რეკონსტრუქტორებმა იმ 18 წლის გოგონას სახე აღადგინეს, რომელიც 9 000 წლის წინ ცხოვრობდა

Загрузка...

საბერძნეთში ნაპოვნი 18 წლის გოგონას(მას ავგი დაარქვეს) სახის რეკონსტრუქცია აკროპოლის მუზეუმში, ერთ-ერთ ღონისძიებაზე ათენის უნივერსიტეტის სწავლულებმა წარადგინეს 2018 წლის 19 იანვარს.

OXOTV-ის რედაქცია ამ საოცარი გოგონას შესახებ გიამბობთ.

ავგი ცენტრალურ საბერძნეთში შუა მეზოლითის ხანაში, დაახლოებით, ძვ.წ. მეშვიდე ათასწლეულში ცხოვრობდა. მისი ძვლები მიეკუთვნება იმ პერიოდს, როცა ადამიანები მომთაბარე-მონადირე ცხოვრებიდან მობინადრეობაზე გადავიდნენ.

რეკონსტრუქტორებმა იმ 18 წლის გოგონას სახე აღადგინეს, რომელიც 9 000 წლის წინ ცხოვრობდა

გოგონას სახელი ითარგმნება, როგორც "აისი", მეცნიერებმა მას ასე იმიტომ დაარქვეს, რომ იგი სწორედ ცივილიზაციის დასაწყისის ერას მიეკუთვნება.

ჯერ კიდევ ცოტა რამ ვიცით იმის შესახებ, თუ როგორ ცხოვრობდა და გარდაიცვალა ავგი, მაგრამ, სამაგიეროდ, მისი გარეგნობა ჩვენთვის ცნობილია: ჩაცვენილი ყვრიმალები, მძიმე შუბლი და ღრმული ნიკაპზე.

რეკონსტრუქტორებმა იმ 18 წლის გოგონას სახე აღადგინეს, რომელიც 9 000 წლის წინ ცხოვრობდა

მართალია, თავიდან არქეოლოგები ფიქრობდნენ, რომ ავგის ძვლები 15 წლის გოგონას ეკუთვნოდა, თუმცა, კბილების გამოკვლევამ აჩვენა, რომ იგი 18 წელზე ნაკლების არ უნდა ყოფილიყო. მიუხედავად იმისა, რომ მისი სახის ნაკვთები თავის ქალას გაზომვებით გამოითვალა, ზოგიერთი მახასიათებელი, მაგალითად, თმისა და თვალების ფერი კონკრეტული რეგიონისთვის დამახასიათებელი ნიშნებით შეივსო.

რეკონსტრუქტორებმა იმ 18 წლის გოგონას სახე აღადგინეს, რომელიც 9 000 წლის წინ ცხოვრობდა

ავგის სახის რეკონსტრუქცია ნამდვილად დიდი საქმეა! გოგონას სახის აღსადგენად საჭირო გახდა უამრავი კონსულტაცია ენდოკრინოლოგთან, ორთოპედთან, ნევროლოგთან, პათოლოგოანატომთან და რადიოლოგთან. რეკონსტრუქტორების გუნდს ორთოდენტი მანოლის პაპაგრიგორაკისი ხელმძღვანელობდა.

ადგილობრივი მეცნიერების დასახმარებლად უნივერსიტეტმა შვედი არქეოლოგი და სკულპტორი, ოსკარ ნილსონი მიიწვია, რომელიც უკვე დიდი ხანია ძვლების რეკონსტრუქციითაა დაკავებული.

რეკონსტრუქტორებმა იმ 18 წლის გოგონას სახე აღადგინეს, რომელიც 9 000 წლის წინ ცხოვრობდა

"ავგის უნიკალური თავის ქალა და სახის ნაკვთები აქვს. ქვის ხანიდან უამრავი ქალისა და მამაკაცის რეკონსტრუქციისას შევამჩნიე, რომ დროთა განმავლობაში ადამიანის სახის ნაკვთები შეიცვალა და "დალაგდა". ახლა ჩვენ გაცილებით ნაკლებად მამაკაცურად გამოვიყურებით, როგორც მამაკაცები, ისე ქალბატონებიც" - ამბობს ოსკარი.

1993 წელს თეოპეტრას გამოქვაბულში ნაპოვნი გოგონას თავის ქალას გამოკვლევა კომპიუტერული ტომოგრაფიით დაიწყო და 3D-პრინტერმა სკანირების შედეგების ზუსტი ასლი გააკეთა.

რეკონსტრუქტორებმა იმ 18 წლის გოგონას სახე აღადგინეს, რომელიც 9 000 წლის წინ ცხოვრობდა

პაპაგრიგორაკისს, ნილსონსა და ათენის უნივერსიტეტის გუნდს პირველად არ აღუდგენია ძველი დროის ადამიანების სახე. 2010 წელს მათ ათენელი 11 წლის გოგონას, მირტისის სახე აღადგინეს, რომელიც ჩვენს ერამდე დაახლოებით 450 წელს ცხოვრობდა.

იმის მიხედვით, თუ რა სწრაფად მიიწევს ტექნოლოგიები წინ, დარწმუნებული ვარ, წინ კიდევ უფრო მეტი საინტერესო რამ გველის.

მკითხველთა შთაბეჭდილებები