თურქეთის მეეზოვეებმა უარი თქვეს "უსარგებლო" წიგნების გადაყრაზე და ახლა ისინი დაწესებულებებს ამარაგებენ

Загрузка...

ანკარის ერთ-ერთ რაიონში, ჩანკაეში, დასუფთავების სამსახურის წარმომადგენლებმა უარი თქვეს გადაყრილი წიგნების ნაგავსაყრელზე დატოვებაზე და გახსნეს ბიბლიოთეკა. თავიდან, რა თქმა უნდა, ეს ბიბლიოთეკა მხოლოდ მომუშავეებისა და მათი ოჯახებისთვის იყო, მერე კი, როცა ეს ამბავი სხვებმაც გაიგეს, ხალხმა ბიბლიოთეკაში წიგნების ჩაბარება დაიწყო.

ბიბლიოთეკა 2017 წლის სექტემბერში გაიხსნა და ახლა იგი 6 000-მდე წიგნს ითვლის.
თურქეთის მეეზოვეებმა უარი თქვეს "უსარგებლო" წიგნების გადაყრაზე და ახლა ისინი დაწესებულებებს ამარაგებენ

აქ არამხოლოდ მხატვრული და საბავშვო ლიტერატურა, არამედ სამეცნიერო კვლევები და კომიქსებიცაა.
ბიბლიოთეკა ყოფილ აგურის ქარხანაში მოაწყვეს, რომელსაც გრძელი დერეფნები და აგურის კედლები აქვს.
თურქეთის მეეზოვეებმა უარი თქვეს "უსარგებლო" წიგნების გადაყრაზე და ახლა ისინი დაწესებულებებს ამარაგებენ

ამდროისთვის აქ იმდენი წიგნი აქვთ, რომ სკოლებსა და ციხეებს ამარაგებენ. ბიბლიოთეკის შენობაში მხოლოდ წიგნების კითხვა კი არა, ჭადრაკის თამაში და უბრალოდ დასვენებაც შეგიძლიათ.
თურქეთის მეეზოვეებმა უარი თქვეს "უსარგებლო" წიგნების გადაყრაზე და ახლა ისინი დაწესებულებებს ამარაგებენ

მკითხველთა შთაბეჭდილებები