მოიხსენით დაძაბულობა გადატვირთული დღის შემდეგ ამ შესანიშნავი ცხელი აბაზანით

Загрузка...

მდოგვის ხსენებისას ადამიანებს მხოლოდ ჰოთ-დოგი ან ბუტერბროდი ახსენდებათ, მაგრამ რეალურად, მას ბევრი სასარგებლო რამისთვის იყენებენ. გარდა იმისა, რომ იგი გემრიელი სანელებელია, მისი გამოყენება ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად და სახლის დასალაგებლადაც კი შეიძლება.

OXOTV-ის რედაქცია წარმოგიდგენთ მდოგვის გამოყენების ხერხებს, რომელთა წაკითხვის შემდეგაც მას სულ სხვა თვალით შეხედავთ :)

მდოგვი ადუნებს კუნთებს
მყესი დაგეჭიმათ? კუნთები ხშირად გტკივათ? მდოგვი ეფექტურად დაგეხმარებათ. თუ ფეხებზე ან წელის არეში კუნთები გაქვთ დაჭიმული, მიიღეთ ცხელი აბაზანა მდოგვით. 2ს/კ სანელებელს შეურიეთ 2 ს/კ მინერალური მარილი და შეურიეთ ეს მასა ცხელ აბაზანას. მდოგვი გაზრდის მარილის ეფექტურობას და შეგიმსუბუქებთ მტკივნეულ შეგრძნებებს. თუ ტკივილის შემსუბუქება უფრო მცირე მონაკვეთზე გინდათ, შეგიძლიათ მალამო მოამზადოთ: 1 : 2 პროპორციით შეურიეთ მშრალი მდოგვი და ფქვილი. შემდეგ დაუმატეთ წყალი ისე, რომ მიიღოთ კრემის კონსისტენცია. შეახვიეთ იგი ბინტში და გააჩერეთ 20-30 წუთით.

მოიხსენით დაძაბულობა გადატვირთული დღის შემდეგ ამ შესანიშნავი ცხელი აბაზანით

უბრუნებს თქვენს კანს ელასტიურობას
მდოგვისგან შეგიძლიათ სახის შესანიშნავი ნიღაბიც დაამზადოთ! იგი შეიცავს ვიტამინ Е-ს, ანტიოქსიდანტებს და სხვა ანთებისსაწინააღმდეგო საშუალებებს, რომლებიც აჯანსაღებს კანს. დაიტანეთ მდოგვის თხელი ფენა სახეზე, მოერიდეთ თვალის ირგვლივ მონაკვეთებს, გაიჩერეთ 15 წუთით და ჩამოიბანეთ თბილი წყლით. თქვენი კანი იბრწყინებს! მშრალი კანის მქონე ადამიანებისთვის ეს მეთოდი არ არის რეკომენდებული.

გიხსნით დაჭიმულობისგან
ამ მომენტიდან მდოგვი აუცილებლად ატარეთ მოგზაურობისა და ლაშქრობისას. თუ იგრძენით, რომ კუნთი გეჭიმებათ, შეიზილეთ მდოგვი ამ მონაკვეთში და კუნთი მალევე მოეშვება. ამის გაკეთება პრევენციისთვისაც შეგიძლიათ.

შესანიშნავი კონდიციონერია თმისთვის
მდოგვის ზეთი თმებზე სასწაულებს ახდენს. თმის კონდიციონერის გამოყენების შემდეგ შეიზილეთ მდოგვის ზეთი თმაში და მსუბუქი მასაჟი გაიკეთეთ. სასურველია, იგი 8 საათის განმავლობაში გაიჩეროთ. თუ მისი წასმა ღამით გსურთ, აუცილებლად დაიფარეთ ქუდი, რათა საწოლის თეთრეული დაიცვათ. შედეგად კი შესანიშნავ, რბილ და ხავერდოვან თმებს მიიღებთ.

კურნავს მცირე დამწვრობებს
თუ საჭმლის მომზადებისას დაიწვით ხელი, მაშინვე დაიმუშავეთ დამწვრობა ცივი წყლით, შემდეგ კი ცოტაოდენი მდოგვი დაიტანეთ. იგი არამხოლოდ ხელს უშლის ბუშტუკების წარმოქმნას, არამედ ეფექტურად ამცირებს ტკივილს. მდოგვი შეიცავს ალილის იზოციანატს, რომელიც ასტიმულირებს უჯრედების აღდგენას და ხელს უშლის კანის დაზიანებას.

გათავისუფლებთ უსიამოვნო სუნისგან
ყველამ იცის ჭურჭლის უსიამოვნო სუნი. გთავაზობთ შესანიშნავ მეთოდს პროფილაქტიკისთვის: მდოგვის ფხვნილი ჩაყარეთ ბოთლში, დაასხით ცხელი წყალი და კარგად შეანჯღრიეთ, შემდეგ რეცხეთ ჭურჭელი წყლით მანამ, სანამ ეს სუნი არ მოშორდება. მეთოდი კარგია ქვაბების, ტაფებისა და საჭმლის კონტეინერებისთვის.

კურნავს გაციებას
გაციების მსუბუქი სიმპტომები გაქვთ? მდოგვი მაშინვე დაგეხმარებათ! შეიზილეთ მდოგვი მკერდის არეში, დაიფინეთ თბილი ხელსახოცი და აცადეთ მასას შეწოვა. მდოგვიანი ტილოთი სხეულის გაწმენდაც შეგიმსუბუქებთ სიმპტომებს.

მკითხველთა შთაბეჭდილებები