მიირთვით ეს სასმელი ძილის წინ და მეორე დღესვე შეამჩნევთ უდიდეს ცვლილებებს

Загрузка...

თანამედროვე ცხოვრების წესმა, რომელმაც თავისი გიჟური გრაფიკით მთლიანად ჩაგყლაპათ, ძალიან ცუდად იმოქმედა კვებაზე. სწრაფად მოსამზადებელი კერძები, ერთი შეხედვით, ძალიან მოსახერხებელია, თუმცა, საბოლოო ჯამში, მას ჭარბი წონის დაგროვებისკენ მივყავართ.

დღესასწაულებზე უამრავი გემრიელი კერძი იდო მაგიდებზე, ტკბილეულშიც დიდი არჩევანი გქონდათ, ამ ყველაფრით ტკბობაც, რასაკვირველია, წონის მატებას იწვევს.

დღესასწაულების შემდეგ სასწორზე დგომა ყველასთვის იმედგაცრუებას იწვევს.. ბუნებრივია, გახდომა მოგინდებათ, მაგრამ ვარჯიშის გარეშე მალევე ნებდებით.

OXOTV-ის რედაქცია ამ მასალაში გახდომის არაჩვეულებრივ საშუალებას წარმოგიდგენთ, რომელსაც არავითარი ზედმეტი ძალისხმევა არ დასჭირდება. ეს სასმელი, ამასთან, მკვებავიცაა და დაგეხმარებათ მუცლის არეში ცხიმების მოკლე დროში დაწვაში. კიდევ ერთი დადებითი მხარე: მისი მომზადება სახლის პირობებში ძალიან მარტივია. სასმლის ინგრედიენტებს კი 4 ნატურალური პროდუქტი შეადგენს:

ოხრახუში
მდიდარია ანტიოქსიდანტებით, ვიტამინებითა და მინერალებით. ეს ყველაფერი ორგანიზმს ჭარბი სითხისგან გათავისუფლებაში ეხმარება ისე, რომ კუჭში უსიამოვნო შეგრძნებებს არ ქმნის. ამას გარდა, იგი მინიმალურ კალორიებს შეიცავს, რაც პრობლემას არ შეგვიქმნის გახდომის პროცესში.

ლიმონი
იმ რამდენიმე ხილის სახეობიდან ერთ-ერთი, რომლებიც ორგანიზმიდან ტოქსინებს გამოდევნის. ამიტომაც, ეს გადამწყვეტი ინგრედიენტია გასახდომად.

ვაშლის ძმარი
ეს პროდუქტი ძმარმჟავას შეიცავს, რაც აუცილებელია ცხიმების წვისათვის. მისი სასმელში ჩამატებით მიიღებთ დადებით ეფექტს.

Bioscience, Biotechnology and Biochemistry-ის მიერ გამოქვეყნებული კვლევების თანახმად: "ეს სასმელი აწვრილებს წელს და გვეხმარება ცხიმების წვაში". კვლევაში ჭარბწონიანი იაპონელი მამაკაცები მონაწილეობდნენ. მონაწილეების რაოდენობის ნახევარმა მიიღო ეს სასმელი, ნახევარმა კი - არა. რამდენიმე დღის შემდეგ, სასმლის მომხმარებლებმა იხილეს შედეგები - მათ გაცილებით ნაკლები ცხიმოვანი წილი ჰქონდათ ორგანიზმში.

სხვა მხრივ, ვაშლის ძმარი სიმაძღრის შეგრძნებას გაძლევთ, ამიტომაც, მისი დალევის შემდეგ ჭამის სურვილი გიქრებათ, შედეგად კი კარგავთ წონას.

სასმლის მომზადებისა და მიღების წესი:
აადუღეთ 250 მლ წყალი 3 ს/კ დანაყულ ოხრახუშთან ერთად, ადუღებისთანავე გადმოდგით ცეცხლიდან და გააციეთ 3-5 წუთის განმავლობაში. გამოწურეთ 1 ც ლიმონი სრულად და ჩაასხით წვენი წყალში. ბოლოს, დაუმატეთ 1 ს/კ ძმარი და კარგად შეურიეთ.

ყოველღამით, დაწოლისას, მიირთვით 1 ჭიქა სასმელი. ასე თქვენ მოკლე ვადაში გახდებით გვერდითი მოვლენების გარეშე.

მკითხველთა შთაბეჭდილებები