოს ფეხი და მოაქციოს პაციენტის ტერფი თავის მუხლზე. მჭიდროდ მიჭერილ ხელზე მუშტების დარტყმა უნდა განხორციელდეს ფეხის თითების ქვედა ბალიშებზე. მასაჟისტმა უნდა მოჰკიდოს ხელი თითებზე და მიიტანოს ისინი ბალიშებთან, შემდეგ კი გაუშვას.

ხდება ისეც, რომ ართროზის დროს ფეხის ერთი კი არა, რამდენიმე სახსარია დაზიანებული. ასეთ შემთხვევაში გირჩევთ შემდეგი სავარჯიშოების გაკეთებას:
  1. დაჯექით მაღალ სკამზე ან მაგიდაზე ისე, რომ ფეხები თავისუფლად ეკიდოს. ფრთხილად შეარხიეთ ფეხები - მოძრაობის ამპლიტუდა 10 სმ-ს არ უნდა აღემატებოდეს. მძიმედ დაზიანებული სახსრების შემთხვევაში, გააკეთეთ სავარჯიშო ყოველ საათში 5 წუთის განმავლობაში, დანარჩენებმა კი დღეში რამდენჯერმე, 5-10 წუთის განმავლობაში. აუცილებელია სავარჯიშოს ისე შესრულება, რომ მცირედი ტკივილიც კი არ იგრძნოთ.

  2. დაჯექით სკამზე და დაალაგეთ ფეხები იატაკზე. ცერებზე წამოწიეთ ტერფები იატაკიდან 1-2 სმ-ის დაშორებით, დაისვენეთ 3 წამით და გაიმეორეთ მოძრაობა.
სერიოზული დაავადებების დროს, ამ სავარჯიშოების გაკეთება რეკომენდებულია დღეში რამდენიმე საათის განმავლობაში.

სავარჯიშოების სწორად შესრულების შემთხვევაში არ უნდა იგრძნოთ არც ტკივილი, არც დაღლილობა.

მკითხველთა შთაბეჭდილებები