აი, რატომ ეკრძალებათ უფროსებს დასვენების დღეებში თანამშრომლებთან დარეკვა საფრანგეთში

Загрузка...

საფრანგეთში, ჯერ კიდევ ერთი წლის წინ, მიიღეს შესანიშნავი კანონი: ახლა აქ სამსახურის უფროსებს უფლება არ აქვთ, თანამშრომლებს დასვენების დღეებში დაურეკონ. ამას გარდა, ახლა ნებისმიერი ფირმისა და კომპანიის თანამშრომლებს სრული უფლება აქვთ, ხელმძღვანელობისგან ელექტრონული ფოსტაც არ წაიკითხოს არასამუშაო დროს.

სიმართლე რომ გითხრათ, გასაოცარია. ნუთუ არსებობს ქვეყანა, რომელშიც საკუთარ მოქალაქეებზე ნამდვილად ზრუნავენ? ახლა ამაზე უნდა ვიოცნებოთ. როგორ ფიქრობთ, რატომ მოხდა ასე?

მიღებულ კანონზე ექიმების დასკვნამ იმოქმედა: უფროსთან კონტაქტისას მიღებული სტრესი საღამოობით ჯანსაღ დასვენებას უშლის ხელს და ჯანმრთელობას აზიანებს. ეს უკვე დადგინდა შრომისმოყვარე ადამიანებზე კვლევით, რომლებიც მუდმივად ხაზზე არიან.

კიდევ ერთი ფაქტი საფრანგეთზე:

სამუშაო კვირა აქ მხოლოდ 35 საათს გრძელდება! ანუ, ფრანგის ტიპური სამუშაო დღე შუადღის 4 საათზე მთავრდება.

ზემოხსენებული კანონის მიღებამდე მოსახლეობა გამოიკითხა. მომუშავეთა 60%-მა კანონს მხარი დაუჭირა.


P.S. თქვენ რას იზამდით? თქვენი უფროსი თავს გაბეზრებთ? გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრებები ამ კანონის შესახებ.

მკითხველთა შთაბეჭდილებები