როგორ გავთავისუფლდეთ ცხიმგროვისგან ხალხური საშუალებებით

Загрузка...

სტატისტიკის მიხედვით, ლიპომა ძალიან გავრცელებული სენია, რომელიც ნებისმიერ ადამიანს შეიძლება დაემართოს ცხოვრების მანძილზე. ლიპომა, რომელიც ცხიმგროვის სახელითაა ცნობილი, ცხიმოვანი ქსოვილის კეთილთვისებიანი სიმსივნეა. ოფიციალური მედიცინისთვის მისი გაჩენის მიზეზები დღემდე უცნობია.

თუ თქვენ ბუნებამ ცხიმგროვით დაგაჯილდოვათ, ქირურგიული ჩარევის გარდა არსებობს ერთი ხალხური მეთოდი, რომელსაც ამ მასალაში OXOTV-ის რედაქცია წარმოგიდგენთ.

ლიპომა ნებისმიერ ადამიანს სხეულის ნებისმიერ მონაკვეთში შეიძლება გაუჩნდეს. ნუ დაუჯერებთ იმ მითს, რომ ეს პრობლემა მხოლოდ ჭარბწონიან ადამიანებში ვრცელდება. როგორ უნდა ამოიცნოთ ცხიმგროვა? ძალიან მარტივად: ამ გამობერილი კანის არშემჩნევა ძალიან რთულია. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ვერ შეამჩნიეთ, რაღაც დროის შემდეგ ის აუცილებლად მიიქცევს თქვენს ყურადღებას.

მიუხედავად იმისა, რომ ლიპომა თავის საწყის სტადიაში არ იწვევს არავითარ მტკივნეულ შეგრძნებას, ადამიანი მას მაშინვე ამჩნევს, რადგან კანქვეშ ჩნდება დაახლოებით 1-1,5 სმ დიამეტრის გამონაზარდი, შემდეგ სტადიებში კი შეხებისას შეირგძნობა რბილი და საკმაოდ ელასტიური ბურთულა, დაჭერის შემთხვევაში კი ტკივილს არ იწვევს.

ადამიანები ლიპომას საწყის სტადიებში ყურადღებას არ აქცევენ, მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ იგი კეთილთვისებიანი სიმსივნეა და არ იწვევს სერიოზულ ტკივილებსა და დაავადებებს, ცოტა ხანში იგი უამრავ დისკომფორტს გამოიწვევს.

ოფიციალური მედიცინა მისი მოშორების მხოლოდ ერთ ხერხს - ქირურგიულ ჩარევას გვთავაზობს. ჩნდება კითხვა - სხვაგვარად არ შეიძლება? დერმატოლოგების უმეტესობა უბრალოდ უარით გაგვისტუმრებს, თუმცა, თუ ლიპომა 1 ან 2 სმ დიამეტრისაა, გვთავაზობენ მისი სპეციალური ინექციით მოშორებას. ამ დროს შეჰყავთ სპეციალური ხსნარი, რომელიც რაღაც დროის განმავლობაში შლის სიმსივნეს, ეს ჩარევა კი მხოლოდ საწყის ეტაპზეა ეფექტური, როცა ცხიმგროვას მინიმალური ზომები აქვს.

გთავაზობთ ლიპომის მოშორების ნაცად და ეფექტურ ხალხურ მეთოდს კვერცხის ფენის საშუალებით. ამ მეთოდით თქვენ არაფერს კარგავთ, რადგანაც იყენებთ მხოლოდ და მხოლოდ ნატურალურ პროდუქტს, ამიტომაც, აუცილებლად სცადეთ!

თქვენ მხოლოდ ქათმის უმი კვერცხი დაგჭირდებათ.
გატეხეთ კვერცხი შუაზე და გააცალეთ ნაჭუჭს შიდა თხელი ფენა ძალიან ფრთხილად, შემდეგ კი დაიფინეთ იგი ცხიმგროვაზე.

ძალიან ბევრს ეპარება ეჭვი ამ მეთოდის ეფექტურობაში, რადგანაც "რაღაც კვერცხის ნაჭუჭის ქვედა ფენას შეიძლება ჰქონდეს სამკურნალო თვისებები". ამ შემთხვევაში, შეგიძლიათ მოიძიოთ ინფორმაცია იმის შესახებაც, რომ ზოგიერთი ფარმაცევტიული კომპანია სწორედ ამ ნაჭუჭის ქვედა ფენას იყენებს ზოგიერთი კრემის დასამზადებლად სახსრებისა და კანის დაავადებების საწინააღმდეგოდ.

გამოცდილების მიხედვით, სრულიად საკმარისია ამ პროცედურის შესრულება დღეში ერთხელ. ზოგიერთი პაციენტი ამას 2-3 დღეში ერთხელაც აკეთებდა, თუმცა 1 თვეში სრულიად მოიშორეს 4 სმ დიამეტრის ლიპომა.

იმისათვის, რომ ფენა მარტივად მოაშოროთ ნაჭუჭს, კვერცხის გატეხვისა და გამოცლის შემდეგ დაიცადეთ 2-3 წუთი, ასე ფენა შრება და უფრო მარტივად ძვრება. თუ მას ლიპომაზე 10 წუთის განმავლობაში მჭიდროდ და ფრთხილად მიიწებებთ, არავითარი დამატებითი დამჭერი არ დაგჭირდებათ, რადგან როცა ფენა გაშრება და გათეთრდება, იგი თავადაც კარგად მიეკრობა კანს. ფენა, რა თქმა უნდა, შიდა(წებოვანი) მხრიდან უნდა მიიწებოთ კანზე.

როგორ ხდება მკურნალობა
პირველი პროცედურების შემდეგ, შესაძლოა, მინიმალური წვის შეგრძნება გაგიჩნდეთ ლიპომაზე. ეს კარგია, რადგანაც მიანიშნებს, რომ მკურნალობის პროცესი უკვე დაიწყო. უკვე რამდენიმე პროცედურის შემდეგ, ლიპომა გასივდება, შეშუპდება და გაწითლდება. ამის არ შეგეშინდეთ, რადგანაც ეს ბუნებრივია. კვერცხის ფენა, თითქოსდა, ცხიმგროვას კანისკენ ამოწევს, ხოლო ის ნივთიერებები, რომლებიც კანმა ფენისგან შეიწოვა, ცხიმოვან ქსოვილებზე იმოქმედებს, რომლებისგანაც სიმსივნე შედგება. ცხიმები მალევე დაიშლება, ამ ადგილის გასიება და შეშუპება კი პროცესის შედეგია.

ლიპომის გაქრობა ძალიან სწრაფად ხდება: მაგალითად, 4სმ-იანი ლიპომა 10 პროცედურის შემდეგ ქრება. მკურნალობის დროს, კარგი იქნება, თუ ცხიმიან საკვებზე უარს იტყვით. მიზეზი ძალიან მარტივია - მკურნალობის დროს ღვიძლი იტვირთება, რადგან სწორედ ისაა პასუხისმგებელი ორგანიზმიდან შლაკების გამოდევნაზე და თუ პროცედურების დროს მიიღებთ ცხიმიან საკვებს ან ალკოჰოლს, ღვიძლი მეტისმეტად გადაიტვირთება.

მკითხველთა შთაბეჭდილებები