50+ ქალბატონებისთვის ჯინსები რეკომენდებული არ არის

Загрузка...

ეს დასკვნა ინგლისელმა სწავლულებმა გამოიტანეს, ამავე ქვეყნის მოქალაქეთა გამოკითხვის შემდეგ. უცნაური ინგლისური გაგება.. მე ლედი დღემდე უცნაური ვარცხნილობით, იდაყვამდე ხელთათმანებითა და მუხლებამდე ყელსაბამით წარმომიდგენია.

ჯერ 50 წლის არ გავმხდარვარ, მაგრამ ვფიქრობ, რომ ჯინსებზე უარს არასდროს ვიტყვი - ის ძალიან მომწონს. აი, რას წერს ამ თემაზე ერთი ახალგაზრდა ქალბატონი: "50 წლის შემდეგ ჯინსებში მხოლოდ დაბალდე დაბალი სოციალური ფენის წარმომადგენლები დადიან. სად უნდა გამოჩნდნენ? აი მეტროში ფეხზე დასადგომად კი შესანიშნავი და კომფორტული ტანსაცმელია. რა თქმა უნდა, ლუმპენი(დაბალი ფენის წარმომადგენელი) გაბრაზდება, თუ მას ყოველდღიურ ძონძებს წაართმევთ. ვარსკვლავები, რა საკვირველია, არ ითვლება."

ჩემი აზრით, არავის აქვს ადამიანებისთვის ამგვარი შეურაცხყოფის მიყენების უფლება, რა სტატუსსაც არ უნდა ატარებდეს ეს ქალბატონი სოციუმში. გემოვნებაზე არ დაობენ და, ვინც რას ჩათვლის კომფორტულად და ლამაზად, იმას ჩაიცვამს.

თქვენ რას იტყვით, მართლა უნდა აუკრძალონ 50+ ქალბატონებმა საკუთარ თავს ჯინსების ჩაცმა?

მკითხველთა შთაბეჭდილებები