გათავისუფლდით ფრჩხილის სოკოსგან ამ მარტივი და ეფექტური მეთოდით, სანამ გვიანი არ არის

Загрузка...

ონიქომიკოზი ხელისა და ფეხის ფრჩხილების სოკოვანი დაზიანებაა. სოკო სერიოზული დაავადება არ არის, თუმცა შეიძლება მან ქრონიკული სახე მიიღოს და გავრცელდეს ისე, რომ დისკომფორტი და ფრჩხილების ვიზუალური დამახინჯება გამოიწვიოს. რა თქმა უნდა, არსებობს სამკურნალო პრეპარატები, მაგრამ ნატურალური საშუალება უკეთესია. ონიქომიკოზთან ერთად, ვისაუბრებთ სოკოვანი ინფექციის ნებისმიერ ტიპზე:

ფაქტორები, რომლებიც ონიქომიკოზზე სასარგებლოდ მოქმედებენ:
არსებობს ფრჩხილის სოკოს განვითარების ენდოგენური და ეგზოგენური ფაქტორები:
  • დიაბეტი;
  • დაბალი იმუნიტეტი;
  • პერიფერული სისხლძარღვების დაავადება;
  • ასაკი;
  • სიცხე;
  • ჭარბი ოფლიანობა;
  • საზოგადოებრივ ადგილებში ფეხშიშველი სიარული ან განმეორებითი ტრავმა.
ონიქომიკოზის მკურნალობა
უნდა ითქვას, რომ ადგილობრივი მკურნალობა არ არის სავსებით ეფექტური, რადგანაც პრეპარატები ძალიან ღრმად ვერ აღწევენ კანში. თანაც, სოკოსსაწინააღმდეგო პრეპარატებს გვერდითი მოვლენებიც აქვს.

OXOTV-ის რედაქცია სოკოსგან გათავისუფლების ხალხურ მეთოდს გთავაზობთ, თუმცა მასთან ერთად აუცილებელია ორალური პრეპარატების მიღებაც!

არომათერაპია ფრჩხილის სოკოს სამკურნალოდ:
ეთერზეთები ეფექტურია სოკოს სამკურნალოდ. უნდა აღინიშნოს, რომ არომათერაპია უნდა შეეთავსოს სხვა ალოპათიური მკურნალობის მეთოდებს.

სოკოს სამკურნალოდ ყველაზე გავრცელებული ეთერზეთია ჩაის ხის ზეთი, რადგანაც მას გააჩნია ანტიბაქტერიული, სოკოსსაწინააღმდეგო და ანტივირუსული თვისებები.

სოკოს სამკურნალოდ უნდა შეასრულოთ შემდეგი პროცედურა:
  1. თანაბარი პროპორციებით შეურიეთ ჩაის ხისა და მცენარეული ზეთი. შეგიძლიათ გამოიყენოთ არგანის, ზეითუნის ან მზესუმზირის ზეთი;
  2. ბამბის ტამპონის გამოყენებით, შეიზილეთ ზეთების მასა დღეში სამჯერ დაზიანებული კიდურის ყველა ფრჩხილზე.
თუ სოკო არ გაქრა მომდევნო 2-3 თვის განმავლობაში, წინა რეცეპტს აუცილებლად უნდა დაუმატოთ ორეგანოს ზეთი.

8 კვირის შემდეგ შეგიძლიათ დაამზადოთ ერთგვარი მიქსტურა ეთერზეთებისგან:
  • ჩაის ხის ეთერზეთი;
  • 3 მლ ორეგანოს ეთერზეთი;
  • 2 მლ პალმაროსის ეთერზეთი;
  • 1 მლ ჩინური დარიჩინის ეთერზეთი;
  • 5 მლ არგანის ზეთი.
დაიტანეთ ზეთების მასა დღეში სამჯერ, სოკოს სრულად გაქრობამდე.

მკითხველთა შთაბეჭდილებები