დაუჯერებელი ფაქტები მოხარშულ თევზზე: ნამდვილად ისეთი სასარგებლოა, როგორც თქვენ ფიქრობთ?

Загрузка...

გასაოცარია, როგორ შეიძლება ერთი და იგივე პროდუქტი იყოს წარმოუდგენლად სასარგებლო და, ამასთან, მავნებელიც. ყველაფერი კი მომზადების მეთოდებზეა დამოკიდებული. ავიღოთ, მაგალითად, თქვენი საყვარელი თევზი. მდინარის თუ ზღვის - დიდი განსხვავება არაა. მისი შეწვით კანცეროგენების მთელ დოზას მიიღებთ, მოხარშვით - ვიტამინების მთელ ნაკრებს. ამის გაგების შემდეგ, რას აირჩევთ?

არც ისე დიდი ხნის წინ, დიდ ბრიტანეთში ჩატარდა კვლევათა მთელი სერია, რომლის მიზანიც იყო იმის გაგება, თუ რამდენად მავნებელია შემწვარი თევზი. შედეგები ყველასთვის შოკისმომგვრელი იყო.

OXOTV-ის რედაქციამ გადაწყვიტა ეს ინფორმაცია მათთვის მიეწოდებინა, ვისაც თევზი ძალიან უყვარს.

დაუჯერებელი ფაქტები მოხარშულ თევზზე: ნამდვილად ისეთი სასარგებლოა, როგორც თქვენ ფიქრობთ?

ამ კვლევით დადგინდა, რომ იმ ადამიანებში, რომლებიც რეგულარულად მიირთმევენ მოხარშულ თევზს, გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების გაჩენის რისკი 30%-ით იკლებს. შემწვარი თევზი, რომელიც ჩვენ ასე გვიყვარს, შეიცავს დიდი რაოდენობით კანცეროგენს.

დაუჯერებელი ფაქტები მოხარშულ თევზზე: ნამდვილად ისეთი სასარგებლოა, როგორც თქვენ ფიქრობთ?

შემწვარ პროდუქტზე უარის თქმა კარგი იქნება 50+ ადამიანებისთვის. მოხარშული თევზი შეიცავს დიდი რაოდენობით პოლიგაუჯერებელ ცხიმს, რომელიც იმუნიტეტს ამაღლებს, წმენდს სისხლძარღვებს და აუმჯობესებს გამავლობას. ყოველდღე მოხარშული თევზის მცირე პორციის მიღებით, თქვენ შეამცირებთ გულის დაავადებების რისკსაც. მეცნიერები არ გვაიძულებენ შემწვარი თევზის რაციონიდან მთლიანად ამოღებას და ამტკიცებენ, რომ მისი მოხარშულით ნაწილობრივი შეცვლის შემთხვევაშიც კი სრულიად საკმარისი იქნება.

დაუჯერებელი ფაქტები მოხარშულ თევზზე: ნამდვილად ისეთი სასარგებლოა, როგორც თქვენ ფიქრობთ?

თუ თქვენ ჩვეულებრივ ფილეს შეწვავთ, იგი არამხოლოდ სასარგებლო ნივთიერებების 90%-ს დაკარგავს, არამედ კანცეროგენებითაც გაივსება. არამხოლოდ დიეტოლოგები, არამედ ნებისმიერი ექიმიც გირჩევთ, რომ თევზი მოხარშოთ დაბალ ცეცხლზე, ცოტა წყალში.

გინდათ პროდუქტისგან მაქსიმალური სარგებელი მიიღოთ და გახდეთ კიდევაც? მაშინ აირჩიეთ 4%-ზე ნაკლები ცხიმის შემცველი თევზი. რაც შეეხება გაყინულ ფილეს, დაკონსერვებულ ან გაყინულ თევზს, მისი მიღება საერთოდ არაა რეკომენდებული.

იმისათვის, რომ მოხარშული თევზი გემრიელი იყოს, მოხარშეთ იგი ნაჭრებად. აიღეთ პატარა ქვაბი, ჩადეთ თევზი, მოასხით ცოტაოდენი წყალი, მარილი და დადგით ცეცხლზე. ასე თევზი წყალთან ერთად გათბება. რაც შეეხება წვრილ თევზს, მას უბრალოდ ცხელი წყალი უნდა მოასხათ, რადგანაც მალე მზადდება.

დაუჯერებელი ფაქტები მოხარშულ თევზზე: ნამდვილად ისეთი სასარგებლოა, როგორც თქვენ ფიქრობთ?

ზღვის სახეობებს დაფნის ფოთლებსა და ბოსტნეულს უმატებენ. ასევე, შეგიძლიათ ოხრახუშის ფესვიც დაჭრათ. ქვაბში ურევენ სოკოსა და ლიმონის წვენსაც. ბულიონი დაბალ ცეცხლზე უნდა ადუღოთ.

ამის წაკითხვის შემდეგ შემწვარ თევზზე მაშინვე უარის თქმა თითქმის შეუძლებელია. ინფორმაციის გასაანალიზებლად, ახალი რეცეპტების საპოვნელად და ახალ რაციონთან შესაგუებლად დროა საჭირო. თუნდაც პროცესი ნელი იყოს, მთავარი მაინც შედეგია!

მკითხველთა შთაბეჭდილებები