ვამსხვრევთ მითებს: 13 ცრურწმენის რეალური წარმომავლობა

Загрузка...

ცრურწმენებს ყველა ჩვენგანზე დიდი გავლენა აქვს. ყველაზე ურწმუნო ადამიანიც კი ერიდება შავ კატებს და დროდადრო ხეზეც აკაკუნებს სამჯერ.

OXOTV-ის რედაქციამ გადაწყვიტა ყველაზე გავრცელებული ცრურწმენების წარმომავლობის მოძიება და თქვენამდე მოტანა. აღმოჩნდა, რომ თითოეულ მათგანს აქვს თავისი ისტორია.

  1. მარილის დაბნევამ "ჩხუბი იცის"
    ვამსხვრევთ მითებს: 13 ცრურწმენის რეალური წარმომავლობა

    მარილი ოდითგანვე გამოიყენებოდა მაგიურ რიტუალებში. ინდოეთში იმ ადამიანს, რომელიც მეგობრულ ურთიერთობებს გააფუჭებდა, "მარილის მოღალატეს" უწოდებენ.
    ლეონარდო და ვინჩის ცნობილ ტილოზე "საიდუმლო სერობა" გამოსახულია იუდა, რომელსაც სამარილე აქვს გადმობრუნებული. აი, ამ ცრურწმენის წარმოშობის მარტივი ახსნა. ადრე მარილი საკმაოდ ძვირადღირებული პროდუქტი იყო და, სწორედ ამიტომ, მარილის დაბნევა დიასახლისის გაბრაზებას იწვევდა. სამარილის გადმობრუნებით ადამიანი საშინელ ზიზღსა და აბუჩად აგდებას აჩვენებდა გარშემომყოფებს. შესაძლოა, ეს ცრურწმენა სპეციალურად მსახურებისა და ბავშვებისთვის მოიგონეს, რომლებმაც მარილის ფასი არ იცოდნენ.

  2. თუ გზად შავმა კატამ გადაგირბინათ, ეს უბედურებას მოასწავებს
    ამ ცრურწმენის წარმოშობის ერთ-ერთი ყველაზე სარწმუნო ისტორია ასეთია - ჯერ კიდევ 100 წლის წინ ქუჩებში განათება არ იყო, ამიტომაც გზად შავი ცხოველის შემჩნევა ღამით ძალიან რთული იყო. თუ შავი კატა ცხენს გადაურბენდა, იგი აუცილებლად შეხტებოდა და მხედარს გადააგდებდა.
    სხვა ისტორია იმას უკავშირდება, რომ შავ კატას ალქაჯის ერთ-ერთ შენიღბვად თვლიდნენ. სხვათაშორის, სლავ წარმართებს თეთრი კატების ეშინოდათ.

  3. გატეხილი სარკე - 7-წლიანი უბედურება
    ძველად სჯეროდათ, რომ ნებისმიერი სარკე ინახავს თავისი მფლობელის სულის გარკვეულ ნაწილს. თუ იგი გატყდებოდა, ადამიანი დაუცველი დარჩებოდა შავი ძალების წინაშე.
    რეალურად, სარკე ძველად წარმოუდგენლად ძვირი რამ იყო, რომელსაც შთამომავლობით გადასცემდნენ. ასეთი ნივთის შეძენა მხოლოდ ძალიან მდიდარ ადამიანებს შეეძლოთ.

  4. დანით ჭამა არ შეიძლება!
    წარმართობის დროს დანა მაგიური ძალების განსხეულებად ითვლებოდა. ამიტომ, მისი გამოყენება მხოლოდ და მხოლოდ დანიშნულებისამებრ შეიძლებოდა: თავდაცვის ან შრომის იარაღად. ვინც ამ ძველ წესს არღვევდა, იწვევდა ღმერთების წყრომას. ამასთან, შეეძლო ენაც გაეჭრა :)

  5. მახვილი მხრით დანის გადაცემამ კამათი იცის
    ამ ცრურწმენის პრაქტიკული არსი იმაში გამოიხატება, რომ ყველა მოქმედება სახიფათოა: დანამ დაცემის დროს შეიძლება ადამიანი დაჭრას. ძველად, მახვილი მხარით იარაღის გაწოდება ბრძოლაში გამოწვევას ნიშნავდა, სწორედ ამ მოვლენამ საფუძველი ჩაუყარა მეორე ცრურწმენასაც: თუ ადამიანს დანას ჩუქნიან, მან სიმბოლური ფასი უნდა გადაიხადოს. პრაქტიკულად, ასე მტკიცდება, რომ იგი ომს კი არ აცხადებს, არამედ ვაჭრობს.

  6. ქორწილამდე პატარძლის ნახვა არ შეიძლება
    ვამსხვრევთ მითებს: 13 ცრურწმენის რეალური წარმომავლობა

    ამ ცრურწმენის დასაბამი გარიგებით ქორწინებებია. რასაკვირველია, წყვილების მშობლები დარდობდნენ, რომ თუ ახალგაზრდები ერთმანეთს დაინახავდნენ, შესაძლოა გადაეფიქრებინათ დაქორწინება.

  7. ბედი რომ არ გათვალოთ, ხეზე უნდა დააკაკუნოთ
    ეს ცრურწმენა ჯერ კიდევ წარმართულ ხანაში დაიწყო. კერპთაყვანისმცემლებს სჯეროდათ, რომ ხეებში კეთილი სულები ცხოვრობდნენ და ისინი ნებისმიერი განსაცდელისგან დაიცავდნენ, თუ პირდაპირ მათ მიმართავდნენ. ქრისტიანობის დროს კი თავშესაფარს მდევრებისგან ადამიანები მონასტრის ხის კარზე ხელის შეხებისას პოულობდნენ.

  8. საათის ჩუქება წყვილის დაშორებას იწვევს
    ეს რწმენა ჩვენთან ჩინეთიდან მოვიდა. იქ საათის ჩუქება დაკრძალვაზე მიპატიჟებას ნიშნავდა. ჩვენს კულტურაშიც, ეს საქციელი მხოლოდ დაშორებას მოასწავებს, რადგანაც ითვლის მეგობრობის ვადას.

  9. ზღურბლზე დგომა ბედის გამოცდას ნიშნავს
    ძველად სახლის ზღურბლი წარმოადგენდა საზღვარს უსაფრთხო შიდა და საშიშ გარე სამყაროებს შორის.

  10. მზის ჩასვლის შემდეგ ნაგვის გადაყრა არ შეიძლება
    ითვლება, რომ თუ მზის ჩასვლამდე ნაგვის გატანას ვერ მოასწრებთ, ბოროტ ძალებს მოიხმობთ. რეალურად, ეს რიტუალი წინაპრებს სისუფთავის შენარჩუნებაში ეხმარებოდა.

  11. 666 - სატანის რიცხვი
    ბიბლიაში ეს რიცხვი სატანას ეკუთვნის, თუმცა მისი წარმომავლობა დღემდე უცნობია. ზოგიერთი ლინგვისტი თვლის, რომ ეს მთარგმნელების შეცდომის ბრალი იყო. სხვათაშორის, აზიაში ამ რიცხვს იღბლისმომტანად თვლიან.

  12. მეორმოცე დაბადებისდღის აღნიშნვა არ შეიძლება
    ვამსხვრევთ მითებს: 13 ცრურწმენის რეალური წარმომავლობა

    რელიგიებში რიცხვი 40 საკრარულად, რაღაც მოვლენის დაგვირგვინებად და სიკვდილის აღმნიშვნელადაც კი ითვლება. სლავები თვლიდნენ, რომ 40 წლის ასაკში ადამიანი გარდატეხის მომენტში შედის და მისი ცნობიერი უნდა გარდაისახოს, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი მალევე დაიღუპება. რა თქმა უნდა, ცხოვრების გადაანალიზებას ხალხმრავალი აღნიშნვა არ მოუხდებოდა.

  13. კოშმარული პარასკევი
    რატომ ეშინია ყველას 13 რიცხვის პარასკევის? როგორც აღმოჩნდა, სწორედ ამ დღეს გარდაიცვალა იესო, ადამმა და ევამ აკრძალული ხილი გასინჯეს, კაენმა კი აბელი მოკლა. ამას გარდა, გადმოცემების მიხედვით, ალქაჯების ღამის კრებაზე 12 ალქაჯი მიფრინავს, მეცამეტე მონაწილე კი თავად სატანაა!
    სხვათაშორის, დღემდე, 13 რიცხვის პარასკევს მანქანების რაოდენობა ქალაქებში 29%-ით იკლებს.
ფსიქოლოგებმა აღნიშნეს, რომ ყველაზე მეტად ცრურწმენების 17-29 წლამდე ასაკის ქალებს სჯერათ. მათ 23%-ს მისტიური არსებების სჯერა. 50 წლის შემდეგ კი ყოველი მესამე მამაკაცი და მეცხრე ქალბატონი ივიწყებს ამ რწმენების შესახებ.

მკითხველთა შთაბეჭდილებები